; შეისწავლე კოდირება, იყავი წარმატებული! - IT Academy STEP Tbilisi შეისწავლე კოდირება, იყავი წარმატებული! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

შეისწავლე კოდირება, იყავი წარმატებული!

დრო სწრაფად გადის, არ გაბედოთ მისი განიავება, თუ თქვენც სხვებს ჰგავხართ, მაშინ გარკვეული დრო უკვე დახარჯული გექნებათ იმის ფიქრში თუ როგორ გაატარებთ შაბათ-კვირას, არდადეგებს, როგორ შეხვდებით ახალ წელს…

შეწყვიტეთ გართობაზე ფიქრი, ჩვენ გვსურს რომ შემოგთავაზოთ სხვა მიზანი, რომელიც ადვილად მისაღწევია და შეიძლება შემოსავალი მთელი ცხოვრების მანძილზე მოგიტანოთ, შეუდექით კოდის წერის სწავლას!

წარმოგიდგენთ 3 მიზეზს თუ რატომ არის კოდის წერის სწავლა მყარი რეზოლუცია ამ წლისთვის!

  1. კომპიუტერულ პროგრამებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია

პროგრამისტული კარიერის მიღწევა არც ისე ადვილია, როგორც ეს ადრე იყო, როცა ტექნოლოგიების ბუმი იყო გაჩაღებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანიები ახალ ტალანტებს არ ეძებენ. სინამდვილეში პროგრამისტის პოზიციის განცხადებებში სხვადასხვა სამუშაოები არის ხელმისაწვდომი. მაშინ როცა ზოგიერთი სექტორი შეიძლება შემცირდეს, სხვები, მაგალითად, მობილური აპლიკაციების განვითარება და მონაცემთა მეცნიერება ისევ უკიდეგანოდ აქტუალური რჩება.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ ხარჯავთ დროს იმ ინსტრუმენტების შესწავლაში, რასაც დღეს პროგრამირების ყველაზე მოთხოვნადი პროფესიონალები იყენებენ. ასე რომ თუ აპირებთ მობილური აპლიკაციების დეველოპერების მოთხოვნებზე კაპიტალიზაციას, ეს ნიშნავს, რომ უნდა იცოდეთ მთავარი front და back-end დეველოფმენთ ინსტრუმენტები, როგორიცაა Swift, C# და JavaScript.

  1. მიღებული ცოდნა მოგცემთ შესაძლებლობას შეიქმნათ მომავალი

შეიძლება ტექნოლოგიებში კარიერის უმაღლესი წერტილის მიღწევა არ გსურთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ როგორ დაწეროთ კოდი – შესწავლა სარგებელს არ მოგიტანთ. თუ ცოტა დროს დაუთმობთ და ბედიც გაგიღიმებთ, ნაკლებად მნიშვნელოვანი პროექტიც კი შეიძლება ისეთი სარგებლის მომტანი აღმოჩნდეს, როგორც კოდირებაში ახალი კარიერის შექმნა. აიღეთ, მაგალითად, მობილური თამაშების სენსაცია Flappy Bird. თავის უმაღლეს მწვერვალზე ამ თამაშს დღეში 50000$-ზე მეტი შემოსავალი მოჰქონდა და არ მოითხოვდა დიდი რამის შექმნას. ფაქტიურად, Swift-ის საბაზისო ცოდნით და რამდენიმე თავისუფალი დღით შეგიძლიათ სახლში შექმნათ საკუთარი Flappy Bird კლონი.

ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს კოდირების ცოდნით სარგებლის მოპოვების შესაძლებლობები, სამსახურში 9-დან 5-მდე დროის გატარების გარეშეც. თამაშების შექმნიდან ვებ საიტების აწყობამდე შეგიძლიათ გამოიყენოთ კოდის წერის თქვენი ცოდნა თქვენივე პირობებით, როგორც თავისუფალმა პროგრამისტმა.

  1. კოდის წერის საბაზო ცოდნაც კი დაგეხმარებათ წინსვლაში, წარმატების მიღწევაში, საკუთარი თავის უფრო პროდუქტიულად გარდაქმნაში თქვენი სამუშაოს ნაწილის ავტომატიზირებულად გადაქცევით.

წარმოიდგინეთ: სამუშაოების ბაზრის ანალიტიკურმა ფირმამ Burning Glass წარმოადგინა მოხსენება, სადაც ნაჩვენები იყო, რომ 2015 წელს 7 მილიონი სამუშაო განცხადება იყო გამოქვეყნებული ისეთ პოზიციებზე, რასაც კოდის წერის ცოდნა ჰქვია. უფრო მეტიც, მათ ისიც გაარკვიეს, რომ ამ სამუშაოების თითქმის ნახევარი, რომლის ანაზღაურება შეადგენდა 58000$-ზე მეტს მოითხოვდნენ კოდის წერის ცოდნას. ეს იმას ნიშნავს, რომ კოდის დაწერის შესწავლისთვის დროის დათმობა უამრავ კარს გაგიხსნით მაღალ-ანაზღაურებადი, წარმატებული პოზიციებისკენ.

თუ თქვენ ამჟამინდელი პოზიციით კმაყოფილი ხართ, შესაძლებელია თქვენი დატვირთული სამუშაო გაიადვილოთ კოდის წერის ცოდნის გამოყენებით, რომ ავტომატიზირებული გახადოთ თქვენი სამუშაოს გარკვეული ნაწილი. თუ ხედავთ, რომ მონაცემები უაზროდ შეგყავთ ექსელის გვერდებზე, შეგიძლიათ ისწავლოთ პროგრამირების know-how რაღაც დონეზე, შექმნათ მარტივი სკრიფტი, რომელიც თქვენს საქმეს შეასრულებს.

ახლა როცა საქმე იმ უნარ-ჩვევების შეწავლაზე მიდგა, რომელიც თქვენ ამის გაკეთებაში დაგეხმარებათ, თქვენ რამდენიმე არჩევანი გაქვთ. შეგიძლიათ მიმართოთ ფორმალურ პროგრამულ განათლებას ან შეგიძლიათ მიდგომა შეცვალოთ და სახლში თავად ისწავლოთ.

ანაზღაურება, როგორიც თქვენ გსურთ: კოდის წერის საფუძველს დღესდღეობით ყველაზე პოპულარულ ენებზე იმ ფასად, რომელსაც თქვენ თავად აირჩევთ. დაწყებული iPhone-ის ნამდვილი აპლიკაციის შექმნით Swift-ში, დამთავრებული Python-ის ვებ აპლიკაციების აწყობით, ეს 10 კურსიანი კომპლექტი სრულყოფილი წყაროა ცოდნის მისაღებად.

ამ კურსის მისაღებად საჭიროა:  გადაიხადეთ უბრალოდ რამდენიც გსურთ და თქვენ მომენტალურად გახსნით კომპლექტიდან ერთერთ კურსს. გადაიხადეთ საშუალო გადახდილ ფასზე მეტი და თქვენ მიიღებთ დარჩენილ ცხრა კურსს დამატებითი გადასახადის გარეშე.

თუ გსურთ წინსვლა კოდის წერის კარიერაში, ეს ტრენინგი 140 საათზე მეტს გაგატარებინებთ კონტენტზე დამწყები პროგრამისტიდან პროფესიონალ პროგრამისტამდე მისასვლელად და ის თქვენს საკუთრებაში დარჩება იმ ფასად, რასაც თავად აირჩევთ.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

 

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები