; ფეისბუქი რეკლამირების ახალ მიმართულებებს ამატებს, შედეგად უკეთ შევძლებთ საკუთარი რეკლამების გაკონტროლებას! - IT Academy STEP Tbilisi ფეისბუქი რეკლამირების ახალ მიმართულებებს ამატებს, შედეგად უკეთ შევძლებთ საკუთარი რეკლამების გაკონტროლებას! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ფეისბუქი რეკლამირების ახალ მიმართულებებს ამატებს, შედეგად უკეთ შევძლებთ საკუთარი რეკლამების გაკონტროლებას!

2019 წელს ფეისბუქი აპირებს გააფართოვოს ვიდეო რეკლამების ბიზნესი, ის მუშაობს ახალ საშუალებებზე რეკლამის განმთავსებლებისთვის, რომ თავიდან აირიდონ იგივე პრობლემები, რომლებიც თავის დროზე YouTube-ს ჰქონდა ახალ შეტყობინებებთან დაკავშირებით, რომლებიც საკამათო ვიდეოებთან ერთად ჩნდებოდნენ.

როგორც Digiday-მ მოგვახსენა, ფეისბუქი ქმნის ახალ სისტემას, რომელიც სარეკლამო კონტენტის განთავსების უფრო ეფექტური მართვის შესაძლებლობას მოგვცემს. ძირითადი ყურადღება გადატანილი იქნება ფეისბუქის აუდიტორიის ქსელზე, პლათფორმის ოფციაზე, რომ გააფართოვოს რეკლამის განმთავსებლის წვდომა პლათფორმის მიღმა მონაწილე აპლიკაციებზე და ვებსაიტებზე.

მაგრამ სოციალური ქსელის მზარდი ვიდეო რეკლამების ბიზნესში, Digiday-ს თქმით, ასევე შევა ინსტრუმენტი, API, რომელიც საშუალებას მისცემს მესამე მხარის ჯგუფებს, რომლებიც აკონტროლებენ კონტენტს ბრენდის უსაფრთხოებისთვის, ავტომატიზირება გაუკეთონ აღნიშნული დაბლოკვის სიების განხორციელებას.

„დაბლოკვის სიის მენეჯმენტ ინსტრუმენტი განკუთვნილია რეკლამის განმთავსებლების საზრუნავის შესამცირებლად იმ რეკლამებთან დაკავშირებით, რომლებიც მოთავსებულია ფეისბუქის აუდიტორიის ქსელის სარეკლამო ქსელში და ალბათ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, იმ ვიდეოების მზარდ რაოდენობასთან დაკავშირებით მის პლათფორმაზე გამომქვეყნებლებისგან და ინდივიდუალური შემქმნელებისგან, რომლებსაც ფეისბუქი აბამს წინასწარ და შუალედურ ვიდეო რეკლამებს“.

ამჟამად ფეისბუქს აქვს ორი ოფცია იმისთვის რომ გააკონტროლოთ თუ სად ჩნდება თქვენი რეკლამის კონტენტი:

1, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შექმნათ საკუთარი დაბლოკვის სია, რომელიც შეგიძლიათ შექმნათ ფეისბუქის ‘Publisher List’-ის ჩამოტვირთვით. Publisher List-ი მოიცავს ათასობით URL-ს, სადაც ფეისბუქს შეუძლია თქვენი რეკლამის განთავსება In-Stream ვიდეოებში და აუდიტორიის ქსელში – აქედან თქვენ შეგიძლიათ ერთად განათავსოთ განლაგებების სია, რომლებისთვისაც გსურთ დაბლოკვის მიწოდება.

პრობლემა აქ ის არის, რომ თუ თქვენ გსურთ დაბლოკოთ ყველა განლაგება შერჩეული ჯგუფისთვის, შეიძლება დაგჭირდეთ ყველა შესაძლო URL-ის ჩამოთვლა, მათი ფეისბუქ გვერდის, ვებსაიტის და აპლიკაციების მაღაზიის იდენთიფიკატორების ჩათვლით. ვიდეო კონტენტისთვის თქვენ ასევე დაგჭირდებათ ფეისბუქის გვერდის ციფრული ID, რომელიც თითოეულისთვის ხელით უნდა მოიძიოთ. სინამდვილეში ასეთი სიის მოპოვებას და ამუშავებას ძალიან დიდი შრომა სჭირდება.

2. კიდევ ერთი ოფცია შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს არის ფეისბუქის ‘Exclude Categories’ ინსტრუმენტი, რომელიც შედის თქვენი სარეკლამო კომპლექტის რეკლამის განთავსების სექციაში.

ფეისბუქი გთავაზობთ რეკლამის გამოხშირვის ხუთ კატეგორიას:

1. სადაო სოციალური საკითხები – თემები, რომლებიც სადაო სოციალურ საკითხებს ეხება, როგორიცაა, მაგალითად რელიგია, პოლიტიკა, იმიგრაცია და ა.შ. არ ვრცელდება აუდიტორიის ქსელის მობილური აპლიკაციებისთვის.

2. განვითარება – თემები, რომლებიც მოიცავს ძალადობას, ცეცხლსასროლ იარაღს, სექსუალურ შინაარსს, ვულგარულ ენას და ა.შ. არ ვრცელდება აუდიტორიის ქსელის მობილური აპლიკაციებისთვის.

3. ტრაგედია და კონფლიქტი – თემები, რომლებიც შეიცავს ემოციურ ან ფიზიკურ ტანჯვას, როგორიცაა, მაგალითად, დანაშაული, ავადმყოფობა, ბულინგი და ა.შ. არ ვრცელდება აუდიტორიის ქსელის მობილური აპლიკაციებისთვის.

4. გაცნობის საიტები – ვებსაიტებზე და აპლიკაციებში, რომლებიც დახარისხებულია როგორც გაცნობის საიტები, შეიძლება რეკლამები გამოჩნდეს ურთიერთობების და გაცნობის შესახებ.

5. აზარტული თამაშები – ვებსაიტებზე და აპლიკაციებში, რომლებიც დახარისხებულია როგორც აზარტული თამაშების საიტები, სადაც გამარჯვებულები იღებენ ფულს ან პრიზებს, შეიძლება რეკლამები გამოჩნდეს ისეთ ვებსაიტებზე და აპლიკაციებში, სადაც ხალხი უბრალოდ გართობისთვის თამაშობს.

ზემოთ ჩამოთვლილი თემები მოიცავს რეკლამის განმთავსებლების საზრუნავის ძირითად ფაქტორებს, მაგრამ ყოველთვის არსებობს სხვა რაღაცეებიც, რომელბთანაც კონკრეტულ ბრენდებს ურჩევნიათ კავშირი არ ჰქონდეთ ან რომლებიც ფეისბუქის სიის მიღმა რჩებიან. ასეთია ახალი პროცესის განვითარების სქემა.

ახალი ინსტრუმენტები ბევრ ადამიანს მისცემს რეკლამის განთავსების მართვის საშუალებას, ფეისბუქის ახლანდელი შეზღუდვების გარეშე, თუ რამდენი გვერდი და URL-ი უნდა დაემატოს სიების დაბლოკვას. დამატებითი ტექნიკური შესაძლებლობა არის თუ რატომ იქნება ოფცია API, რომელიც გაივლის მესამე მხარის ვენდორებს, მაგრამ უზრუნველყოფს უფრო მეტ რწმენას იმ ბიზნესებისთვის, რომლებსაც სურთ თავიდან აირიდონ პოტენციური კავშირი არასასურველ საიტებთან.

IT Academy STEP – საერთაშორისო ბრენდი!

დეტალური ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები