; წარმატებული სტარტაპერების საშუალო ასაკი 45 წელია - IT Academy STEP Tbilisi წარმატებული სტარტაპერების საშუალო ასაკი 45 წელია - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

წარმატებული სტარტაპერების საშუალო ასაკი 45 წელია

საყოველთაოდ მიღებული აზრია, რომ აქტიური და წარმატებული მეწარმეები ახალგაზრდები არიან. ბილ გეითსი, სტივ ჯობსი და მარკ ცუკენბერგი 20 წლისაც კი არ იყვნენ როდესაც წამოიწყეს იმ კომპანიების შექმნა, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა. ასახავს თუ არა ეს ცნობილი შემთხვევები განზოგადებულ ნიმუშს? როგორც ჩანს VC და მედია მონაცემები ამაზე მიგვანიშნებენ

ჩვენ შევისწავლეთ ის დამფუძნებლები, რომლებმაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაიმარჯვეს და TechCrunch-ის ჯილდოები მიიღეს, დაფუძნების დროს მათი საშუალო ასაკი 31-33 წელი იყო. ჟურნალ Inc.-ის მიერ არჩეული ადამიანების, 2015 წელს ყველაზე სწრაფად მზარდი სტარტაპის დამფუძნებლების ასაკი დაარსების დროს, 29 წელი იყო. ამ დასკვნის შესაბამისად, Y Combinator-ის დამფუძნებელმა, პოლ გრემმა, ერთხელ თქვა, რომ „ზღვრული წერტილი ინვესტორების თავებში არის 32… 32 წლის შემდეგ

ახალგაზრდა მეწარმის მითი

მკვლევარების ჯგუფმა გააანალიზა ბოლო წლების განმავლობაში ა.შ.შ.-ს ყველა ბიზნესის დამფუძნებლის ასაკი, ა.შ.შ.-ს აღწერის ბიუროსგან კონფიდენციალური ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენებით. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მეწარმეების საშუალო ასაკი იმ დროს, როცა მათ კომპანიები შექმნეს, 42 წელი იყო. მაგრამ ამ ახალი ბიზნესების დიდი უმრავლესობა, სავარაუდოდ, მცირე ბიზნესია, რომელთა გეგმაშიც არ შედის ბიზნესის გაფართოება (მაგალითად, მშრალი საწმენდები და რესტორნები). ბიზნესის მიმართულებაზე ფოკუსირებისთვის, რომლებიც პროტოტიპურ მაღალტექნოლოგიურ სტარტაპთან უფრო ახლოს არიან, ჩვენ სხვადასხვა ინდიკატორი გამოვიყენეთ: მიენიჭა თუ არა პატენტი ფირმას, მიიღო თუ არა VC ინვესტიცია ან იმუშავა თუ არა იმ ინდუსტრიაში, რომელშიც დასაქმებულია STEM-ის მუშაკთა დიდი ნაწილი. ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ ფირმის ადგილმდებარეობაზე, კერძოდ იყო თუ არა ის სამეწარმეო ჰაბში, მაგალითად ისეთში, როგორიცაა სილიკონის ველი. ზოგადად, ამ დაწვრილებითი ანალიზით ძირითადი დასკვნა არ შეცვლილა: მაღალტექნოლოგიური დამფუძნებლების საშუალო ასაკი ორმოციან წლებს ემთხვევა.

ამასთან, ეს საშუალო მაჩვენებლები დიდი რაოდენობით მრავალფეროვნებას მალავენ ინდუსტრიებში. პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპებში, საშუალო ასაკი 40 წელია, ხოლო ახალგაზრდა დამფუძნებლები იშვიათობას არ წარმოადგენენ. გარდა ამისა, ახალგაზრდები ნაკლებად ხშირია სხვა ინდუსტრიებში, როგორიცაა ნავთობი და გაზი ან ბიოტექნოლოგია, სადაც საშუალო ასაკი 47-ს უახლოვდება. ახალგაზრდა დამფუძნებლების უპირატესი ადგილი პოპულარულ წარმოსახვაში შეიძლება აისახოს მომხმარებელთა წინაშე მყოფი IT ინდუსტრიების არაპროპორციული ზემოქმედებით, მაგალითად, სოციალური მედია, ვიდრე თანაბრად მნიშვნელოვანი სწრაფვა მძიმე ინდუსტრიის ან ბიზნესი ბიზნესის მიმართ სფეროებში.

რაც შეეხება ყველაზე წარმატებულ სტარტაპებს. შესაძლებელია თუ არა, რომ ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წამოწყებული კომპანიები განსაკუთრებით წარმატებული იყოს? სტარტაპების პირველ, 0.1%-ს შორის, რომელიც დაფუძნებულია პირველივე ხუთი წლის ზრდაზე, აღმოვაჩინეთ, რომ დამფუძნებლებმა დაიწყეს საკუთარი კომპანიების მართვა საშუალოდ 45 წლის ასაკში. აღნიშნული ყველაზე მაღალი შემსრულებელი ფირმები გამოვლინდა დასაქმების ზრდის საფუძველზე. ასაკის დადგენა იმ ფირმების გამოყენებას ჰგავს, სადაც აქვთ სწრაფი გაყიდვების ზრდა, ხოლო დამფუძნებლის ასაკი ანალოგიურად მაღალია იმ სტარტაპებისთვის, რომლებიც წარმატებით გამოდიან IPO-ს ან შეძენის გზით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ყველაზე წარმატებულ ფირმებს უყურებთ, დამფუძნებლის საშუალო ასაკი ზევით ადის, ვიდრე ქვევით ჩამოდის. საერთო ჯამში, ემპირიული მტკიცებულებები აჩვენებს, რომ წარმატებული მეწარმეები საშუალო ასაკის უფრო არიან, ვიდრე ახალგაზრდები.

ნაწილობრივ, საშუალო ასაკის დამფუძნებლების დომინირება ყველაზე მზარდი კომპანიების წამოწყებაში ასახავს საშუალო ასაკის ადამიანების მიერ საწარმოების წამოწყებისადმი მიდრეკილებას. საშუალო ასაკის ხალხს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს მიზნის მისაღწევად. ამგვარად, როცა ხედავთ წარმატების მაჩვენებლებს, რომელიც კომპანიის შექმნას განაპირობებს, ახალგაზრდული სამეწარმეო წარმატების საწინააღმდეგო მტკიცებულებბი კიდევ უფრო მკვეთრი ხდება. მათ შორის, ვინც ფირმა შექმნა, ასაკოვან მეწარმეებს წარმატების მნიშვნელოვნად უფრო მეტი მაჩვენებელი აქვთ. ჩვენი მტკიცებულებები მიუთითებს, რომ სამეწარმეო საქმიანობა მკვეთრად მატულობს ასაკთან ერთად, ორმოცდაათიანი წლების ბოლო პერიოდისთვის. თუ ორი მეწარმის პირისპირ აღმოჩნდით და მათი ასაკის გარდა არაფერი იცით, საშუალოდ უკეთესი შედეგი გექნებათ, თუ ფსონს ასაკოვან მეწარმეზე დადებთ.

რატომ შეიძლება იყოს ეს? მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი სხვა ფაქტორი, რამაც შეიძლება ახსნას ასაკობრივი უპირატესობა მეწარმეობაში, აღმოვაჩინეთ, რომ სამუშაო გამოცდილება მნიშვნელოვან როლს ასრულებს. იმ დამფუძნებლებთან შედარებით, რომლებსაც არ აქვთ მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ სამწლიანი გამოცდილების მქონე დამფუძნებლები იმავე ვიწრო ინდუსტრიაში უფრო მეტ წარმატებას აღწევენ. ასეთი დამფუძნებლების სტარტაპების 85% წარმატებით გაეშვა.

რას იტყვით სტივ ჯობსის შესახებ?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გადავხედეთ განსაკუთრებულად წარმატებულ ფირმებს – 0.1%-იანი ზრდით და ასევე წარმატებული შეძენის იშვიათი შედეგით ან IPO-თი – შეიძლება მაინც დაფიქრდეთ იმაზე, კიდევ უფრო მეტად იზოლირებული ფირმები ძალიან ახალგაზრდებმა ხომ არ ჩამოაყალიბეს. საინტერესო ფაქტია ის, რომ მნიშვნელოვანი პირების შესწავლისას, როგორებიც იყვნენ ბილ გეითსი, სტივ ჯობსი, ჯეფ ბეზოსი ან სერგეი ბრინი და ლარი ფეიჯი, ირკვევა, მათი ბბიზნესის ზრდის ტემპებმა საბაზრო კაპიტალიზაციის თვალსაზრისით პიკს მიაღწია, როცა ეს დამფუძნებლები საშუალო ასაკის იყვნენ. სტივ ჯობსმა და Apple-მა წარმოადგინეს კომპანიის ყველაზე მომგებიანი ინოვაცია, iPhone, როცა ჯობსი 52 წლის იყო. ჯეფ ბეზოსი და Amazon-ი ინტერნეტით წიგნების გაყიდვაზე გაცილებით წინ წავიდნენ, Amazon-ის სამომავლო ბაზრის კაპიტალის ზრდის ტემპი ყველაზე მაღალი იყო, როცა ბეზოსი 45 წლის გახლდათ. ამ გამოჩენილ დამფუძნებლებს შეიძლება პიკისთვის ვერ მიეღწიათ მაშინ, როცა ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. უაღრესად ნიჭიერ მეწარმეებს შეიძლება უჩვეულო ალღო ჰქონდეთ, რაც მათ წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევს ძალიან ახალგაზრდა ასაკში, ასაკთან ერთად მაინც უფრო მეტ წარმატებას ხედავენ. ამრიგად, არ არსებობს ფუნდამენტური დაძაბულობა დიდი ახალგაზრდა მეწარმეების არსებობასა და დამფუძნებლების ზოგ ტენდენციას შორის, რომ შემდგომში ცხოვრებაში სამეწარმეო პოტენციალის პიკს მიაღწიონ.

რატომ დებენ ფსონებს VC ინვესტორები ახალგაზრდა დამფუძნებლებზე?

ამ მტკიცებულების გათვალისწინებით, რატომ დებს ფსონს ზოგიერთი VC მაინცდამაინც ახალგაზრდა დამფუძნებლებზე? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით ვერ გაგცემთ, მაგრამ მიგვაჩნია, რომ შეიძლება ორი მექანიზმი არსებობდეს. პირველი, VC შეიძლება მცდარი რწმენით მუშაობდეს, რომ ახალგაზრდობა წარმატებული მეწარმეობის ელექსირია – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, VC უბრალოდ მართალი არ არის. თუმცა ასაკობრივი მიკერძოება მაცდურია, როგორც წამყვანი ახსნა ჩვენს დასკვნებსა და ინვესტორების ქცევებს შორის განსხვავების შესახებ, არსებობს უფრო მარტივი შესაძლებლობა: VC არ ცდილობს ფირმების იდენტიფიკაციას ყველაზე მაღალი ზრდის პოტენციალის მიხედვით. უფრო მეტიც, ისინი შეიძლება ეძებენ ინვესტიციებს, რაც გამოიწვევს ყველაზე მაღალ ანაზღაურებას და შესაძლებელია, ახალგაზრდა დამფუძნებლები ფინანსურად შეზღუდულები იყვნენ, ვიდრე უფრო გამოცდილები, რაც იწვევს ინვესტორებისთვის მათი მხრიდან უფრო დაბალ ფასად დათმობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალგაზრდა მეწარმეები შეიძლება უკეთესი გარიგება იყოს ინვესტორებისთვის, ვიდრე უფრო გამოცდილი დამფუძნებლები.

მკვლევარების დასკვნებით, გამოიკვეთა საშუალო ასაკის დამფუძნებლების უპირატესობა, რაც გამოწვეულია ფინანსური რესურსებისადმი უფრო დიდი წვდომით, უფრო ღრმა სოციალურობითა და სანაცნობო ქსელებით, გამოცდილების მრავალმხრივი ფორმებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – სრულფასოვანი და მრავალმხრივი განათლებით, რაც მოითხოვს დროს !

IT Academy STEP-ში გვჯერა, რომ შედეგები თავად საუბრობენ საკუთარ თავზე

იზრუნეთ მომავალზე, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა და გამოცდილება!

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები