გელოდებით ღონისძიებაზე "რობოტოლანდიის საოცარი სამყარო" - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გელოდებით ღონისძიებაზე “რობოტოლანდიის საოცარი სამყარო”

რობოტ.robot

დადგა 2018 წელიც. ყველაზე პროდუქტიული წელი, ინოვაციური ტექნოლოგიების ჭრილში – როგორც წინასწარმეტყველებდნენ მსოფლიო დონის მეცნიერები. ეს ის მომენტია როდესაც უნდა გავაღვიძოთ ჩვენს შვილებში დაფარული  უნარები და  მივცეთ გზა  განვითარებისა და სრულყოფილებისაკენ.

ალბათ მიგიქცევიათ ყურადღება შოპინგის დაწყებისთანავე როგორ აიტუზებიან  და ცქმუტავენ საათობით უახლოესი სმარტფონების და კომპიუტერული მოწყობილობების სტენდებთან, როგორ სქროლავენ თავისი პატარა ხელებით თანამედროვე მობილურ ტელეფონებს და კი არ საუბრობენ  საათობით, არამედ დაჟინებით ტვირთავენ სხვადასხვა პროგრამებს და  ლახავენ ურთულეს დონეებს, რომელთა დაძლევაც დამეთანხმებით ჩვენს ძალებსაც აღემატება.

მიეცით მათ საშუალება გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, მიეცით შანსი არამარტო დაეუფლონ ზოგადად პროგრამული უზრუნველყოფის სიღრმეებს და ტექნიკურ მართვას, არამედ  შესაძლოა თქვენმა შვილმა შეიძინოს საუკეთესო პერსპექტივა გახდეს მომავლის პროფესიის მფლობელი.

უახლოეს მომავალში რობოტოტექნიკა ერთერთი წამყვანი სფერო გახდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა ჩვენგანის ცხოვრებას.

თანამედროვე რობოტები უფრო და უფრო ემსგავსებიან ადამიანებს როგორც გარეგნობით ასე ქცევით და საუბრის მანერით, ჩაანაცვლებენ ადამინაებს ფიზიკურად რთულ, სახიფათო და რუტინულ სამუშაოს შესრულებაში, რითაც ხელს შეუწყობენ კაცობრიობის განვითარებას.

მიეცით თქვენს შვილს ის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შანსი, ჩაერთოს ამ გრანდიოზული პროცესში. აზიარეთ ის და ასწავლეთ როგორ უნდა შექმნან და მართონ რობოტები.

ძვირფასო მშობლებო, გეპატიჟებით თქვენ და თქვენს შვილებს ღია კარის დღეზე, რათა თავად დარწმუნდეთ ჩვენი სიტყვების სინამდვილეში – მოდით და აზიარეთ ისინი რობოტოლანდიის საოცარ სამყაროს !!!

ღია კარის დღე  გაიმართება 11 თებერვალს, 13:00 საათზე.

მისამართი: ჯანო ბაგრატიონის #6, მეშვიდე სართული, აუდიტორია 8.

დასწრება თავისუფალია, აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები