უსაფრთხოა ტორენტების გადმოწერა? - IT Academy STEP Tbilisi უსაფრთხოა ტორენტების გადმოწერა? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

უსაფრთხოა ტორენტების გადმოწერა?

როგორ ფიქრობთ, უსაფრთხოა ტორენტების გადმოწერა? ტორენტების ლეგალური და არა ლეგალური ასპექტების შესახებ ხართ ინფორმირებული?

დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ტორენტების გადმოწერა არის უადვილესი და ყველაზე ეფექტური გზა უფასო ფაილების შეუზღუდავი რაოდენობის მისაღებად. მათი გამოყენება შეგიძლიათ სატელევიზიო სერიალების, უახლესი ფილმების, სიმღერების, დოკუმენტური ფილმების, წიგნების და სხვადასხვა ფაილების გადმოსაწერად. მაგრამ ნამდვილად უსაფრთხოა ტორენტების გადმოწერა თუ არა? ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელიც უამრავ ადამიანს აინტერესებს. დაცულია თუ არა კონფიდენციალურობა ტორენტის კლიენტის გამოყენების დროს, როგორიცაა მაგალითად, uTorrent, BitTorrent ან Vuze?

რა თქმა უნდა არავის არ აქვს სურვილი ტორენტის ფაილის ჩამოტვირთვით კანონი დაარღვიოს. ამ სტატიაში განვიხილავთ ტორენტის გადმოწერებს, მის ლეგალურობას და იმ ფაქტებს ირღვევა თუ არა ტორენტის კლიენტის მხარის კონფიდენციალურობა.

 

ტორენტის გადმოწერა შეიძლება ლეგალურიც იყოს და არა ლეგალურიც. მაშინ რა არის ლეგალური და რა არის არა ლეგალური? როცა საქმე ლეგალურ საკითხებს ეხება, განსაკუთრებით მაშინ, როცა კონტენტსაც მოიცავს, არსებობს ერთი ტერმინი, რომელსაც თავს ვერ ავარიდებთ: საავტორო უფლებები. რადგან კონტენტს საავტორო უფლებები გააჩნია და ის თქვენ არ გეკუთვნით, მისი უფასოდ გადმოწერა ტორენტის საშუალებით სრულიად არა ლეგალურია.

თუმცა, ტორენტის კლიენტის გამოყენებით ტორენტების გადმოწერა ლეგალურია. ამით არანაირ დარღვევას არ აკეთებთ. ეს იმიტომ, რომ ტორენტის კლიენტის საშუალებით ისეთ ფაილებს გადმოწერთ, რომლებსაც საავტორო უფლებები არ აქვთ.

საავტორო უფლებები უფრო საფუძვლიანი საკითხია, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა იყენებთ ტორენტის კლიენტს თუ არა. სხვადასხვა ქვეყნებს ან იურისდიქციებს სხვადასხვა კანონები აქვთ, რომლებიც ინტელექტუალური საკუთრების ქურდობას ეხება. თუ რამეს, მაგალითად მუსიკას აქვს საავტორო უფლებები და თქვენ მისი საავტორო უფლებები არ გაქვთ, ამ მუსიკის გადმოწერის ლეგალური გზა არ გექნებათ. ეს ყველა სხვა ფაილსაც ეხება, მაგალითად ფილმებს, თამაშებს.

თუმცა, არსებობს ინსტანციები, როცა საავტორო უფლებების მფლობელი გადაწყვეტს, რომ მისი პროდუქტები იყოს უფასო დროებით ან მუდმივად. ასეთ შემთხვევაში, მათი ფაილების გადმოწერა ლეგალური იქნება. ნებისმიერი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად გაეცანით კანონებს საავტორო უფლებების შესახებ თქვენს ქვეყანაში. ზოგიერთ საავტორო უფლებებს დროში შეზღუდვები აქვს, ზოგს არა. კონკრეტული კონტენტის საავტორო უფლებების ვადა შეიძლება 50 წლამდეც ავიდეს და ამის შემდეგ შეძლოს ხალხმა ფაილის უფასოდ, რამე ლეგალური უსიამოვნებების გარეშე გადმოწერა. ზოგ ქვეყანას საავტორო უფლებების თავისუფალი კანონები აქვს და ხალხს ტორენტის გადმოწერა გართულებების გარეშე შეუძლია.

ტორენტების კონფიდენციალურობა

ეს კიდევ ერთი საკითხია, რაც ტორენტის მომხმარებლებს აფიქრებს. იმის გამო, რომ ტორენტის გადმოწერის ლეგალურობასა და არა ლეგალურობას შორის ძალიან მცირე ზღვარი გადის, ყველაზე ნაკლებად გამოაშკარავების სურვილი გაგიჩნდებათ. მოხდება თუ არა ჩემი იდენტიფიცირება შესაბამის ორგანოებთან? პასუხი არის ის, რომ ტორენტის ქსელში სრულიად ანონიმური არ ხართ. ეს იმის მიუხედავად, თუ რამდენად ცდილობს სისტემა ხალხის იდენტურობის დაცვის აღქმას.

არა სპეციალისტების თვალსაზრისით, ტორენტმა უნდა დაიცვას თქვენი კონფიდენციალურობა, რადგან თქვენ უნდა გადმოწეროთ მონაცემები ერთი ცენტრალური სერვერიდან. ტორენტის სისტემიდან ძირითადად ფაილის მისამართს გადმოწერთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაილი უმთავრესად არის თრექერების სია, ვისაც აქვს hash კოდები. პროცესი მოიცავს ფაქტობრივად მცირე ნაწილის ჩამოტვირთვას სხვადასხვა წყაროებიდან.

შესაძლებელია ტორენტის გამოყენების გამო დაგიჭირონ?

ტორენტის ბევრ მომხმარებელს აღელვებს ეს საკითხი. მთავრობის აგენტების მიერ დაპატიმრების შესაძლებლობა. სიმართლე რომ გითხრათ, ზოგიერთი სამთავრობო აგენტები ცდილობენ ტორენტის ქსელზე გარკვეული ინფორმაციის მოძიებას. ისინი ეძებენ IP მისამართებს, რომლებსაც აფლოუდერები და დაუნლოუდერები იყენებენ.

სააგენტოებს საბოლოო ჯამში შეუძლიათ გარკვეული ეჭვის საფუძველზე ადამიანების დაპატიმრება. თუმცა, პროცენტულად ძალიან ცოტა ხალხის დაჭერის ფაქტი არსებობს. სიფრთხილე დაიცავით და თავი დაანებეთ ტორენტის საზოგადოებაში აქტიურ კონტრიბუციას. ატვირთვის ფუნქციაც გამორთეთ, რადგან ამით თქვენი პერსონალური კომპიუტერი შეწყვეტს ფაილების ავტომატურად ატვირთვას ტორენტის ქსელში.

კიდევ ერთი გზა უსაფრთხოებისთვის არის VPN (ვირტუალური პირადი ქსელი)-ის ან პროქსის გამოყენება საკუთარი ტორენტის კლიენტის შესაქმნელად. ეს მეთოდი თქვენს IP მისამართს ავტომატურად ანონიმურს გახდის.

და ბოლოს, ტორენტის გამოყენება არც ისეთი ცუდია, როგორც მას ზოგიერთი ადამიანი აღწერს. სინამდვილეში ის სულაც არ ჰგავს მეკობრეობას. თუ გარკვეული ფაილის შესახებ საავტორო უფლებების საკითხებში კარგად არ ხართ დარწმუნებული, გაეცანით თქვენი ქვეყნის კანონებს ინტელექტუალური ქონების შესახებ.

ნუ დაარღვევთ კანონს!


ახალი ამბები