შეისწავლე ქსელები და კიბერუსაფრთხოება - IT Academy STEP Tbilisi შეისწავლე ქსელები და კიბერუსაფრთხოება - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

შეისწავლე ქსელები და კიბერუსაფრთხოება

ევროპასა და ამერიკაში, აზიაში, გაერთიანებულ ემირატებშიც კი ტენოლოგიები ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, სწორედ ამიტომ, ამერიკის შრომითი სტატისტიკის ბიუროში პროგნოზირებენ, რომ ამ სფეროში განსაკუთრებით გაიზრდება კადრების მოთხოვნა მომდევნო დეკადის განმავლობაში.

უკანასკნელ წლებში ტექნოლოგიური ევოლუცია გასცდა ქალაქებსა და მეგაპოლისებს, შედეგად ქალაქში თუ სოფლად, დღეს ყველას აქვს ინტერნეტი და შესაბამისად აქვს წვდომა ციფრულ სამყაროსთან, რომელიც შედეგად სულ უფრო მიმზიდველი ხდება კიბერ დამნაშავეებისთვის, დღევანდელ რეალობაში ხომ ჩვენ ყველანი სხვადასხვა ბაზის ნაწილი ვართ, სწორედ ამიტომ, დღითიდღე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები, მთელს მსოფლიოში და მათშორის საქათთველოშიც

იცოდით, რომ კიბერუსაფრთხოების განხრით 193 ქვეყნის შორის საქართველო მერვე ადგილზეა? კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში, რომელიც ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირმა (ITU) მოამზადა, საქართველომ მოწინავე ადგილი დაიკავა რეგიონში, შესაბამისად, სფერო სულ უფრო საინტერესო და სწრაფად განვითარებადი ხდება ჩვენთვის

ნებისმიერ უწყებაში, ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტის მთავარი ამოცანაა ინფრასტრუქტურისა და სერვისების მიწოდება, მათი გამართულად მუშაობის, მოდერნიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სერვერის 1 წუთიანი გათიშვაც კი დანაკარგს იწვევს, რომლის ოდენობაც კომპანიის მაშტაბებზეა დამოკიდებული, აქედან გამომდინარე, უსაფრთხოება ყოველთვის მოთხოვნადია, რაც ხსენებულ სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით გამოიხატება
საინფორმაციო ტექნოლოგიები ერთადერთი სფეროა, სადაც უკვე დიდი ხანია ვაკანსიების რაოდენობა აღემატება სპეციალისტების რაოდენობას. მოთხოვნა ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტზე ყოველწლიურად იზრდება. მათი საშუალო ხელფასი კი საქართველოში 2000-4000 ლარის ფარგლებში მდებარეობს.

ჩვენთან, სასწავლო პროგრამა შედგენილია საბაზრო მოთხოვნის შესაბამისად, პერმანენტულად მიმდინარეობს განახლება. არანაირი ზედმეტი საგნები, ჩვენ ვასწავლით მხოლოდ იმას, რაც საჭიროა წარმატებული დასაქმებისთვის. ცოდნა ფასდება ევროპული საუნივერსიტეტო სტანდარტების შესაბამისად!
სტეპ აკადემია – Microsoft-ის, Cisco-ის, Autodesk-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრია. ჩვენს სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სწავლის პროცესშივე უფასოდ მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატები.

გამოიყენეთ შესაძლებლობა, გახდით ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი IT აკადემია სტეპში, მოხერხებული სასწავლო გრაფიკით, აირჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო (სამუშაო დღის ბოლო ან შაბათ-კვირა). ჩვენს აკადემიაში განათლების მიღება შეგიძლიათ შეუთავსოთ ნებისმიერ აქტივობას!

IT Academy STEP – თქვენი წარმატების გარანტი!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შეისწავლე ქსელები და კიბერუსაფრთხოება

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!


ახალი ამბები