; 10 საუკეთესო ფრეიმვორქი პროგრამირების ენაში Java - IT Academy STEP Tbilisi 10 საუკეთესო ფრეიმვორქი პროგრამირების ენაში Java - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

10 საუკეთესო ფრეიმვორქი პროგრამირების ენაში Java

Java-ს ფრეიმვორქები დაგეხმარებათ სწრაფად, ადვილად და ეფექტურად შექმნათ აპლიკაციები. მათი დახმარებით არ დაგჭირდებათ კოდის ნულიდან დაწერა და წვალება. ფრეიმვორქები საშუალებას მოგცემთ ხელახლა გამოიყენოთ კოდები, რომლებიც უკვე დაწერილი გქონდათ. მოცემულ სტატიაში განვიხილავთ Java-ს საუკეთესო ფრეიმვორქებს, რომლებიც იდეალურია დეველოპერებისთვის.

1. Spring framework

Spring-ი Java-ს ერთერთი პოპულარული ფრეიმვორქია. Java-ს დეველოპერების უმეტესობა ყოველთვის მას ირჩევს. ერთერთი მიზეზი, რის გამოც ის ძალიან მოსწონთ, არის მისი დამოკიდებულების ინექციის შესაძლებლობა.

Spring-ი იდეალური ფრეიმვორქია საწარმო აპლიკაციების და კონფიგურაციის მოდელების განვითარებისთვის, რაც ხორციელდება Java-ს ენაზე. ის ეხმარება დეველოპერებს ყურადღება გაამახვილონ აპლიკაციის ბიზნეს ლოგიკაზე. Spring-ი ძალიან არის დაკავშირებული Spring Boot framework-თან.

2. PrimeFaces

PrimeFaces-ი Java-ს დეველოპერებს შორის Java-ს საუკეთესო მსუბუქი ფრეიმვორქის სახელით სარგებლობს. ის ხელმისაწვდომია როგორც ერთი .jar ფაილი. ფაქტია, რომ იგი რამდენიმე წელია ხელმისაწვდომია, ამიტომ PrimeFaces-ი ასრულებს მომხმარებლის ინტერფეისის ფრეიმვორქს JavaServer Faces და Java EE-თვის.

PrimeFaces-ს აქვს 100-ზე მეტი კომპონენტი. ზოგიერთი მისი მთავარი კომპონენტი მოიცავს კლიენტის მხარის ვალიდაციას და სენსორულ მობილურ ნაკრებს.

3. Blade

Blade-ი არის მსუბუქი MVC ფრეიმვორქი, რომელიც დაფუძნებულია Java 8-ზე. ეს არის მარტივი ფრეიმვორქი, რომელსაც აქვს მარშრუტიზაციის ინტერფეისის გარკვეული სტილი. ის Java-ს რამდენიმე ფრეიმვორქს შორის ერთერთია, რომელსაც არ აქვს ივნაზიური ინტერცეპტორები. როცა ვამბობთ, რომ Blade-ი არის მსუბუქი, ვგულისხმობთ, რომ მას აქვს პატარა სორს კოდი, რომელიც 500კბ-ს არ ღემატება.

Blade-ის გამოსაყენებლად უნდა შექმნათ ზოგადი Maven პროექტი. Blade-ი უზრუნველყოფს მოდულის ფუნქციის მხარდაჭერას, რომელიც არის Java 9-ში. მას ასევე აქვს Java-ს საკმაოდ ბევრი ვებ კომპონენტის მხარდაჭერა.

4. Dropwizard

Dropwizard-ი არის ძლიერი Java ფრეიმვორქი, რომელიც ძალიან არის ოპტიმიზებული გარკვეული სერვისების განვითარებაზე. ის ასევე შესანიშნავი ფრეიმვორქია Java-ს მიკრო სერვისების განვითარებისთვის. Dropwizard-ს გამოყენებით Java-ს ყველა ძლიერი ბიბლიოთეკა ადვილად ხელმისაწვდომი იქნება.

Dropwizard ფრეიმვორქს სხვა ბიბლიოთეკებთან ერთად ასევე მოყვება Google Guava, Jetty server-ი, Hibernate Validator, Logback, Joda Time. მას აქვს Jackson ბიბლიოთეკაც JSON ფაილების დასამუშავებლად. JSON დროის დაზოგვაში დაგეხმარებათ და აღარ მოგიწევთ განზომილებებისთვის და კონფიგურაციებისთვის კოდების დაწერა. ამის ნაცვლად, მთელი თქვენი ენერგია შეგიძლიათ აპლიკაციების ფუნქციონალობაში ჩადოთ. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ფრეიმვორქი დაგეხმარებათ მიაღწიოთ პროდუქტიულობის მაქსიმალურ დონეს.

Dropwizard-ს აქვს დამწყებებისთვის მორგებული დოკუმენტაცია, რომელიც დასაწყისში დაგეხმარებათ.

5. Google Web Toolkit (GWT)

სახელწოდებიდან გამომდინარე, Google Web Toolkit-ი არის Java-ს ფრეიმვორქი, რომელიც შექმნა Google-მა. ის შეიქმნა იმ მიზნით, რომ Java დეველოპერებს ვებისთვის Java-ს აპლიკაციების შექმნაში დახმარებოდა. ფრეიმვორქი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დაწერონ Java კოდები და ამუშაონ ისინი ბრაუზერებზე, როგორც JavaScript-ი.

როგორც Google-ის პროდუქტი, GWT -ს გამოცდილი პროგრამისტების გუნდის კარგი მხარდაჭერა აქვს. შეგიძლიათ ის გამოიყენოთ რთული ვებ აპლიკაციების შესაქმნელად, როცა არ გაქვთ front-end პროგრამირების ენის, როგორიც არის JavaScript-ი, პრაქტიკული გამოცდილება.

ფრეიმვორქს მოყვება უნიკალური მახასიათებლები, როგორიცაა UI abstraction, cross-browser portability, Internationalization და booking.

6. JavaServer Faces

JavaServer Faces (JSF) არ არის ახალი Java ფრეიმვორქი. ის 14 წელია არსებობს. ეს არის MVC ფრეიმვორქი, რომელიც ამარტივებს მომხმარებლის ინტერფეისის შექმნის სამუშაოს ვებ აპლიკაციებისთვის. ფრეიმვორქს აქვს სპეციალური მახასიათებელი, რომელიც დეველოპერებს შეუძლიათ გამოიყენონ UI-ის შესაქმნელად ვებ აპლიკაციებისთვის. ყველაზე კარგი მახასიათებელი ის არის, რომ  UI კომპონენტები, რომლებიც ამ ფრეიმვორქით არის შექმნილი, შეგიძლიათ ხელახლა გამოიყენოთ სხვა ვებ გვერდებისთვის.

JavaServer Faces ფრეიმვორქი იყენებს Facelets-ებს, რომლებიც templates-ების მიზანს ემსახურება.

7. JHipster

JHipster-ი Java-ს ბოლო ფრეიმვორქებს შორისაა. ის 2013 წელს გამოვიდა. JHipster-ი აერთიანებს Spring Boot-ს, Angular და React-ს ერთ მთავარ ფრეიმვორქში. ამ ფრეიმვორქით შეგიძლიათ ადვილად შექმნათ თანამედროვე ვებ აპლიკაცია, რომელიც მუშაობს პროგრამირების ენაზე Java.

Spring Boot-ი, რომელიც ამ ფრეიმვორქში არის ჩართული სარგებელს მოგიტანთ, რადგან შეძლებთ შექმნათ აპლიკაციები, რომლებიც Spring ფრეიმვორქზე მუშაობს. Angular და React-ის გარდა, JHisper- ასევე აქვს Bootstrap-ი. ეს ფრეიმვორქი დეველოპერებს ორ არქიტექტურას შორის არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. შეგიძლიათ აირჩიოთ მონოლითური არქიტექტურა ან მიმართოთ მიკროსერვის არქიტექტურას.

მონოლითურისთვის, ორივე front-end და backend-ი ერთ აპლიკაციაშია ჩადებული. მიკროსერვისისთვის, front-end და backend-ი განცალკევებულია.

8. Spark Framework

Spark Framework-ი იდეალურია იმ პროგრამისტებისთვის, რომლებიც ქმნიან ვებ აპლიკაციებს პროგრამირების ენის Java-ს გამოყენებით. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ვებ საიტის backend-ის სწრაფად და ადვილად შექმნისთვის. Spark-ი მუშაობს Java8-ის მახასიათებლებზე და გააჩნია ექსპრესიული API.

9. MyBatis

Mybatis-ი არის mapper ფრეიმვორქი Java პროგრამირებისთვის. ის ახდენს თქვენი Java აპლიკაციების SQL მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებას. ეს ფრეიმვორქი შუალედის როლს ასრულებს აპლიკაციასა და SQL მონაცემთა ბაზას შორის.

ნორმალურ გარემოში Java Database Connectivity API დაგჭირდებათ თქვენი აპლიკაციის რელაციურ მონაცემთა ბაზასთან დასაკავშირებლად. Mybatis-ი ამარტივებს მთლიან პროცესს. ის დეველოპერებს მთავარი SQL ოპერაციების შესრულების საშუალებას აძლევს. ამისთვის მათ მხოლოდ რამდენიმე ხაზიანი კოდის გამოყენება დასჭირდებათ.

Mybatis-ი შეიძლება Hibernate ფრეიმვორქსაც შეადაროთ. ეს იმიტომ, რომ ორივე მათგანი აპლიკაციასა და მონაცემთა ბაზას შორის ხიდის ფუნქციას ასრულებს. ერთდერთი განსხვავება ის არის, რომ Mybatis-ი არ აკეთებს Java ობიექტების მეპირებას რელაციურ მონაცემთა ბაზაში.

10. Play Framework

Play არის კიდევ ერთი მსუბუქი Java ფრეიმვორქი, რომელიც ბევრ დეველოპერს მოსწონს. Java-ს გარდა, ამ ფრეიმვორქის გამოყენება შეიძლება Scala პროგრამირებისთვის. ფრეიმვორქს აქვს ინტერფეისი, სადაც დეველოპერებს შეუძლიათ კოდებში ცვლილებების შეტანა მდებარეობის შეცვლის ან რეკომპილაციის საჭიროების გარეშე.

Play ფრეიმვორქს აქვს Asynchronous API-ი, რომლებიც საშუალებას აძლევს დეველოპერებს დამატებითი რესურსების ინექციის გარეშე გაზარდონ აპლიკაციები. ფრეიმვორქი უზრუნველყოფს უმაღლეს მხარდაჭერას სხვადასხვა მიკროსერვისის ნიმუშებისთვის.

დასკვნა

მაშ ასე, რომელი Java ფრეიმვორქი უნდა აირჩიოთ? ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს. ყველაფერი რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ მუდმივად ყურადღებით უნდა იყოთ და მიიღოთ ინფორმაცია სხვადასხვა ფრეიმვორქების შესახებ. თუ ამას ერთხელ გააკეთებთ, მაშინ შეძლებთ იდეალური Java ფრეიმვორქის არცევას, რომელიც თქვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*

 


ახალი ამბები