; ხელოვნური ინტელექტის სამი ძირითადი შეზღუდვა - IT Academy STEP Tbilisi ხელოვნური ინტელექტის სამი ძირითადი შეზღუდვა - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ხელოვნური ინტელექტის სამი ძირითადი შეზღუდვა

ხელოვნური ინტელექტი ჩვენს მომავალს ქმნის. მისი გამოყენება დიდმა ორგანიზაციებმა მაშტაბურად დაიწყეს, ბევრი პატარა კომპანიაც რთავს ხელოვნურ ინტელექტს საკუთარ პროდუქტებსა და სერვისებში. თუმცა, Google-ის ღონისძიებაზე Google Cloud-ის ვიცე პრეზიდენტმა, Andrew Moore-მა განაცხადა, რომ ხელოვნურ ინტელექტზე რესურსების ხარჯვა სისულელეა…

ამის შემდეგ, მრავალმა პოპულარულმა ბრენდმა ტექნოლოგიების ინდუსტრიაში დაიწყო საკუთარი თვალსაზრისის გაზიარება იმის გასარკვევად თუ რა იგულისხმა Andrew-მ, რომელმაც აგრეთვე დასძინა, რომ „ხელოვნური ინტელექტი მართლაც მისაღებია კონკრეტული ქმედებებისთვის, რომელიც ჩვენი გონების შესაძლებლობებს სცდება, მაგრამ უმჯობესი იქნება თუ შევეცდებით, მისი დახმარებით,  ზოგადი დანიშნულების ქმედებები არ ვაკეთოთ, როგორიცაა, მაგალითად ანალოგიები, კრეატიული აზროვნება ან ჩარჩოებიდან გამოსვლა.“

ხელოვნური ინტელექტი მართლა სისულელეა?

ნამდვილად საინტერესო შეკითხვაა, Fireband Group-ის დამაარსებელი Jeremy Goldman-ი ეთანხმება Moore-ს. მან განაცხადა, რომ ადამიანები ძალიან შორს არიან ხელოვნური ინტელექტისგან, მისი პრაქტიკაში დანერგვა სულ ახლახანს დავიწყეთ…

მან მოგვიანებით აღნიშნა, რომ ახლა ხელოვნურ ინტელექტს მხოლოდ ორი მიზნით ვიყენებთ.

1. მიმდინარე ბიზნეს საკითხების გასამარტივებლად, რომელიც ჩვეულებრივ დიდი რაოდენობით რუტინულ დავალებებს მოიცავს.

2. შედარებით მარტივი სამუშაოების შესასრულებლად, თუ ადამიანური თვალსაზრისით მივუდგებით.

სხვა საკითხების, კრეატიული აზროვნების ანდაც იმპროვიზირებული აზროვნების ახსნა შეუძლებელია და რთული სამუშაოა. მოცემული მომენტში ხელოვნურ ინტელექტს ყველა დავალების შესასრუელბლად ვერ გამოვიყენებთ. მისი გამოყენება გარკვეული დავალებების შესასრულებისას,  ზოგადად მუშაობის ტემპს უფრო ანელებს, ვიდრე აჩქარებს.

ფაქტია, ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ ჩვენი სისტემა უფრო მეტი გამოთვლითი სიმძლავრით და მონაცემებით, მაგრამ ეს ხელს არ შეუწყობს მათი მუშაობის სწრაფ ტემპს. ხელვნურმა ინტელექტმა შეიძლება დაისწავლოს ნიმუში, მაგრამ ეს ვერ შექმნის ახლას, რომელსაც ადამიანივით ფიქრი და გადაწყვეტილების მიღება შეეძლება. ჩვენს დროში, უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური ინტელექტის 3 ძირითადი შეზღუდვა არსებობს, რომელიც ზღუდავს ტექნიკურ გიგანტებს დიდი პროექტების წარმოებისას.

ხელოვნური ინტელექტის შეზღუდვები

1. მონაცემების მიწოდების აუცილებლობა ხელოვნურ ინტელექტში:

მონაცემების მოხმარება ერთერთი ძირითადი შეზღუდვაა ხელოვნურ ინტელექტში. ხელოვნური ინტელექტის ნებისმიერი პროგრამის დასაწყისშივე აუცილებელია მონაცემების მიწოდება. მნიშვნელობა არ აქვს იმ ფაქტს, პროგრამა სატრენინგო ეტაპზეა თუ რეალური მუშაობის ეტაპზე გადავიდა, მონაცემების საჭიროება პერმანენტულია.

თუ ხელოვნური ინტელექტის პროგრამაში გამოყენებას გეგმავთ, პროცესი ასეთი იქნება:

თავდაპირველად პროგრამულ რობოტებს გარკვეული კოგნიტური უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს, რომ დროთა განმავლობაში უფრო ჭკვიანი გახდეს. არსებობს ისეთი რობოტები, რომლებსაც კარგი კოგნიტური უნარ-ჩვევები აქვთ და იყენებენ ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა მანქანების შესწავლა (ML),  ოპტიკური სიმბოლოების აღიარება (OCR), ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP) და რობოტის პროცესის ავტომატიზაცია (RPA) იმისთვის, რომ დაამუშაონ დოკუმენტებში დაცული მონაცემების მნიშვნელობა. ამის შემდეგ, საქმეში სხვა პროცესები შემოდის, როგორიცაა ავტომატური დავალებები, რომლებიც მოიცავს პრობლემების გადაწყვეტას ან გადაწყვეტილების მიღებას და ა.შ.

 

2. ვიწრო შესაძლებლობების მქონე ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი და მისი შესაძლებლობები უკვე მრავალმა ავტორიტეტულმა წყარომ გადმოგვცა, მაგრამ Briana Brownell-ი, PureStrategy.ai -ს დამაარსებელი, (კომპანია, რომელიც ქმნის და ამუშავებს ხელოვნურ ინტელექტს) შეეცადა აეხსნა მისი მნიშვნელობა და გამოყენების სფერო.

მისი აზრით, დღეს ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების უმრავლესობა ძალიან ვიწრო შესაძლებლობებისაა. როცა საქმე ეხება ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც დაკავშირებულია გამოსახულების ამოცნობასთან, ჩვენ უამრავი მაგალითი გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენმა პროგრამამ შეძლოს თვალსაჩინო სხვაობების გარჩევა. 

 

3. ემოციური ინტელექტი

რატომ ხდება ხელოვნური ინტელექტი უფრო და უფრო ჭკვიანი? ჩვენ იმ საკითხამდე მივედით, რომ გამოთვლითი ძალა ან სიჩქარე უკვე შეზღუდვას აღარ წარმოადგენს. დროა ხელოვნური ინტელექტის ემოციურ მხარეზე ვიმუშაოთ, რათა მან შეძლოს ადამიანის მსგავსად კომუნიკაცია.

ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP) საკმარისად ეფექტური უნდა იყოს, რომ მან გაიგოს რისი თქმა სურს ადამიანს და გააცნობიეროს ჩვენი ემოციები. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ხელოვნურმა ინტელექტმა უნდა გაიგოს საუბრის შინაარსი, შეძლოს დავალებების ზუსტი შესრულება.

პრობლემა ის არის, რომ ხელოვნურ ინტელექტს ემოციური ინტელექტი აკლია, მას არ შეუძლია ადამიანური შეგრძნებების და ხასიათის დაყოფა უნიკალური მონაცემების წერტილებად ან პროფილებად. თუმცა, მოვლენები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შეიცვლება.

 

დასკვნა

ამ ეტაპზე შესაძლებელია ხელოვნური ინტელექტი უმრავლესობას სისულელედაც კი მოეჩვენოს, თუმცა ფაქტია, რომ მთელი მსოფლიო მუშაობს მასზე-ინერგება სხვადასხვა პროგრამებში, დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ის დაიხვეწება და მეტად მოთხოვნადი გახდება.

 

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება!

შემოგვიერთდით აკადემიაში!

IT Academy STEP – საერთაშორისო ბრენდი!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები