; ფრილანსერების დასაქმების სტატისტიკა - IT Academy STEP Tbilisi ფრილანსერების დასაქმების სტატისტიკა - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ფრილანსერების დასაქმების სტატისტიკა

ხშირად გვეკითხებიან, როგორია ფრილანსერების მომავალი? იქნება თუ არა ფრილანსერების დასაქმების საკითხი აქტუალური 2020 წელს, 2028 წელს ან შემდეგ? მოდით ერთად გავარკვიოთ!

ვცადეთ შეგვეგროვებინა ფაქტები და თქვენთვის დაგვემტკიცებინა რომ ფრილანსერების სამუშაო უფრო სტაბილური და რელევანტური იქნება მომავალში, ვიდრე ოფისებში იზოლირება. წარმოგიდგენთ ამის დამადასტურებელ ფაქტებს.

ფრილანსერების ამჟამინდელი მოცემულობა

  • Automattic, Buffer, Edgar, Groove, Ghost, InVision, Hubstaff, Toggl, Doist, Zapier, Toptal, Trello, Basecamp იმ კომპანიების ჩამონათვალია, რომლებსაც 100% ფრილანსერებით არის დაკომპლექტებული
  • შტატების დასაქმებული ადამიანების 36%  (57.3 მილიონი) ფრილანსერები არიან, რომლებიც სახლიდან გაუსვლელად მუშაობენ. მათი ჯამური წვლილი ეკონომიკაში ყოველწლიურად 1.4 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ეს არის 30%-იანი ზრდა 2016 წლიდან.
  • შტატებში დასაქმებული ახალგაზრდების 63% ირჩევს სახლიდან მუშაობის კარიერას (ფრილანსერობას), ვიდრე ტრადიციულ ოფისურ სამუშაოს.
  • ფრილანსერების უმრავლესობას სჯერა, რომ მათი კარიერა უფრო სტაბილურია, ვიდრე ყოველდღიური სამსახური, კლიენტების მრავალფეროვანი პორთფელი უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე სამსახური ერთი თანამშრომლით.
  • ფრილანსერების 61% სპეციალიზირებულია 2 ან 3 სფეროში.
  • ფრილანსერების 77% აცხადებს, რომ ყოველდღიური სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, მათი ფინანსური შემოსავალი უფრო სტაბილური გახდა.
  •  მდედრობითი სქესის თავისუფალი მომუშავეების 48% წელიწადში 25000$-ზე ნაკლებს გამოიმუშავებს, ხოლო მამრობითი სქესის მომუშავეები – 4.5-ჯერ მეტს, 150000$-ს.
  • Freelancer.com-მა 2016 წელს, კლიენტებისგან 10.6 მილიონი სამუშაო განცხადება მიიღო და ფასიან გარიგებებში ჯამურად 3 მილიარდი დოლარი გადაიხადა.

ფრილანსერების მომავალი

  • 2020 წლისთვის შტატებში დასაქმებული ადამიანების 43% – 50%-ი თავისუფალი მომუშავე (ფრილანსერი) იქნება.
  • 2027 წლისთვის შტატებში დასაქმებული ადამიანების უმრავლესობა ფრილანსერი იქნება.
  • ფრილანსერების 41% თავისუფალი სამუშაოებით დასაქმებას გეგმავს სამუდამოდ, რადგან ფრილანსერების 45%-ი სტაბილურად გრძნობს თავს დამოუკიდებელი დასაქმებით.
  • ევროპის მაშტაბით ფრილანსერების დასაქმება სულ უფრო ტრენდული ხდება და 2018 წელს მან უკვე 39% გადააჭარბა
  • საქართველოში ფრილანსერების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა მათი ოდენობა ყოველ კომპანიაში წლიდან წლამდე ორმაგდება

პროდუქტიულობის გაზრდა

  • ერთერთი კვლევა გვამცნობს, რომ სახლიდან მუშაობა სამუშაოს შესრულებას 13%-ით აუმჯობესებს, კომპანიამ კი 2000$-ის წლიური სარგებელი ნახა, მას შემდეგ რაც თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის ნება დართო.
  • 2014 წელს ამერიკელებმა სამსახურში მისასვლელად მგზავრობაში 1.8 ტრილიონი წუთი (29.6 მილიარდი საათი) დახარჯეს.
  • PGI კვლევის თანახმად, დისტანციურად მომუშავეების 82%-მა სტრესის დაბალი დონე აჩვენა, მაშინ როცა ჩვეულებრივი დასაქმებულების 80%-ის სტრესის დონე გაცილებით მაღალია.
  • ყველაზე მაღალ-ანაზღაურებადი თავისუფალი სამუშაოები
  • ფრილანსერი კოდის დამწერები და დეველოპერები საათში დაახლოებით 1000$-მდე გამოიმუშავებენ.
  • ფრილანსერი კოპირაიტერები საათში დაახლოებით 250$-ს გამოიმუშავებენ.
  • ფრილანსერი ახალგაზრდა დეველოპერები გამოიმუშავებენ საბაზისო ხელფასს დაახლოებით 119000$-ის ოდენობით, ხოლო სენიორ დეველოპერები – დაახლოებით 150000$-ს.
  • ფრილანსერი გრაფიკული დიზაინერები საათში 85$-ზე მეტს გამოიმუშავებენ დიდ freelance საიტებზე, როგორიცაა UpWork და PeoplePerHour.
  • სწრაფად მზარდი უნარ-ჩვევები
  • ხელოვნური ინტელექტი, ინსტაგრამ მარკეტინგი, მანქამების შესწავლა ბრენდის სტრატეგია იყო მოცემული 2017 წლის ყველაზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევების სიაში.
  • რობოტიქსი, ბლოკჩეინი, ბითკოინი, ინსტაგრამ მარკეტინგი, გაზრდილი რეალობა, jQuery დეველოფმენტი და HubSpot მარკეტინგი შედიოდა Q3 2017 წლის 20 ყველაზე სწრაფად მზარდი უნარ-ჩვევების სიაში.
  • Al და რობოტიქსი მომავალში უფრო მეტ თავისუფალ სამუშაოებს შექმნის, ამბობს Upwork-ის დირექტორი, სტეფან კასრილი.ერთადერთი პრობლემა უნარ-ჩვევების ნაკლებობა იქნება. ასე რომ დაიწყეთ მომავალში წარმატებული უნარ-ჩვევების შესწავლა და მოემზადეთ გრძელვადიანი თავისუფალი მუშაობისთვის.

 აიტი აკადემია სტეპი გაძლევთ შესაძლებლობას ღირსეულად გაიაროთ ეს გზა და შეისწავლოთ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი, ქსელები და კიბერუსაფრთხოება, რეკომენდაციები მიიღოთ კვალიფიციური ლექტორებისგან . სასწავლო პროცესი  მთლიანად პრაქტიკულ სამუშაოზეა ორიენტირებული, რაც პირდაპირ უზრუნველყოფს თქვენს სამომავლო პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და ცოდნას!
 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები