; ციფრული ელჩები საქართველოსთვის - IT Academy STEP Tbilisi ციფრული ელჩები საქართველოსთვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ციფრული ელჩები საქართველოსთვის

მოგესალმებათ, საერთაშორისო სასწავლო ცენტრი IT Academy STEP-ი, აკადემია სტეპი სხვადასხვა ბაზარზე აქტიურად ოპერირებს 1999 წლიდან და მსოფლიოს 18 ქვეყანაში, 82-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი

სკოლებში განხორციელდა პროექტი  “ციფრული სკოლა-საქართეველო” ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ტალინის უნივერსიტეტის კოორდინირებით, პროექტის განმხორციელებელი “DG SALT”. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ბათუმის უნივერსიტეტი.  ბათუმში შემაჯამებელ კონფერენციაზე,  IT ACADEMY STEP -მა დააჯილდოვა სკოლები, დაჯილდოვებული სკოლიდან  ორი მოსწავლე IX-X-ე კლასიდან, მონაწილეობას მიიღებს სასწავლო პროგრამაში, რომელიც ხორციელდება  IT ACADEMY STEP-ის პროექტ  “ციფრული ელჩი”- ის ფარგლებში.

პროექტის მიზანია მოსაწავლეები გადამზადნენ ,,ციფრულ ელჩებად“, რაც გულისხმობს შემდეგი კონპეტენციების განვითარებას: ციფრული წიგნიერება, მულტიმედიური რესურსების დამუშავება, კოლაბორაციულ პლატფორმებში მუშაობა, სოციალური მედიის ეფექტური გამოყენება, კომპიუტერული მოწყობილობების და პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა.

მიღებული კომპეტენციების ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ:

  • ციფრული სრატეგიების განვითარებას, დანერგვასა და გამოყენებას სასკოლო პრაქტიკაში.
  • სასკოლო დონეზე დაეხმარებიან და დანერგავენ ციფრულ სტრატეგიებში დაგეგმილ აქტივობებს.
  • გამოიყენებენ ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვის შესაბამის ციფრულ ინსტრუმენტებს.
  • სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო მაგალითებით დაეხმარებიან სკოლის ხელმძღვანელობას დანერგონ თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციები  სკოლაში

 

სასწავლო მოდულების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ IT ACADEMY STEP-ის ,,ციფრული ელჩის” სერთიფიკატები

ელჩების წარდგენა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად სკოლაში განავითარებენ ციფრულ სტრატეგიებს, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას.

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

თბილისი,
34/34ბ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

 

 

 

 


ახალი ამბები