; 11 პროგნოზი პროგრამირებასთან დაკავშირებული ადამიანებისთვის - IT Academy STEP Tbilisi 11 პროგნოზი პროგრამირებასთან დაკავშირებული ადამიანებისთვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

11 პროგნოზი პროგრამირებასთან დაკავშირებული ადამიანებისთვის

ჩვენი კოდირების ბროლის ბურთი მოგითხრობთ, თუ რაოდენ უხვი და ბარაქიანი გახდება თქვენი კარიერა პროგრამირებაში მომდევნო წლებში

ერთადერთი რამ რაც დროზე სწრაფად მიფრინავს არის ტექნოლოგები. ჩაერთეთ ტექნოლოგიების ათვისებაში, უნარ-ჩვევების განვითარებაში და დეტალურად  გაარკვიეთ თუ რა ბედი ელით პროგრამისტებს მომავალში!

შეიტყვეთ თუ როგორ უნდა წახვიდეთ წინ კარიერის განვითარების სახელმძღვანელოს საშუალებით დეველოპერებისთვის. პროგრამირების ხელოვნება სწრაფად იცვლება. ჩვენ დაგეხმარებით იმის გარკვევაში თუ რა არის აქტუალური პროგრამირებაში დღეს და რა არის შედარებით მოძველებული. არ გამოგრჩეთ პროგრამირების აქტუალური თემები InfoWorld’s App Dev Report newletter-თან ერთად.

მზარდი უსაფრთხოების თავის ტკივილიდან გამომდინარე ინტერნეტში და მანქანების შესწავლიდან, საკმაოდ რთულია იწინასწარმეტყველო პროგრამირების მომავალი.

ქლაუდი მურის კანონს დაამარცხებს

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჩიპების მწარმოებელმა კომპანიებმა რესურსი ამოწურეს. ისინი ვეღარ აორმაგებენ ჩიპების სისწრაფეს ყოველ ორ წელიწადში, როგორც ამას 80-იან და 90-იან წლებში აკეთებდნენ. ალბათ ეს აღარაფერს ნიშნავს, რადგან ჩიპებს შორის საზღვრები ნაკლებად არის განსაზღვრული.

წარსულში CPU-ს სიჩქარე თქვენი კომპიუტერის ყუთში მნიშვნელოვანი იყო, რადგან მაშინ ასეთი სიჩქარე იშვიათი იყო. უფრო დიდი და სწრაფი კომპიუტერის ყიდვა ყოველ რამდენიმე წელიწადში თქვენს პროდუქტიულობასაც ზრდიდა.

მაგრამ ახლა CPU-ს მხოლოდ ინფორმაცია გამოაქვს ეკრანზე. სამუშაოს დიდი ნაწილი ქლაუდში ხორციელდება, სადაც ცნობილი არ არის რამდენი რამე მონაწილეობს მის შესასრულებლად. თუ გამოიკვლევთ Google-ს, მათ მასიურ ქლაუდს შეუძლია 10, 20 და 1000 შემსრულებელიც გამოყოს თქვენთვის სწორი პასუხის გასაცემად.

პროგრამისტებისთვის დიდი გამოწვევაა გამოთვლითი ძალის თითოეული მომხმარებლის პრობლემისთვის გონივრულად გადანაწილება. ისე რომ გადაწყვეტილება სწრაფად იყოს მიღებული, მომხმარებელი დიდხანს ლოდინით არ შეწუხდეს და კონკურენტის მხარეს არ დაიწყოს გამოსავალის ძებნა. საკმაოდ დიდი ძალა არის ხელმისაწვდომი. ქლაუდ კომპანიები საშუალებას მოგცემენ გაუმკლავდეთ მომხმარებლების წარუმატებლობას, მაგრამ თქვენ უნდა მოიფიქროთ ალგორითმები, რომლებიც ადვილად იმუშავებენ პარალელურ რეჟიმში, ვიდრე სერვერების სინქრონული მუშაობა.

IOT უსაფრთხოება მხოლოდ საფრთხეს მოიტანს

The Mirai botnet-ი, რომელიც გასულ შემოდგომაზე გამჟღავნდა, პროგრამისტებისთვის მაღვიძარას ზარს ჰგავდა, რომლებიც მომავალი თაობის რაღაცეებს ქმნიან ინტერნეტით. ეს პატარა ჭკვიანი მოწყობილობები ისევე შეიძლება დაინფიცირდეს, როგორც კომპიუტერი. მათ შეუძლიათ ინტერნეტის გამოყენება ზიანის მისაყენებლად.

პრობლემა ის არის, რომ ახლანდელ მომარაგების ქსელს მოწყობილობებისთვის  კომპიუტერული პროგრამების ფიქსირების არანაირი მექანიზმი არ გააჩნია. მოწყობილობის არსებობა ჩვეულებრივ დიდ გზას გადის საწარმოო ქარხნიდან საწყობისკენ და საბოლოოდ მომხმარებლისკენ. აწყობას და პირველად მოხმარებას შესაძლოა 10 თვეზე მეტიც დასჭირდეს. მოწყობილობები დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად თითქმის ნახევარ მსოფლიოს გადიან თვეების განმავლობაში. ისინი ყუთებშია მოთავსებული და გასაგზავნ კონტეინერებში იცდიან. შემდეგ ისინი შტაბელებზე გადაინაცვლებენ დიდი ყუთების საწყობებში. და სანამ მათ საბოლოოდ გახსნიან და ყუთიდან ამოიღებენ, ნებისმიერი დაზიანება შეიძლება ჰქონდეთ მიღებული.

დიდი გამოწვევაა მთელი ამ პროცესის მეთვალყურეობა. ძალიან რთულია მოსაწევი დეტექტორების ელემენტების შეცვლა ყოველთვის როცა საათები შეიცვლება. მაგრამ ახლა უნდა ვიფიქროთ ჩვენს ტოსტერზე, ტანსაცმლის საშრობზე და ბევრ რამეზე სახლში. არის თუ არა კომპიუტერული პროგრამები ახალი? გამოყენებულია თუ არა ყველანაირი უსაფრთხოება? მოწყობილობების რაოდენობა ართულებს ჭკვიანური მოქმედებების შესრულებას სახლის ქსელის მონიტორინგისთვის. ჩემს უსადენო როუტერში 30-ზე მეტი მოწყობილობა არის დაკავშირებული IP მისამართებით და მე მათგან მხოლოდ 24 ვიცი. თუ მოვისურვებდი ჭკვიანი ქსელის შენარჩუნებას, გავგიჟდებოდი სწორი სმარტ მოწყობილობებისთვის სწორი პორტების გახსნა რომ დამეწყო.

ამ მოწყობილობებისთვის თვითნებური კოდის გაშვების შესაძლებლობა კარგიც არის და ცუდიც. თუკი პროგრამისტებს სურთ ჭკვიანური დავალებების შესრულება და მომხმარებლებს მისცენ მაქსიმალური მოქნილობა, პლათფორმები გახსნილი უნდა იყოს. აი ამგვარად ყვავის მარკეტინგული რევოლუცია და ოუფენ სორს კრეატიულობა. მაგრამ ეს ვირუსის დამწერებს უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს. ყველაფერი რაც მათ სჭირდებათ არის ერთი ბრენდის მოწყობილობის პოვნა, რომელსაც რომელიღაც კონკრეტული დრაივერის განახლება არ გაუკეთებია. ისინი ადვილად ნახულობენ ასეთ მოწყობილობებს მასპინძელ ბოტებში.

ვოდეოს ახალი გზები დომინანტური იქნება ვებში

როდესაც HTML სტანდარტების კომიტეტმა დაიწყო ვიდეო თეგების ჩართვა თვითონ HTML-ში, მათ გართობის გადაკეთების დიდი გეგმები არ ჰქონიათ. მათ მხოლოდ ფლაგინის პრობლემების მოგვარება სურდათ. მაგრამ საბაზისო ვიდეო თეგები პასუხოებენ JavaScript-ის ბრძანებებს და ეს მათ არსებითად პროგრამულს ხდის.

ეს უდიდესი ცვლილებაა. წარსულში ბევრი ვიდეოს პასიურად მოიხმარდნენ. სხდებით მოხერხებულად, აჭერთ ღილაკს და უყურებთ რისი ნახვის საშუალებაც ვიდეო ედიტორმა მოგცათ. ყველა უყურებს იმას, რომ კატების ვიდეო ხედავს კატებს იმავე თანმიმდევრობით, რაც კატების ვიდეოს შექმნელმა გადაწყვიტა. მართალია სწაფად, მაგრამ ვიდეობი გარკვეულ დასკვნამდე მიდის.

JavaScript-ის კონტროლი ვიდეოებზე შეზღუდულია, მაგრამ წარმატებული ვებ დიზაინერები ეძებენ ჭკვიანურ გზებს გააკეთონ ვიდეოს ინტეგრაცია ვებ გვერდზე გადაბმის გარეშე. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებელს გააკონტროლოს როგორ ვითარდება ნარატივი და ურთიერთმოქმედება დაამყაროს ვიდეოსთან. არავინ იცის რისი წარმოდგენა შეუძლიათ მწერლებს, მხატვრებს და რედაქტორებს, მაგრამ მათ დასჭირდებათ პროგრამირების ნიჭი ამის გასაკეთებლად.

ბევრ წარმატებულ ვებსაიტს აქვს გაშვებული ვიდეო ჭკვიანურ ადგილებზე. მალე მათ ყველას მოძრავი საგნები დასჭირდებათ. ამისთვის საკმარისი არ იქნება JPG ფაილზე IMG თეგის დამატება. დაგჭირდებათ ვიდეოს მისაკუთრება და გაუმკლავდეთ იმ სტანდარტებს, რომლებმაც ბრაუზერის სამყარო დაანაწევრა.

კონსოლები გააგრძელებენ PC-ის ჩანაცვლებას

ძნელია გადაირიო სათამაშო კონსოლებზე. თამაშები კარგია, გრაფიკაც შესანიშნავია.მათ შექმნეს არაჩვეულებრივი ვიდეო კარტები და შედარებით სტაბილური პროგრამული პლათფორმა ჩვენთვის, რითაც შეგვიძლია მშვიდად მოვეწყოთ ოთახში და ვიოცნებოთ ცუდი ბიჭების დაცხრილვაზე და ფეხბურთის თამაშზე.

ოთახის კონსოლები მხოლოდ დასაწყისია. სახლის დანარჩენი ნივთების შემქმნელები იგივე გზას მიყვებიან. მათ შეუძლიათ აირჩიონ ოუფენ სორს ეკოსისტემა, მაგრამ მწარმოებლები ქმნიან საკუთარ დახურულ პლათფორმებს.

ეს ანაწევრებს ბაზარს და პროგრამისტებისთვის ართულებს ყველაფრის მოწესრიგებას. ის რაც ერთ სვიჩზე მუშაობს, მეორეზე არ მუშაობს. თმის საშრობი შეიძლება იმავე პროტოკოლით მუშაობდეს, რითაც ტოსტერი, მაგრამ ეს ასე არ არის. პროგრამისტებისთვის რთულია არ ჩამორჩნენ ასეთ სიჩქარეს. მათ უფრო ცოტა შესაძლებლობები აქვთ ჩვენი სამუშაოს გასაუმჯობესებლად.

მონაცემები ისევ და მარად უმთავრესი იქნება

2016 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სიტყვის მცოდნეებმა დასცინეს მონაცემების მცოდნეებს. მათ განაცხადეს, რომ მთელი მათი სტატისტიკური ანალიზი სისულელეში ვარჯიში იყო. პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა, დიდი მონაცემების ადამიანებს იმედი გაუცრუვდათ.

როგორ მივიდნენ ისინი დასკვნამდე? ციფრების ერთი კომპლექტის (პროგნოზები) შედარებით ციფრების მეორე კომპლექტთან (არჩევნების შედეგები). მათ კვლავ სჭირდებოდათ მონაცემები.

მონაცემები არის გზა, რასაც ინტერნეტში ვხედავთ. სინათლე გვაწვდის ინფორმაციას ნამდვილი სამყაროს შესახებ, მაგრამ ციფრები გვაწვდის ინფორმაციას ყველაფრის შესახებ ონლაინ. ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლებელია ცუდი პროგნოზი გააკეთოს არასწორ ციფრებზე დაყრდნობით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ციფრების მოგროვება და ინტერპრეტაცია.

მონაცემების მოგროვება, შეჯერება, დაკვირვება და დამუშავება იქნება ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო წარმოებისთვის. გადაწყვეტილებას ვინც იღებს, მათ ციფრები სჭირდებათ, ამიტომ პროგრამისტებს მუდმივად მისცემენ მონაცემთა მოწოდების დავალებებს ისეთი საშუალებით, რაც ადვილად გასაგებია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პასუხები სრულყოფილი იქნება. კონტექსტს და ინტუიციას თავისი როლი ექნება, მაგრამ მონაცემების თავმოყრის საჭიროება ასე ადვილად არ გაქრება, რადგან ძალიან ცოტა ადამიანმა იწინასწარმეტყველა, რომ დონალდ ტრამპს არ აირჩევდნენ. ეს გულისხმობს იმას, რომ პროგრამისტებს უფრო მეტი საქმე ექნებათ, რადგან საჭირო არ არის უფრო დიდი, სწრაფი, მონაცემთა ინტენსიური პროგრამის შექმნა.

მანქანებია და ხელოვნური ინტელექტის შესწავლა მომავალში ახალი სტანდარტი გახდება

როდესაც ბავშვები სკოლაში გადიან კურსს „მონაცემების სტრუქტურები“, ისინი სწავლობენ თუ როგორი იყო ცხოვრება, როცა მათი ბებია-ბაბუები კოდს წერდნენ და არ შეიძლებოდა დამოკიდებული ყოფილიყვნენ ისეთი ფენის არსებობაზე, როგორიცაა „მონაცემთა ბაზა“. ნამდვილ პროგრამისტებს უხდებოდათ შენახვა, დახარისხება და მონაცემებით სავსე ცხრილების შეერთება Oracle-ის, MySQL-ის ან MongoDB-ის დახმარებით.

მანქანების შესწავლის ალგორითმებს რამდენიმე წელიწადში ექნება დიდი წინსვლა. ამჟამად პროგრამისტებს და მონაცემთა მეცნიერებს სჭირდებათ უფრო მეტი საკუთარი კოდის დაწერა რთული ანალიზის შესასრულებლად. მალე ისეთი ენები როგორიცაა R-ი და ზოგიერთი ყველაზე ჭკვიანი ბიზნეს ინსტრუმენტები აღარ იქნება მთავარი და რეგულარული დატვირთვა ექნება პროგრამული უზრუნველყოფის უმრავლესობაში. ისინი იმუშავებენ ოთხი ან ხუთი სპეციალური სლაიდებით PowerPoint გაყიდვების ბაზარზე და პატარა მართკუთხედად არქიტექტურულ ნახაზზე, რაც ისედაც იგულისხმება.

ეს ღამით არ მოხდება, ზუსტად ცნობილი არ არის როგორი ფორმა ექნება მას, მაგრამ ნათელია, რომ უფრო მეტი და მეტი ბიზნეს გეგმა ხდება მანქანების შესწავლის ალგორითმებზე დამოკიდებული, რომ იპოვონ საუკეთესო გამოსავალი.

UI დიზაინი უფრო გართულდება, რადგან PC-ები თანდათან ქრება

ყოველდღიურად უფრო და უფრო ცოტა მიზეზი ჩნდება, რომ PC გამოიყენოთ. სმართფონების აღზევების, ოთახის კონსოლების, ტაბლეტების განვითარების ეპოქაში, ერთადერთი ადამიანები, ვინც პერსონალურ კომპიუტერებთან არიან მიჯაჭვული ოფისის თანამშრომლები და სტუდენტები არიან, რომლებიც გარკვეულ დავალებებს ასრულებენ.

ეს პროგრამისტებისთვის შეიძლება გამოწვევა იყოს. ადვილი იყო იმის ვარაუდი, რომ კომპიუტერული პროგრამების ან ვებ საიტების მომხმარებლებს ექნებოდათ კლავიატურა და მაუსი. ახლა ბევრ მომხმარებელს არც ერთი არ აქვს. სმრთფონების მომხმარებლები თითებით ეხებიან ეკრანს, რომელსაც ძლივს აქვს ადგილი 26 ასოს დასატევად და ასე მუშაობენ. კონსოლების მომხმარებლები ისარი ღილაკებით მუშაობენ დისტანციურად.

ვებ საიტების დიზაინი უფრო სახიფათო ხდება, რადგან შეხების მომენტი განსხვავდება დაჭერის მომენტისგან. მომხმარებლებს სიზუსტის სხვადასხვა მაჩვენებლები აქვთ, ეკრანებიც ზომით ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. რთულია ყველაფერი ყოველთვის გამართული იყოს, მომდევნო წლებში ეს კიდევ უფრო გაუარესდება.

გახსნილობის დასასრული

პერსონალური კომპიუტერების გაქრობა არ არის მხოლოდ კონკრეტული ფორმის ფაქტორის ნელი სიკვდილი. ეს არის განსაკუთრებით ღია და მისასალმებელი ბაზრის დაღუპვა. PC-ის სიკვდილი შესაძლებლობების დასასრული იქნება.

როდესაც PC პირველად გაჩნდა ბაზარზე, პროგრამისტს შეეძლო კოდის კომპილაცია, მისი დისკზე ჩაწერა, ჩაეგდო ეს დისკები ჩანთაში და მსოფლიო მათ ყიდვას შეძლებდა. არ არსებობდა შუამავალი ადამიანი, მცველი და მკაცრი ცენტრალური ძალოვანი, რომელიც გვათქმევინებდა, „შეიძლება?“

კონსოლები მეტისმეტად ჩაკეტილია. ვერავინ შედის ამ ბაზარზე კაპიტალის დაბანდების გარეშე. App store-ები შედარებით უფრო გახსნილია, მაგრამ მათაც აქვთ შეზღუდევები და ბევრი რამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევენ. რა თქმა უნდა ისინი კვლავ გახსნილია იმ პროგრამისტებისთვის, რომლებიც სწორ ნაბიჯებს დგამენ, მაგრამ ის ვინც არასწორ ნაბიჯს გადადგამს, შეიძლება გადავარდეს. რატომღაც ისინი ყოველთვის აყოვნებენ ჩვენს აპლიკაციებს, სანამ შეცდომები აღმოიფხვრება.

ეს სხვაობა ოუფენ სორსისთვის მნიშვნელოვანია. ეს არ არის მხოლოდ floppy დისკების გაყიდვა. ჩვენ ვკარგავთ კოდის გაზიარების შესაძლებლობას, რადგან ჩვენ ვკარგავთ კომპილაციის და კოდის ამუშავების შესაძლებლობას. PC-ის დასასრული გახსნილობის დიდი ნაწილის დასასრულიცაა. ახლა ხალხს, ვინც ამ სტატიას კითხულობს, ალბათ აქვს წესიერი დესქთოფი, რომელსაც შეუძლია კოდის კომპილაცია და ამუშავება, მაგრამ ეს ნელა იცვლება.

ცოტა ადამიანს აქვს შესაძლებლობა დაწეროს კოდი და გააზიაროს. დიდი ხანია ვსაუბრობთ მომავალი თაობისთვის პროგრამირების სწავლების საჭიროებაზე, მაგრამ ცოტა პრაქტიკული ვექტორი არსებობს, რომელსაც ღია კოდის გადანაწილება შეუძლია.

ავტონომიური ტრანსპორტირება აქ დარჩება

საქმე მხოლოდ მანქანებს არ ეხება. ზოგიერთ ადამიანს ავტონომიური თვითმფრინავების გაკეთება სურს, რომლებსაც გზები არ სჭირდება. სხვებს ავტონომიური სქეითბორდების გაკეთება სურს ყოველი მსუბუქი მოგზაურობისთვის. თუ ის იმოძრავებს, ზოგიერთი ჰაკერი იოცნებებს უთხრას მათ საით წავიდნენ.

პროგრამისტები არ გააკონტროლებენ იმას, რასაც ხალხი ეკრანზე დაინახავს. ისინი გააკონტროლებენ თუ სად წავა ხალხი და როგორ ურთიერთქმედებას დაამყარებენ ისინი სამყაროსთან. ხალხი მხოლოდ თამაშის ნაწილია. ჩვენ ყველანი ავტონომიურად ვიმოძრავებთ.

თუ გსურთ ცნობილი შეფ პოვარის სადილი, ავტონომიური სქეითბორდი მას სახლში მოგიტანთ. თუ გსურთ თქვენი გაზონის გაკრეჭა გსურთ, ავტონომიური გაზონების მკრეჭავი ჩაანაცვლებს მეზობლის ბავშვს.

პროგრამისტები შეძლებენ ყველა კარგი იდეის განხორციელებას, რომლებიც მათ პირველი ინტერნეტ რევოლუციის დროს ჰქონდათ. თუ ფიქრობდით, რომ მოძრავი რეკლამები ინტერნეტში ცუდი იყო, დაიცადეთ სანამ პროგრამისტებს გადაუხდიან იმისთვის, რომ მიმართონ თქვენი სასრიალო გორგოლაჭები ახალი რესტორნის სამზარეულოსკენ. უკვე მოგშივდათ?

კანონი ახალ შეზღუდვებს მიიღებს

უფლებების კანონპროექტის ქარალდზე მელანი ის ის იყო გაშრა, როცა დაიწყო დებატები თუ რას ნიშნავს ქაღალდების გონივრულად მოძიება. ახლა, 200 წლის შემდეგაც რაღაც დეტალებზე კვლავ ვკამათობთ.

ცვლილებებმა ტექნოლოგიებში ახალი გზები გახსნა კანონებში. რამდენიმე წლის წინ უზენაესმა სასამრთლომ გადაწყვიტა, რომ ტრანსპორტის მონიტორინგის ტექნოლოგიას გარანტია სჭირდება. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოლიცია მანაქანაში დაამონტაჟებს მონიტორინგის სისტემას. არავინ იცის რა წესები მოქმედებს, როცა ვიღაც სასამრთლოში გამოიძახებს მონიტორინგის მონაცემებს Waze-დან, Google Maps-დან და სხვა ათანსნაირი აპლიკაციიდან, რომლებიც ინახავს ჩვენს ადგილმდებარეობას. რას იტყვით იმაზე თუ ზეგავლენას მოვახდენთ მანქანების მუშაობაზე? ერთია მონაცემების ჩამოტვირთვა, მაგრამ ძალიან საშიშია მონაცემების შეცვლაც. სამართლიანია თუ პოლიცია (ან კერძო სექტორი) დოკუმენტებს გააყალბებს? დაშავდება თუ არა რამე როცა სამიზნეები ნამდვილი ტერორისტები არიან ან უბრალოდ ის ხალხი, რომლებიც მანქანებს ისეთ ადგილებზე აჩერებდნენ, სადაც გაჩერება არ შეიძლებოდა?

ეს არის ბევრიდან მხოლოდ რამდენიმე შეკითხვა დეველოპერებისთვის მომდებნო წლებში. პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორები უნდა დაელოდონ ამ საკითხებს დიზაინის კეთების დროს. მათ უნდა იფიქრონ კონფიდენციალურობის და კანონის შესახებ კითხვებზე სანამ რამე კოდს დაწერენ. თუ ასე არ გააკეთებენ, დიდი შანსია, იმის რომ კომპანია ბრმად იხელმძღვანელებს ამ საკითხებით – თან მასიურად დიდი მასშტაბით.

უფრო მეტიც, კოდი თავის მხრივ არის კანონის ვერსია. პროგრამისტები განსაზღვრავენ თუ რისი გაკეთება შეუძლია პროგრამას და რისი არა. როცა ჩვენ კოდს ვწერთ, ჩვენ ფაქტიურად განვსაზღვრავთ სამყაროს ერთი პატარა კუთხის თავისუფლებას და შეზღუდვებს.

კონტეინერები იქნებიან მმართველები

თეორიულად კონტეინერები არ გვჭირდება. თქვენმა შესასრულებელმა პროგრამამ უბრალოდ უნდა იმუშაოს და ოპერატიულმა სისტემამ უნდა დაარეგულიროს ნებართვები და დაგეგმვა, რომ ყველა შესასრულებელი დავალება შესრულდეს. ეს ოცნება უფრო და უფრო სწრაფად შეიძლება ასრულდეს. უფრო და უფრო ცოტა შესასრულებელი არის მარტო. ბევრს სხვადასხვა ბიბლიოთეკების განსხვავებული ვერსიები სჭირდება ან სხვა სპეციალური საცხოვრებელი. ისეთ ტექნოლოგიებსაც კი, რომლებიც ყველგან მუშაობს, როგორიცაა მაგალითად Java, პრობლემები ექმნებათ, რადგან ვირტუალური მანქანების უამრავი ვერსია არსებობს.

კარგ VM-ებს შეუძლიათ ამის მოგვარება, მაგრამ ისინი დიდი ზომის არის. კონტეინერები პატარა ზომისაა და მსუბუქი. ისინი ადვილი გამოსაყენებელია და შესაბამისად რთულია არ შეგიყვარდეს. ჩვენ უფრო და უფრო მეტ კონტეინერს შევხვდებით წარმოების ყველა დონეზე და ძნელი იქნება მათი ცდუნების გაძლება.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები