; 10 ტიპის ვირუსი, რომლებიც კომპიუტერს და სმართფონს გვიზიანებს - IT Academy STEP Tbilisi 10 ტიპის ვირუსი, რომლებიც კომპიუტერს და სმართფონს გვიზიანებს - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

10 ტიპის ვირუსი, რომლებიც კომპიუტერს და სმართფონს გვიზიანებს

ჩვენს დროში, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ონლაინ, კომფორტულად მოკალათებული, სახლიდან გაუსვლელად ჩვენ უამრავ საკითხს ვაგვარებთ, ეს კი ახალი შესაძლებლობებია მათთვის, ვისაც შეუძლია თქვენს უსაფრთხოებას ზიანი მიაყენოს, დაეუფლოს რა ციფრულ ფაილებს და მნიშვნელოვან დეტალებს თქვენი სმარფონიდან ვირუსის დახმარებით. ზოგიერთი ვირუსი შეიძლება ძალიან საშიში აღმოჩნდეს, თუ მის უკან ბოროტმოქმედები არიან…

დღეს, განვიხილავთ 10 ტიპის ვირუსს, რომლებსაც შეუძლია თქვენს კომპიუტერს ზიანი მიაყენოს. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ!

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სია არ არის შედგენილი რამე განსაკუთრებული თანმიმდევრობის მიხედვით.

1 ბრაუზერის დამზიანებელი

გქონიათ თუ არა შემთხვევა, როცა თქვენს ბრაუზერში ვებ URL-ზე ვერ შედიხართ, მაგრამ მას ავტომატურად შეყავხართ გარკვეულ გვერდებზე? ეს ზუსტად ის არის, რასაც ბრაუზერის დამზიანებელი აკეთებს. ასეთი ტიპის ვირუსის აღმოჩენა საკმაოდ ადვილია შესანიშნავი ანტი ვირუსის გამოყენებით. ეს ძველი და უწყინარი ვირუსია, თუმცა ვიღაცას დიდ საქმეს უკეთებს.

2 ფაილის ვირუსი

ეს არის ერთერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსი. ეს ვირუსი ებმება ფაილებს თქვენს დისკზე და აზიანებს მათ. ეს ფაილები შეიძლება ნებისმიერი ფორმატის იყოს, მაგრამ ერთერთი ყველაზე გავრცელებული არის დოკუმენტი და ვიდეო ფაილი.

3 პოლიმორფული ვირუსი

ასეთი ტიპის ვირუსების აღმოჩენა საკმაოდ რთულია, რადგან ის დროთა განმავლობაში მოქმედებას ცვლის. ასეთ ვირუსებს შეუძლია საკუთარი თავის დაშიფვრა ისე, რომ ანტივირუსის პროგრამები მათ იდენტიფიცირებას ვეღარ აკეთებენ.

4 სორს კოდის ვირუსი

ამ ტიპის ვირუსი თქვენს მანქანაში ეძებს სორს კოდს და აზიანებს მას. ეს ზოგჯერ ძალიან საშიშია. თუმცა, ამ ვირუსის მოშორება შეიძლება ანტი ვირუსით.

5 დაშიფრული ვირუსი

ასეთი ტიპის ვირუსები საკუთარი თავის დაშიფვრას აკეთებენ ანტი ვირუსის პროგრამებისგან თავის დასაცავად. დაშიფვრისთვის დროს მას აქვს ალგორითმი, რომელიც განხორციელებაში ეხმარება.

6 ბევრი ნაწილისგან შემდგარი (მრავალმხრივი) ვირუსი

სახელწოდებიდან გამომდინარე, ამ ტიპის ვირუსი აზიანებს სისტემის ბევრ ნაწილს. ეს ნაწილები შეიძლება იყოს ჩატვირთვის სექტორი, მეხსიერება და სხვადასხვა ფაილები, ხშირად გვიზიანებენ ამ გზით პროცესორს.

7 ფაილის ვირუსი

ამ ვირუსის მიმაგრება ხდება ფაილების ბოლოს. თუმცა ის ფაილს არ აზიანებს, ის მათ განხორციელებას უფუნქციოს ხდის. თუმცა, კარგ ანტი ვირუსის პროგრამებს შეუძლია ასეთი ვირუსის განადგურება.

8 მაკრო ვირუსი

ეს ვირუსი აზიანებს ფაილებს, რომლებიც შექმნილია უტილიტებიდან და მაკროსის მხარდაჭერა აქვს. ზოგიერთი ყველაზე გავრცელებულია Microsoft Word, Excel და Powerpoint. ხალხი ინტერნეტიდან ტვირთავს მათ, ისე რომ არაფერი არ იციან ამის შესახებ.

9 ჩატვირთვის სექტორის ვირუსი

ეს ვირუსი ფართოდ იყო გავრცელებული floppy მოწყობილობებში. რადგან დღეს, floppy დისკებს აღარავინ იყენებს, ეს ვირუსიც აღარ არის გავრცელებული. თუმცა, თუ სადმე კიდევ არსებობს, შეუძლია დიდი ზიანის მიყენება, რადგან ის ზიანის მიყენებას იწყებს თქვენი კომპიუტერის ჩართვისას. ეს არის მიზეზი, რატომაც ეს ვირუსი ჩატვირთვის სექტორის ვირუსის სახელით არის ცნობილი.

10 FAT ვირუსი

ამ ტიპის ვირუსი ზიანს აყენებს თქვენს ფაილის განაწილების სისტემას, ადგილს, სადაც ფაილების და მათი properties შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის თქვენს კომპიუტერში. ამან შეიძლება გრძელვადიანი პრობლემები გამოიწვიოს, თუ არ გაანადგურებთ. ასევე, ეს არის კორიდორი ჰაკერთათვის

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები