; ციფრული ხელოვნება - IT Academy STEP Tbilisi ციფრული ხელოვნება - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ციფრული ხელოვნება

ციფრული ხელოვნება – მარადიულობის ახალი მხატვრული ენა და შემოქმედებითი პროცესია, რომელიც იყენებს კომპიტერს და კომპიუტერულ პროგრამებს, ხელოვნების ნიმუშს კი ქმნის ციფრულ ფორმატში.
მოცემულ დროში “კომპიუტერული ხელოვნება” მოიცავს საკუთარ თავში ტრადიციული ხელოვნების ისეთ ფორმებს, როგორიცაა ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა და მუსიკა.
კომპიუტერული ხელოვნება მოიცავს შემდეგ სახელოვნებო ფორმებს:
არტ გეიმი; კომპიუტერული არტ სცენა; კომპიუტერული მუსიკა; კიბერარტი; დიჯიტალ ილუსტრაცია; დიჯიტალ გამოსახვა; დიჯიტალ მხატვრობა; დიჯიტალ ფოტოგრაფია; დიჯიტალ პოეზია; დინამიკური ფერწერა; ელექტრონული მუსიკა; ევოლუციური არტი; ფრაქტალ არტი; გენერაციული არტი; გენერაციული მუსიკა; ილუზია (ვირტუალური რეალობა); ინტერაქტიული არტი; გრაფიკული მოძრაობა; მუსიკის ვიზუალიზაცია; ფოტო მანიპულაცია; პიქსელ არტი (პიქსელური გრაფიკა); პროგრამული არტი; სისტემური არტი; ტექსტურა; ტრადიჯიტალ არტი; ვია არტი

მსოფლიოში ყველაზე დიდი ციფრული ხელოვნების მუზეუმი ტოკიოში მდებარეობს

აქ ხელოვნების ნიმუშები ოთახებში თავისუფლად მოძრაობენ, ურთიერთობენ ადამიანებთან, ხან მათზე გავლენას ახდენენ, ხან თვითონ იცვლებიან – მნახველის ქცევის შესაბამისად. აქ ადამიანი და ხელოვნება ერთანეთში ზავდება. აქ შენ ხარ შემოქმედიც და შემოქმედებაც.

ცნობილია, რომ ადამიანი, რაც არ უნდა მეოცნებე იყო, ადვილია, ჩაიკარგო მატერიალურ რეალობაში და სამყაროს უნიკალურობა დაივიწყო. ხელოვნება კი ერთ-ერთი ხერხია რუტინული ცხოვრებისგან თავის დასაღწევად.

მხტვრობით მოხიბლული ადამიანები, როგორც წესი, ცდილობენ, არტისტის გრძნობებს ჩასწვდნენ და საკუთარი თავი მხატვრის შემოქმედების ნაწილად წარმოიდგინონ ხოლმე. მეც მახსოვს, როგორ მისეირნია ვან გოგის მზით გადახრუკულ მინდვრებში, ან, საღამოთი, პარიზის, ან გოგენის ჯადოსნურ ხიდზე ვმჯდარვარ და მდინარეში ყვავილები მისვრია.

ამ სიმულაციური რეალობის მისაღწევად საჭიროა 520 კომპიუტერი და 470 მაღალტექნოლოგიური პროექტორი და რამდენიმე სფერო: მეცნიერება, ხელოვნება, ტექნოლოგია, დიზაინი.

აქ შეგიძლია ციფრულ ჩანქერში გაიარო, მანათობელ ჩიტებს შეეხო და კომპიუტერულ ტყეებსა და მინდვრებში გაისეირნო. სეზონები განუწყვეტლივ იცვლება, იცვლება ისიც, რასაც ხედავ. დრო გადის, ყველაფერი ბრუნდება, მაგრამ საგნები აღარასოდესაა ისეთი, როგორიც იყო. აქ ზღვარი ნიმუშსა და მნახველს შორის, ინსტალაციასა და ვიზიტორს შორის ქრება. მუდმივად მიედინება ციფრული ხელოვნების ნიმუშები. აწმყო განუწყვეტლივ იცვლება და გარდაისახება ადამიანის მოქმედების შესაბამისად…

იზრუნეთ მომავალზე, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა და გამოცდილება!

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
34/34ბ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები