; წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მაღალ ანაზღაურებად სამუშაოს ტექნოლოგიების მიმართულებით - IT Academy STEP Tbilisi წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მაღალ ანაზღაურებად სამუშაოს ტექნოლოგიების მიმართულებით - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მაღალ ანაზღაურებად სამუშაოს ტექნოლოგიების მიმართულებით

შეიძლება ვინმემ გითხრათ, რომ ტექნიკური აზროვნება საჭირო არ არის რომელიმე მაღალტექნოლოგიურ კომპანიაში სამუშაოს დასაწყებად, მაგრამ ჩვენს დროში, როდესაც ტექნოლოგიები ცალსახად დომინირებენ, ვინც შეძლებს ტექნიკური უნარ-ჩვევების განვითარებას, გაცილებით მაღალ მწვერვალებს დაიპყრობს.

Glassdoor-ის ბოლო გამოკვლევაში, კომპანიამ  შეწყვიტა მაღალ ანაზღაურებადი ტექნიკური სამუშაოების შეთავაზება ინდუსტრიაში, რომლებიც საშუალო ხელფასზე იყო დაფუძნებული. ამან შეიძლება კარგი მინიშნება მოგცეთ თუ რაზე გაამახვილოთ ყურადღება, თუ დაინტერესებული ხართ სილიკონის ველისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული სამუშაოებით.

წარმოგიდგენთ 10 ყველაზე პოპულარულ სამუშაოს:

10. საინფორმაციო უსაფრთხოების ინჟინერი: $131,300

საინფორმაციო უსაფრთხოების ინჟინერი მუშაობს კომპანიის მონაცემების და სხვა აქტივების დასაცავად ჰაკერებისგან და საფრთხის შემცველი თავდამსხმელებისგან. ამის გაკეთება შეიძლება შიფრაციის გაძლიერებით ან ზოგადად კომპანიის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ხარვეზების დახურვით.

9. DevOps ინჟინერი: $137,400

DevOps (development and operations) ინჟინერი არის სპეციალური თანამდებობა, რომელიც მოიცავს უამრავი კოდის სწრაფად უზრუნველყოფას.

8. საწარმო არქიტექტორი: $144,400

საწარმო არქიტექტორი ავითარებს გეგმებს და სამუშაოს შესრულების პროცესებს სერვერების, პროგრამული უზრუნველყოფის და სხვა IT აქტივების განთავსებისა და შენარჩუნების მიზნით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საწარმო არქიტექტორი ეხმარება კომპანიას (ან თუნდაც, ხელს უწყობს) IT სტრატეგიის განვითარების იდეების მოფიქრებით.

7. ტექნიკური პროგრამული მენეჯერი: $145,000

ტექნიკური პროგრამული მენეჯერი გააკონტროლებს სხვადასხვა პროექტებს კომპანიის მასშტაბით, სატესტო კოდებს, პროდუქტის მოლოდინის შედეგებს და განვითარების პროცესებს.

6 პროგრამული არქიტექტორი: $145,400

პროგრამული არქიტექტორი პასუხისმგებელია პროგრამების შექმნის შესრულებისთვის საერთო გეგმისა და სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე. ამ თანამდებობისთვის ტექნიკური აზროვნება დაგჭირდებათ, რადგან სინამდვილეში თქვენ ქმნით ტემპებს და მიზნებს დეველოპერების სხვა გუნდებისთვის.

5. აპლიკაციების არქიტექტორი: $149,000

აპლიკაციების არქიტექტორი ირჩევს სტრატეგიას აპლიკაციებისთვის კომპანიის მასშტაბით: როდის უნდა გამოიყენოთ არსებული ინსტრუმენტები, როდის უნდა შექმნათ ახალი ინსტრუმენტები. ხანდახან ისინი საკუთარ პროტოტიპებს ამუშავებენ შემდგომი განვითარებისთვის.

4. ინფრასტრუქტურის არქიტექტორი: $153,000

ინფრასტრუქტურის არქიტექტორების პასუხისმგებლობაში იქნება კომპანიის ფარგლებში არსებული IT სისტემები, რომლებიც შეიძლება მოიცავდნენ სერვერებს, დატა ცენტრებს ან cloud computing პლათფორმებს.

3. პროგრამული განვითარების მენეჯერი: $153,300

პროგრამული განვითარების მენეჯერი გაუძღვება გუნდს, რომელიც პასუხისმგებელია გარკვეული სისტემების ან აპლიკაციების ტესტირებასა და განვითარებაზე კომპანიის მასშტაბით.

2. მონაცემთა საწყობის არქიტექტორი: $154,800

მონაცემთა საწყობის არქიტექტორი ზედამხედველობას უწევს კომპანიის ზოგადად ყველა დიდი რაოდენობის მონაცემებს და ეხმარება მათი ანალიზისთვის მომზადებაში.

1. პროგრამული საინჟინრო მენეჯერი: $163,500

პროგრამული საინჟინრო მენეჯერი უხელმძღვანელებს გუნდს, რომლის დავალებაც არის კომპანიის კომპიუტერული უზრუნველყოფის ტესტირება, გამოკვლევა და განვითარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი თანამდებობა ნებისმიერი კომპანიის ჩამოყალიბებასა და პროგრამული უზრუნველყოფის შენარჩუნებაში.


ახალი ამბები