10 საუკეთესო შესაძლებლობა პროგრამული ცოდნის გასაღრმავებლად

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

10 საუკეთესო შესაძლებლობა პროგრამული ცოდნის გასაღრმავებლად

კომპიუტერული მეცნიერების სპეციალიზაციის დარგებში, კერძოდ პროგრამირებაში, წარმატების  მიღწევა პრაქტიკული მუშაობისა და ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია.
სწორედ პრაქტიკული მუშაობის პროცესი გვეხმარება გავიგოთ თუ როგორ უნდა იმუშაოს კოდმა და როგორ უნდა ვიმუშაოთ კოდთან.
წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემა და მისი გადაჭრის გზის ძიება,  აუცილებლად გაგიუმჯობესებთ გამოცდილებას პროგრამირებაში.
ახლა კი კონკრეტულად  ვისაუბროთ  , თუ რა დაგვეხმარება  ცოდნის დაგროვებასა და გაღრმავებაში , ამისთვის გთავაზობთ  ინფორმაციას საჭირო ვებ- პლატფორმებისა და კონკურსების შესახებ.

 

1) Google Code Jam –  არის Google -ის  მიერ დაფუძნებული  საერთაშორისო შეჯიბრება პროგრამირებაში, რომელიც 2003 წლიდან ტარდება და განსაკუთრებული ნიჭის მქონე დეველოპერებს აძლევს შანსს დასაქმნდნენ  Google -ში.
კონკურსის პირობები ასეთია: მოცემული ალგორითმის გადაჭრა და გადაწყვეტა უნდა მოხდეს განსაზღვრულ დროში, მონაწილეებს შეუძლიათ ნებისმიერი პროგრამული ენა გამოიყენონ  ,მთავარია  თავი გაართვან მოცემულ დავალებას.
გამარჯვებულისათვის საპრიზო თანზა  15,000-ს დოლარს შეადგენს.

2) Project Euler – არის ვებ-სივრცე , რომელიც 2001 წელს შეიქმნა .მისი სახელწოდება უკავშირდება ლეონარდ ეულერს, უდიდეს მათემატიკოსს, მექანიკოსსა და ფიზიკოსს , ემსახურება  კომპიუტერული პრობლემების გადაჭრას.
პრობლემები განსხვავებული სირთულისაა, მათი დიფერენცირება ხდება მომხმარებლების მიხედვით. ვებგვერდის  დახმარებით პრობლემის გადაწყვეტა  შესაძლებელია ერთ წუთზე ნაკლებ დროში, სწორი ალგორითმის მეშვეობით, შედარებით სუსტ კომპიუტერზეც კი.
დაახლოებით 750,000 ისეთი მომხმარებელი ფიქსირდება ვებგვერდის მონაცემებით, რომელმაც არაერთი კომპიუტერული პრობლემის გადაჭრა შეძლო Project euler -ის დახმარებით.

3) TopCoder  – არის ერთ-ერთი უდიდესი ვებ-პლატფორმა, რომელიც პროგრამისტებს, დიზაინერებსა და მონაცემთა ბაზების დეველოპერებს აერთიანებს.
აქ ონლაინ რეჟიმში  ტარდება   ორ კვირიანი კონკურსები, ( ერთ დღიანი ტურებიც), რომელიც  ,,SRM’’ ის სახელით არის ცნობილი. ( SRM – მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ინდოეთში მდებარეობს).
ასევე ყოველკვირეულად  გრაფიკოს დიზაინერებსა და დეველოპერებს შეუძლიათ  მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის კონკურსებში, შეიძინონ გამოცდილება და მეტი პრაქტიკული ცოდნა.

4) Hackerearth – არის ონლაინ ვებ-პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს  დეველოპერს საკუთარი თავი გამოსცადოს ,შეამოწმოს არსებული ცოდნა ,  რაც ეხმარება  პროფესიულ წინსვლასა და მეტი გამოცდილების დაგროვებაში პროგრამირების მიმართულებით.

