; ჯავა თუ პითონი - პროგრამირების რომელი ენა არის თქვენთვის უკეთესი? - IT Academy STEP Tbilisi ჯავა თუ პითონი - პროგრამირების რომელი ენა არის თქვენთვის უკეთესი? - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ჯავა თუ პითონი – პროგრამირების რომელი ენა არის თქვენთვის უკეთესი?

ხშირად ვაწყდებით გარკვეულ დილემას. სმარტფონებიდან მაგალითად აიფონი თუ სამსუნგი, გაზიანი სასმელებიდან პეპსი თუ კოლა. აუცილებელია იცოდეთ, რომელია თქვენთვის უკეთესი, ნებისმიერ საკითხში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჯავა და პითონზე, მაგრამ ერთმანეთთან დაპირისპირებით არა. თუ გამოქვაბულში არ გიცხოვრიათ, მაშინ გეცოდინებათ, რომ ჯავა და პითონი ორი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენაა, რაც დღესდღეობით გვაქვს. თუმცა, აუცილებლად შეგხვდებათ ისეთი პროგრამისტები, რომლებსაც პროგრამირების ერთი ენა მეორეს ურჩევნიათ.

თუ პროგრამირების ერთი ენის არჩევა გსურთ და მეორის არა, მაშინ უნდა იცოდეთ თუ როგორ შეადაროთ ისინი ერთმანეთს მათი იდეალურად გამოყენების გზით, აპლიკაციით, მსგავსებით და განსხვავებებით. ეს სტატია წარმოგისგენთ ჯავა და პითონს შორის საბაზისო განსხვავებას, ასე რომ გეცოდინებათ მომავალში პროგრამირების რომელი ენა აირჩიოთ.

ჯავა თუ პითონი: ორ ენას შორის განსხვავება

სტატიკური და დინამიური ტიპებ

ძირითადი განსხვავება ჯავასა და პითონს შორის ის არის, რომ პითონი დინამიურია, ხოლო ჯავა – სტატიკური. პითონი იყენებს დინამიურ ტიპს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეცვალონ ცვლადის ტიპი. ამის გამო პითონის ენაზე კოდის დაწერა ადვილია, წაკითხვადია, მაგრამ გაანალიზებისთვის რთულია. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ დამწყები პროგრამისტები ადვიალად და სწრაფად ითვისებენ პითონს, ვიდრე პროგრამირების სხვა ენებს, მაგალითად ჯავას. დინამიურობით დამწყებ პროგრამისტებს შეუძლიათ სურვილისამებრ გამოიყენონ ცვლადები და თავი არ შეიწუხონ იმაზე ფიქრით თუ რა ტიპის არის ისინი.

ჯავა კი იყენებს სტატიკურ ტიპს, სადაც მომხმარებელმა უნდა აირჩიოს ცვლადის ტიპი და მას მოგვიანებით ვეღარ შეცვლის პროგრამირების ენაში. ბევრი დეველოპერი აცხადებს, რომ სტატიკური ტიპი შეცდომის გაპარვის შანსს ამცირებს, რამაც შეიძლება თქვენს პროგრამაზე გავლენა იქონიოს. თუ ცვლადი არ უნდა გამოაცხადოთ მის გამოყენებამდე, არსებობს რისკი, რომ თქვენ შეიძლება ცვლადის სახელის მართლწერაში შეცდომა დაუშვათ და არ იცოდეთ ამის შესახებ. ასე შექმნით სრულიად განსხვავებულ ცვლადს.

პორტაბელურობა და სიჩქარე

როცა საქმე პორტაბელურობას ეხება, ჯავაც და პითონიც ძალიან პორტაბელურია.თუმცა, ჯავას პოპულარობა მას უდაო გამარჯვებულად გამოვლენს, რადგან მისი გამოყენება შეიძლება დესქთოფ პროგრამებისთვის და ვებ აპლიკაციებისთვის. გარდა ამისა, Java Virtual Machine თითქმის ყველგან არის ხელმისაწვდომი, ამით დარწმუნებული იქნებით, რომ  თქვენი პროგრამის გამოყენებას თითქმის ყველა მომხმარებელი შეძლებს. ჯავა პითონზე სწრაფია, რადგან ეს უკანასკნელი ინტერპრირებულია, რომელიც მას ნელა ამუშავებს, ვიდრე მის კოლეგას. მაგრამ თუ სიჩქარე თქვენთვის დიდად მნიშვნელოვანი არ გახლავთ, შეიძლება პითონის გამოყენება მოისურვოთ.

ინდენტაცია და ფიგურული ფრჩხილები

ჯავა ტრადიციულ ფიგურულ ფრჩხილებს იყენებსთითოეული კლასის განსაზღვრების და ფუნქციის დაწყების და დასრულების განსაზღვრისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა განსაზღვროთ ბლოკები წერტილ-მძიმის გამოყენებით. სხვა შემთხვევაში კოდი არ იმუშავებს. პითონი ჯავასგან და პროგრამირების სხვა ენებისგან განსხვავდება. ის ახალ გზას იყენებს კოდის ბლოკებად დასაყოფად. ეს პროცესი ინდენტაციის სახელით არის ცნობილი. ინდენტაციის კარგი მხარე ის არის, რომ პროგრამისტებმა თავიანთი პროგრამა ისე უნდა ჩამოაყალიბონ, რომ მისი წაკითხვადობა გაიზარდოს. ამიტომ შეცდომის დაშვების რისკი გამოტოვებული ფრჩხილების გამო ნაკლები იქნება.

რით არის გამოსადეგი ეს პროგრამული ენები?

პითონიც და ჯავაც ძალიან გამოსადეგია ვებ და აპლიკაციის დეველოფმენთში. ინტერაქტიულ ვებ საიტებს შეუძლიათ გამოიყენონ ჯავა რათა ხაზი გაუსვან ძალას და ფართო თავსებადობას. პითონის გამოყენება კი შეიძლება მისი მარტივად შესასწავლი სინტაქსის და ძლიერი სკრიფტინგის შესაძლებლობების გამო. ჯავა და პითონი შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებ აპლიკაციის შექმნის დროს. პითონი და ჯავა ცალკე პროგრამებშიც შეიძლება იყოს გამოყენებული. ჯავა შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეო თამაშების,  როგორიცაა Minecraft და დამოუკიდებელი პროგრამების, როგორიცაა OpenOffice შექმნის დროს.

პითონი არ გამოიყენება ცალკე პროგრამებში ზოგადად. თუმცა ის გამოიყენეს პირველი BitTorrent-ის შექმნის დროს. თუმცა პითონი ახლა დომინირებს AI-ს, დატა მეცნიერების და სხვა უახლესი ტექნოლოგიების სამყაროში. ეს მას ერთერთ მაღალ მოთხოვნად პროგრამირების ენად აქცევს.

როგორ არის პროგრამირების ერთი ენა მეორეზე უკეთესი და რა მიზეზით?

პროგრამისტების უმრავლესობა ამბობს, რომ პითონის გარდა პროგრამირების სხვა ენის გამოყენება არ შეუძლიათ. მეორეს მხრივ, კვლავ შეგხვდებათ ადამიანები, რომლებიც ჯავას იყენებენ. მილიონ დოლარად შეფასებული შეკითხვა ასე ჟღერს, პროგრამირების რომელი ენა არის სხვაზე უკეთესი? თუ დაათვალიერებთ სხვადასხვა გამოკითხვებს და საზოგადოების ონლაინ შეფასებებს, ნახავთ, რომ პითონი გამარჯვებულია. ადამიანთა უმრავლესობას სჯერა, რომ პითონის სწავლა უფრო ადვილია, ვიდრე ჯავის. გარდა ამისა, პითონის კოდის გაგება და წაკითხვა ჯავაზე გაცილებით ადვილია.

თუმცა ჯავას პოპულარობა იმას გულისხმობს, რომ თქვენ უნდა ისწავლოთ ის იმისთვის, რომ შექმნათ აპლიკაციები, რომლების სხვადსხვა პლათფორმაზე იმუშავებს, მაგალითად ანდროიდზე. ძლიერი Java Virtual Machine ხსნის თუ რატომ გამოიყენება ჯავა დიდი აპლიკაციების შესაქმნელად, რომლებსაც ბიზნესმენების დიდი ნაწილი დღემდე იყენებს. ჯავა პითონზე უკეთესია მონაცემთა ბაზასთან წვდომის გამო. Java Database Connectivity უფრო ძლიერია, ვიდრე პითონის მონაცემტა წვდომის შრეები, ამის გამო კომპანიებს ჯავა ურჩევნიათ თავისი მონაცემთა კრიტიკული ბაზით.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები