ჰიბრიდული და დისტანციური სწავლების მეთოდები - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ჰიბრიდული და დისტანციური სწავლების მეთოდები

შერეული.Mixed

უკანასკნელი 9 წლის მანძილზე კორპორაცია Intel-ში საგანამანათლებლო ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების დანერგვის პროცეში გამოიკვეთა კლასიკური სწავლების ფორმის რადიკალური ცვლილების საჭიროებები.
დღევანდელი მსოფლიო ვითარდება და გამუდმებით იცვლება. დღეს სამუშაოების დიდ ნაწილს კომპიუტერები ასრულებენ, კომპიუტერებს კი ადამიანები მართავენ. არ ვიცით, როგორი იქნება მომავლის სამსახური და მომავლის პროფესიები, თუმცა ვიცით, რომ საიდანაც გვინდა იქიდან შევძლებთ მუშაობას, როგორც და რა ფორმითაც გვინდა ისე ვიმუშავებთ. იცვლება ინფორმაციის მიღებისა და დამახსოვრების ფორმები. ვერბალური და ვიზუალური ფორმით ინფორმაციის მიღებას ანაცვლებს ინტერაქიული სახით ინფორმაციის მიღება. რაც შესაბამისად იწვევს სწავლების ფორმის რევოლუციურ ცვლილებას.

მეოთხე ტექნოლოგიური რევოლუციის შემდგომ პერიოდში თავის გადასარჩენად საჭირო ხდება ადამიანმა განივითაროს ახალი პიროვნული უნარ-ჩვევები, როგორიცაა: ტექნოლოგიების გამოყენება, ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების გადაჭრა, დამოუკიდებლობა, შემოქმედებითი აზროვნება და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. ევროპის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენეს, რომ ჩვენს რეალობაში ნებისმიერი საგნის პედაგოგისთვის რამდენად მნიშვნელოვანია სასწავლო კურსის ნაწილად აქციოს საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ტრადიციულ სასწავლო ტექსტებთან ერთად გამოიყენოს მულტიმედიური რესურსები.

ისმის კითხვა, როგორი იქნება სწავლების ფორმა მომავალში?

სტანდარტულ სწავლების ფორმას ჩაანაცვლებს ჰიბრიდული და დისტანციური სწავლების მეთოდები.
ერთ ერთი მათგანი გახლავთვ შერეული სწავლება (Blended Learning) – რომელიც არის ჰიბრიდული მიდგომა, ონლაინ სწავლებასთან აერთიანებს ტრადიციულ საკლასო ან პირისპირ სწავლებას. ტერმინი „შერეული სწავლება” ფართოდ გამოიყენება, იმისათვის, რომ აღიწეროს, თუ როგორ გამოიყენება ელექტრონული სწავლება ტრადიციულ სასწავლო მეთოდებთან ერთად, რათა შექმნას ახალი, თანამედროვე, თავისუფალი სწავლების მეთოდოლოგია. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ერთიანდება შერეული სწავლების ბლოკში, როგორც ერთ-ერთი სასწავლო მეთოდი. შერეული სწავლების ყველაზე პოპულარული ფორმაა – შებრუნებული საკლასო ოთახი.

შებრუნებული საკლასო ოთახის იდეა წარმოიშვა 2000 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მის ფუძემდებლებად ითვლებიან ჯონათან ბერგმანი და არონ სემსი, მათვე მოიგონეს ტერმინი და პირველებმაც თავად გამოსცადეს ეს მეთოდი. შებრუნებული საკლასო ოთახის ძირითადი დანიშნულება ინტერაქციული სწავლებაა, რომელიც სტუდენტთან პირისპირ შეხვედრის ოპტიმალურად გამოყენებას ისახავს მიზნად.

შებრუნებული ხდება თვითონ სწავლების პროცესი!
შებრუნებული კლასი კოლაბორაციული და ინტერაქციული სწავლების ინოვაციური მოდელია, რომელიც ტრადიციულ სასწავლო გარემოს აბრუნებს, მასალის გადაცემა, ახსნა ხდება საკლასო ოთახის მიღმა ციფრული სახით, ხოლო კლასში შეხვედრები აქტიური სწავლებისა და პრაქტიკული სავარჯიშოებისთვის გამოიყენება, სადაც პედაგოგი ფასილიტაციას უწევს სტუდენტის ცოდნის პრაქტიკული გამოყენების პროცესს და ორიენტირებულია მის მაღალ ჩართულობაზე.

 

რა სხვაობაა ტრადიციულ და შებრუნებულ საკლასო ოთახს შორის?
ტრადიციული საკლასო ოთახი
საკლასო ოთახში – ახალი მასალის გაცნობა
საშინაო დავალება – ახალი მასალის განმტკიცება
შებრუნებული საკლასო ოთახი
საშინაო დავალება – ახალი მასალის გაცნობა
საკლასო ოთახში – ახალი მასალის განმტკიცება

რა უპირატესობა აქვს შებრუნებულ საკლასო ოთახს?
სტუდენტებისთვის მოქნილი დრო
სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება
დიფერენცირებული სწავლების რეალური შესაძლებლობა
შინაარსის ღრმად წვდომა
სტუდენტისთვის თავისი ბუნებრივი რიტმით სწავლის შესაძლებლობა
გუნდური მუშაობისა და ურთიერთ დახმარების საშუალებით ცოდნის განმტკიცება
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის პროფესიის დაუფლების ხელმისაწვდომობა

სტუდენტმა უნდა გაიაზროს, რომ ის თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ ცოდნა-განათლებაზე. მას უნდა ჰქონდეს ცოდნის მიღების ფორმის არჩევის შესაძლებლობა და, შესაბამისად, ამ არჩეული ფორმის სწავლების სისტემაში დანერგვა ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხია.

 

მაკა მახათაძეს IT აკადემია STEP Georgia-ს თანადამფუძნებელს, კორპორაცია ინტელის მიერ აღიარებულს, როგორც ერთ-ერთ აქტიურ და წარმატებულ საგანმანათლებლო პროექტების დამნერგავად EMEA (Europe, Middle East, Africa)-ის ტერიტორიაზე, აქვს თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საშუალებას აძლევს დანერგოს შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდის გამოყენებით ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული განათლების მიღება.
საქართველოს IT სტეპერებს უახლოეს მომავალში ელით სწავლების ფორმის რევოლუციური ცვლილება.


ახალი ამბები