5) HackerRank – არის ტექნოლოგიური კომპანია , რომელიც  გამიზნულია  პროგრამული  პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრისთვის. ხელმისაწვდომია  როგორც კონკრეტული მომხმარებლისთვის  , ასევე სხვადასხვა ბიზნესისთვის .  HackerRank -ში დეველოპერები ცდილობენ გადაწყვიტონ მოცემული პრობლემები პროგრამირების ენების საშუალებით : Java, C ++, PHP, Python, SQL, JavaScript  და ის ამასთან ერთად  მოიცავს კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა  დარგს.

6) CodeChef –  არის არაკომერციული საგანმანათლებლო ინიციატივა, რომელსაც აქვს გლობალური კონკურენტუნარიანი პროგრამირების პლატფორმა.
აქ ერთიანდებიან პროგრამისტები, რომლებსაც უშუალო კომუნიკაცია აქვთ სტუდენტებთან , უტარებენ  მათ  პროფესიონალურ ტესტირებას , რაც კოდირების უნარის გაუმჯობესებაში ეხმარებათ.
CodeChef  მიზნად ისახავს დაეხმაროს სტუდენტებს  მიაღწიონ წარმატებას  და ემსახურება პროგრამირების, კოდის წერის ,,კულტურისა ‘’  და  უნარ-ჩვევების განმტკიცებას.

7) Sphere Online Judge (SPOJ)  – ონლაინ დიაგნოსტიკის სისტემა, რომელიც ხელმისაწვდომია 40 ენაზე. 315,000 დარეგისტირებული მომხმარებელი ყავს  და 20,000 ზე მეტი პრობლემა იქნა გადაჭრილი მისი დახმარებით.  სისტემა ასევე  საშუალებას აძლევს წარმატებულ პროგრამისტებს, თვითონ დაადგინონ არსებული კონკურსის წესები. სისტემას აქვს ფორუმი ,სადაც ხდება დისკუსია იმ პრობლემების  შესახებ ,რომლებსაც  პროგრამისტები აწყდებიან   მუშობის პროცესში.

8) Exercism  – ვებ-გვერდი, მოიცავს დავალებებს , სავარჯიშოებს, რომელიც განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი პროგრამისტებისთვის. აქ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და  გაეცნოთ პრობლემებს პროგრამირების 30 სხვადასხვა ენაზე.

9) CodingBat -უფასო ვებ-სივცრე , სადაც ლაივ რეჟიმში ხდება პროგრამულ კოდთან არსებული პრობლემების განხილვა და პროგრამისტს  საშუალებას აძლევს გაიუმჯობესოს კოდირების უნარი Java – სა  და Python – ში. ლაივ სტრიმში მიმდინარე ლექციები ეხმარება არსებული გამოცდილების გაზიარებასა და ახლის დაგროვებაში.

10) Codeforces -არის რუსული ვებსაიტი, რომელიც უზრუნველყოფს  პროგრამულ სხვადასხვა სახის მომსახურებას.  ასევე მომხმარებელს სთავაზობს მოკლე (2-საათიანი) კონკურსებში მონაწილეობის მიღებას,  სხვა კონკურსანტებთან კონკურენტუნარიან გამოწვევებს, რაც დიდ როლს თამაშობს პრობლების გადაჭრის უნარის ჩამოყალიბებასა და პროგრამირებაში პრაქტიკული ცოდნის მიღებაში.

 და ბოლოს, რომ შევაჯამოთ, აუცილებლად დამეთანხმებით, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ვებ-სივრცეები და კონკურსები, აუცილებლად დაეხმარება როგორც დამწყებ პროგრამისტს განვითარებაში, ასევე პროფესიონალს ცოდნის მეტად განმტკიცებაში.
 აიტი აკადემია სტეპი კი საშუალებას გაძლევთ ღირსეულად გაიაროთ ეს გზა  და გახდეთ წარმატებული პროგრამისტი, რეკომენდაციები მიიღოთ კვალიფიციური ლექტორებისგან . სასწავლო პროცესი  მთლიანად პრაქტიკულ სამუშაოზეა ორიენტირებული, რაც პირდაპირ უზრუნველყოფს თქვენს სამომავლო პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და ცოდნას!
 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ,გაიაროთ რეგისტრაცია.

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები