; უმოქმედობა და უმოტივაციოდ ყოფნა - IT Academy STEP Tbilisi უმოქმედობა და უმოტივაციოდ ყოფნა - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

უმოქმედობა და უმოტივაციოდ ყოფნა

გვაქვს სურვილი გაგიზიაროთ ჩვენი თეორია იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ ვაკეთოთ რამე მაშინაც კი, როდესაც სიზარმაცე გვძლევს და არაფრის კეთება არ გვინდა

დავიწყოთ იქიდან, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს
განვითარება შენი აბსოლუტურად ბუნებრივი მდგომარეობაა, უმოქმედობა და არგანვითარება – აბსოლუტურად არაბუნებრივი
შენი გადასაწყვეტია – ან მუშაობ საკუთარ თავზე და წინ მიდიხარ, ან ჩერდები და დეპრესიით უკან მიექანები (აქვე აღსანიშნავია, რომ დეპრესიამ როგორც ნარკოტიკმა იცის შეჩვევა)
მაგრამ, რა ვქნათ როდესაც რაღაც გვაკავებს, არ გვყოფნის მოტივაცია და ენერგია ბიძგის მისაცემად
პრობლემა იმაშია, რომ შენს ტვინს არ აქვს საკმარისად ემოციური პასუხი კითხვაზე: რატომ უნდა გინდოდეს მოქმედებით თავის შეწუხება?
სანამ საკმარისად ემოციურ პასუხს იპოვი, რომელიც მუდმივი ენერგის წყარო იქნება, ამ იდეაზე კონცენტრირდი
სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება, რადგან მოქმედება (თუნდაც არაზუსტი) ერთადერთი გზაა გრძნობდე თავს უკეთ და იყო მნიშვნელოვანი სხვებისთვის – ანუ გამოავლინო შენი ფარული პოტენციალი.

დატკბი მცირე გამარჯვებებით.
რაც უფრო დიდხანს ხარ უმოქმედობაში, მით უფრო უჯერებ თითქოს არაფერი გამოგდის და გამოგივა, რაც გართმევს ენერგიას.
გაიხსენე ნებისმიერი შენი გამარჯვება და ახლავე გააკეთე რამე, რაც სასურველ მიზანს ოდნავ მაინც მიგაახლოვებს.
მაგალითად, ახლავე გახსენი Note მობილურში და ჩამოწერე:
– რამდენი გინდა იყოს შენი შემოსავალი.
– რისი გაკეთებაა ამისთვის საჭირო.
– როგორი უნდა იყო, რომ შეძლო ამის გაკეთება.
– რა უნდა ისწავლო, რა უნდა აკეთო ყოველ დღე, იმისათვის, რომ წარმატებული გახდე.
ეს ფიქრი უკვე მოგცემს გაკვეულ ენერგიას. ახლა კი მთავარია დისციპლინა და ჯანსაღი თვითკრიტიკა. მთავარია – იმოქმედე!
ყოველთვის, ყველგან გახსოვდეს რისთვის აკეთებ
შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პროცესით ტკბობა უფრო მნიშვნელოვანი!
თუ იფიქრებ რომ უეჭველი რამე უნდა გამოგივიდეს ხვალვე, ყოველი მარცხი დაგთრგუნავს და გაგაჩერებს, რადგან საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მკაცრი იქნები
იფიქრე იმაზე, თუ როგორ აკეთო მაქსიმუმი ისე, რომ ამით სიამოვნებას ღებულობდე – ამგვარად ნებისმიერი ქმედება უკვე გამარჯვება იქნება და სასიამოვნო პროცესი/პროცესები ადრე თუ გვიან შედეგს ყოველთვის გამოიღებს !

ყოველი დღის ბოლოს

1. დაგეგმე კვირის დღეები, დაგეგმე ყოველი მომდევნო დღე
2. სმარტფონში ყველა აპლიკაციას გამოურთე შეტყობინების გამოგზავნის ფუნქცია გარდა ერთი ყველაზე მნიშვნელოვანისა
3. ყოველდღე პირველ რიგში მოიშორე ყველაზე რთული საქმეები
4. შეადარე შედეგები, არ დაზოგო დრო განვითარებისთვის
5. ჩამოწერე ყველაფერი, თუ გინდა რომ არ დაგავიწყდეს არაფერი

ენდეთ ჩვენს გამოცდილებას, რადგან ჩვენ ვართ 19 ქვეყანაში დამკვიდრებული საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია Step-ი, 72 ფილიალით, 50,000-ზე მეტი აქტიური სტუდენტით, 100,000-ზე მეტი კურსდამთავრებულით და უზარმაზარი შესაძლებლობებით, მთელ მსოფლიოში!

IT Academy STEP-ში გვჯერა, რომ შედეგები თავად საუბრობენ საკუთარ თავზე

იზრუნეთ მომავალზე, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა და გამოცდილება!

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები