; ფოტოშოპის 6 ფუნქცია, რომელთა შესახებ აქამდე არ იცოდით - IT Academy STEP Tbilisi ფოტოშოპის 6 ფუნქცია, რომელთა შესახებ აქამდე არ იცოდით - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ფოტოშოპის 6 ფუნქცია, რომელთა შესახებ აქამდე არ იცოდით

ისევ თქვენი ძველი ტექნიკით სარგგებლობთ? ამ მახასიათებლებმა შესაძლოა თქვენი ცხოვრება შეცვალოს, თუმცა, თუ ერთხელ ისწავლეთ საქმის შესრულების გზები და დიდი ხანია ასე აკეთებთ, შესაძლოა ახალი ხრიკების შესწავლის წინააღმდეგიც იყოთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ინსტრუმენტების და ტექნიკის გამოტოვება ადვილია, მაშინ როცა ისინი ფაქტობრივად, შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს. თუ რამდენიმე წელია Photoshop CC-ს იყენებთ და საქმეს იმ გზებით ასრულებთ, როცა CS6-ზე დაიწყეთ ან კიდევ უფრო ადრე, ვერ შეამჩნევდით ისეთ მოვლენებს, რომლებსაც თქვენი ცხოვრების გამარტივება შეუძლია.

ახლახან გამოაცხადეს ფოტოშოპის 2020 წლის განახლებული ვერსიის შესახებ, მაგრამ შესაძლოა წინა ვერსიის გაუმჯობესების შესახებაც არ გსმენიათ. ქვემოთ მოცემულია PS 2019-ის 6 ახალი მახასიათებელი, რომლებისთვის შესაძლოა ყურადღება არ მიგიქცევიათ, მაგრამ თუ შეისწავლით ძალიან გამოგადგებათ 

  1. მრავალჯერადი გაუქმება

ტრადიციულად ფოტოშოპის ერთერთი ყველაზე გამაღიზიანებელი თვისება იყო მისი ჯიუტი უარი გაუქმების ფუნქციის შესრულებაზე ისეთი გზით, როგორსაც ყოველ მეორე აპლიკაციაში წააწყდებით მთელი პლანეტის მასშტაბით. უმეტეს აპლიკაციებში Ctrl/Cmd+X ღილაკებზე ხელის დაჭერა აუქმებს წინა შესრულებულ მოქმედებას, მათზე ხელახლა დაჭერით კიდევ ერთით უკან შესრულებული მოქმედება უქმდება და ა.შ. სცადეთ ამის გაკეთება ფოტოშოპში და აღმოაჩენთ, რომ მეორე წაშლის თქვენს პირველ გაუქმებას, ხოლო თუ გაუქმების გაგრძელებას მოისურვებთ, ისტორიის პანელში გადასვლა და ამ მოქმედების იქიდან შესრულება მოგიწევთ.

ალბათ ისე ხართ მიჩვეული ამ პროგრამაში არა სტანდარტული გზით გაუქმების ინსტრუმენტის გამოყენებას, რომ ვერც კი შეამჩნიეთ როგორ მოაგვარა ეს პრობლემა Photoshop CC 2019-მა. ასე, რომ თუ ფოტოშოპის განახლებული ვერსია გაქვთ, შეგიძლიათ გაუქმების ღილაკს იმდენჯერ დააჭიროთ, რამდენჯერაც გსურთ და იქამდე გააუქმოთ შესრულებული მოქმედებები, საიდანაც ყველაფრის არასწორად შესრულება დაიწყო.

  1. ორჯერ დააჭირეთ ტექსტის შესასწორებლად

ფოტოშოპში ტექსტთან მუშაობა შეიძლება დროის ხარჯვა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცდილობთ ტექსტის გადატანას, სტილის მიცემას და რედაქტირებას ერთდროულად, რომ მას მაქსიმალურად კარგი სახე ჰქონდეს. მუდმივად მოგიწევთ გადასვლა-გადმოსვლა ტიპების და გადატანა/მოძრაობის ინსტრუმენტებს შორის და არასდროს არ გექნებათ იმის შეგრძნება, რომ საჭირო ხელსაწყო აირჩიეთ რომელიმე კონკრეტულ დროს.

ეს გამაღიზიანებელი ფაქტი Adobe-მა Photoshop CC-ში 2019 წელს დააფიქსირა. ახლა თუ უბრალოდ ორჯერ დააჭერთ ტიპის ღილაკს გადატანის ინსტრუმენტით, შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დაიწყოთ ტექსტის რედაქტირება იმავე ადგილზე ხელსაწყოების გადართვის გარეშე. ეს მცირე შესწორებაა, მაგრამ ამან უმეტესობა დიზაინერების დღევანდელი ცხოვრება ფოტოშოპში ცოტათი უკეთესი, მაგრამ ნაკლებად შემაშფოთებელი უნდა გახადოს.

  1. გადააკეთეთ პროპორციულად

ფოტოშოპის კიდევ ერთი უცნაური ძველი თვისება, რომელსაც ყველა უბრალოდ შეეჩვია, გადაკეთების ინსტრუმენტის ავტომატური პარამეტრი. უმეტეს შემთხვევებში, როცა გადაკეთების ინსტრუმენტს იყენებთ, მისი პროპორციულად გრადაცია გსურთ, მაგრამ ფოტოშოპს არ აქვს არა პროპორციული გადაკეთება, ამიტომ თქვენ დიდ დროს ხარჯავთ Shift ღილაკზე ხელის დაჭერაში.

მართალია, პროპორციული გადაკეთება ავტომატურ რეჟიმშია, რაც ადრე უამრავ მომხმარებელს აღიზიანებდა, როცა ხვდებოდნენ, რომ ეს მოხდა. ადამიანებს უბრალოდ არ მოსწონთ ცვლილებები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ეწინააღმდეგება კარგად გამჯდარ ძველ ჩვეულებებს. ახალი ვერსია კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს (თუმცა, ის ფაქტი, რომ ფოტოშოპს არ აქვს არა პროპორციული ტრანსფორმაცია ვექტორებისა და ტრაექტორიებისთვის, პოტენციურად დამაბნეველია), მაგრამ თუ გადაწყვეტილი გაქვთ ძველებურად გააგრძელოთ სამუშაოს შესრულება, მაშინ Adobe-ი გთავაზობთ ინსტრუქციას, ტუ როგორ უნდა შეცვალოთ ის.

  1. ნამდვილ ნაზავ რეჟიმში დათვალიერება

ნაზავი რეჟიმები მშვენიერი გზაა შთამბეჭდავი ვიზუალური ეფექტების შესაქმნელად, ერთმანეთზე ფენების დადებით, მაგრამ ყოველთვის ადვილი არ არის იმის დამახსოვრება, რომელი რეჟიმი რას აკეთებს. ზოგადად, თქვენ იცით როდის გსურთ Multiply ან Screen-ის გაკეთება და ყოველთვის თავიდან აიცილებთ Dissolve-ს (დანგრევას), მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაფერი შეიძლება ცოტათი ბუნდოვანი გახდეს და ალბათ ყველას ჩაათვალიერებთ იმისთვის, რომ იპოვოთ ის, რომელიც ყველაზე კარგად გამოიყურება.

ეს არ არის მუშაობის იდეალური მეთოდი, მაგრამ Adobe-მა რაღაცეები გაამარტივა Photoshop CC 2019-ში ნამდვილ ნაზავ რეჟიმში დათვალიერების დამატებით. შეარჩიეთ თქვენი ფენა, შემდეგ დააჭირეთ ნაზავი რეჟიმის ღილაკს, გამოჩნდება ნაზავი რეჟიმების ჩამონათვალი, რომელიც შეგიძლიათ მაუსით სათითაოდ აათვალიერ-ჩაათვალიეროთ. ასეთი მოქმედების შესრულების დროს მიიღებთ მომენტალურ სურათს იმისა, თუ როგორი სახე ექნება თითოეულ ნაზავ რეჟიმს. ეს დროს ძალიან დაგიზოგავთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფიქრობთ, რომ გსურთ ერთერთი უცნაური ფუნქცია, რომელიც ჩამოთვლილი სიის ქვედა ნაწილშია, მაგრამ არ გახსოვთ რომელი.

  1. სიმეტრიის რეჟიმი

შთაგონების დაბალი გრძნობა გაქვთ? გთავაზობთ შესანიშნავ გზას იდეების არაფრისგან შექმნისთვის: Photoshop CC-ის კიდევ ერთი ბოლო დამატება არის სიმეტრიის რეჟიმი, რომელიც მუშაობს Paint Brush, Mixer Brush, Pencil და Eraser ხელსაწყოებთან. უბრალოდ დააჭირეთ პეპლის პიქტოგრამას ოფციების პანელზე და შეძლებთ ხატვას ან ხაზვას, რაც პირდაპირ გამოისახება სიმეტრიის სხვადასხვა გზებით და გაგიადვილებთ შემთხვევითი მონახაზიდან დეტალური სიმეტრიული ნიმუშების სწრაფად შექმნას. სიმეტრიის ასარჩევი 10 ვარიანტი არსებობს – ვერტიკალური, ჰორიზონტალური, ორმაგი ღერძი, დიაგონალური, ტალღოვანი, წრე, სპირალი, პარალელური ხაზები, რადიალური და მანდალა. ისინი უამრავ საშუალებას მოგცემთ საკუთარი წარმოსახვის ასამუშავებლად.

  1. გაზარდეთ UI ზომა

HD ეკრანიდან 4K ან უფრო დიდი ზომის ეკრანზე გადატანა მშვენიერი შეგრძნებაა, სანამ არ აღმოაჩენთ, რომ თქვენს საყვარელ აპლიკაციებზე ინტერფეისი არ გაკეთებულა ეკრანის მასიური რეზოლუციების დასაძლევად. ფოტოშოპი მზად არის თქვენი უზარმაზარი ახალი მონიტორისთვის, UI მასშტაბის პარამეტრის წყალობით, რომელიც შეგიძლიათ მისი შრიფტის ზომას შეუსაბამოთ. ასე, რომ თუ ერთხელ მაინც ჩართავთ ამ მშვენიერ 5K პანელს, აუცილებლად დააყენეთ შრიფტის ზომა დიდზე და მონიშნეთ ყუთი UI შრიფტის გადაფორმებლად და კარგად დაკვირვება აღარ დაგჭირდებათ.

შემოუერთდით აკადემია სტეპს, გახდით #სტეპერი !

ჩვენ ვართ თქვენი გარანტი, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
34/34ბ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

შეისწავლეთ კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები