15 ყველაზე საინტერესო ფაქტი World Wide Web-ის (www) შესახებ - IT Academy STEP Tbilisi 15 ყველაზე საინტერესო ფაქტი World Wide Web-ის (www) შესახებ - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

15 ყველაზე საინტერესო ფაქტი World Wide Web-ის (www) შესახებ

World Wide Web-ი ან უბრალოდ ვები თითქმის 30 წელია რაც არსებობს. ამ წლების განმავლობაში მას დიდი ისტორია დაუგროვდა. უამრავი ისტორიული ღონისძიებები ჩატარდა მისი გამოყენებით და ბევრი მათგანის გახსენება დღესაც სიამოვნებას მოგგვრით. თუმცა, ზოგჯერ განსაცვიფრებელ ინფორმაციასაც წააწყდებით World Wide Web-ის შესახებ. გთავაზობთ 15 საინტერესო ფაქტს World Wide Web-ის შესახებ, რომლებიც უნდა იცოდეთ.

საინტერესო ფაქტები World Wide Web-ის შესახებ

1 პირველი შეთავაზება World Wide Web-ისთვის 1989 წელს დაიწერა.

ბრიტანელმა ინჟინერმა და მეცნიერმა სერ ტიმ ბერნერს-ლიმ 1989 წელს დაწერა პირველი შეთავაზება თუ როგორი უნდა ყოფილიყო World Wide Web-ი. ამჟამად იგი World Wide Web Consortium (W3C)-ის დირექტორია.

2 მოზაიკური ვებ ბრაუზერი 1993 წელს ამუშავდა.

1993 წელი უმნიშვნელოვანეს თარიღად მიიჩნევენ World Wide Web-ის ისტორიაში. სწორედ ამ წელს ამოქმედდა მოზაიკური ვებ ბრაუზერი. ეს იყო გრაფიკული ვებ ბრაუზერი, რომელიც შექმნა ექსპერტების გუნდმა ილინოისის უნივერსიტეტში სუპერკომპიუტერული აპლიკაციების ეროვნულ ცენტრში. მოზაიკა არის ერთადერთი ბრაუზერი, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით.

3 პირველი ვებ საიტი რეალურად ამუშავდა 1991 წლის 6 აგვისტოს.

ბერნერს-ლიმ და სხვა ინჟინრებით დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომლებიც CERN-ში მუშაობდნენ, აამოქმედეს პირველი ვებსაიტი 1991 წელს. საიტის დომეინის სახელი იყო http://info.cern.ch და მისი მთავარი გვერდი მხოლოდ 153 სიტყვას შეიცავდა. ეს იყო ისტორიული ფაქტი, რადგან World Wide Web-ის საწყის ეტაპზე მიუთითებდა და იქ უზარმაზარი რაოდენობის ინფორმაციის ადვილად მოძიება იქნებოდა შესაძლებელი.

4 თავისუფლების ბეჭედი

1993 წელს CERN-მა გამოაცხადა, რომ World Wide Web-ის ტექნოლოგია ყველასთვის უფასოდ იქნებოდა ხელმისაწვდომი. ეს განცხადება იმას გულისხმობდა, რომ ამ ტექნოლოგიის ძირითადი კომპონენტები სახალხო დომეინში დარჩებოდა. ამით, ნებისმიერი ადამიანი, მისი ადგილ მდებარეობის მიუხედავად, უფასოდ გამოიყენებდა აღნიშნულ კომპონენტებს.

5 Archie იყო პირველი საძიებო სისტემა

Archie იყო პირველი საძიებო სისტემა. ის რეალურად 1990 წელს ამუშავდა. მისგან წარმოიქმნა სხვა საძიებო სისტემები, როგორიცაა Google და Yahoo.

6 ინტერნეტში ხეტიალი

ტერმინი „ინტერნეტში ხეტიალი“ ნიუ იორკელმა ბიბლიოთეკარმა გამოიგონა, რომელსაც მეტსახელად ქსელის დედას უწოდებდნენ. მოგვიანებით, ინტერნეტში ხეტიალი მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისაღები ტერმინი გახდა.

7 ინტერნეტი ვები არ არის და ვები ინტერნეტი არ არის

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ორი ერთი და იგივე რამ არის. ზოგიერთებიც კი, ვინც ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობენ, იგივეს ფიქრობენ. სიმართლე ის არის, რომ ეს ორი რამ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია. ინტერნეტი გაცილებით დიდი ხნის წინ შეიქმნა, ვიდრე World Wide Web-ი.

8 მილიარდობით ადამიანი ათვალიერებს ინტერნეტს ყოველ დღიურად

შეფასებების მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის სულ მცირე 3 მილიარდი ადამიანი სარგებლობს ინტერნეტით ყოველ დღე. ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა ინტერნეტის მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გამო.

9 ჩინეთი ყველაზე მეტად სარგებლობს ინტერნეტით, რომელსაც სტატისტიკურად ინდოეთი მოყვება.

უახლესი მონაცემების მიხედვით, ჩინეთი არის ლიდერი ქვეყანა ინტერნეტის ყველაზე აქტიური მომხმარებლებით. მას ინდოეთი მოყვება, შემდეგ კი ამერიკა.

10 არსებობს 1.8 მილიარდზე მეტი ვებ საიტი

ეს ინფორმაცია 2018 წლის მიმოხილვების საფუძველზე გაირკვა, რომელიც Netcraft Web Server Survey-მ გამოაქვეყნა. თუმცა, ამ ვებსაიტების ძალიან მცირე ნაწილს რეალური დამთვალიერებელი თითქმის არ ჰყავს.

11 The World Wide Web Consortium (W3C) არის ძირითადი საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაცია the World Wide Web-ისთვის. აღნიშნული კონსორციუმი დაარსდა ტიმ ბერნერს-ლის მიერ.

12 პორნოგრაფია the World Wide Web-ის ყველაზე დიდ ნაწილს შეადგენს.

ეს მიუხედავად იმისა, რომ პირველი ვებ საიტი, რომელმაც .xxx domain გამოიყენა, რეალურად 2011 წელს გამოვიდა.

13 პირველი ფოტო ვებში გამოქვეყნდა 1992 წელს.

14 NeXT კომპიუტერი, რომელიც ტიმ ბერნერს-ლიმ გამოიყენა, ავტომატურად გახდა პირველი ვებ სერვერი. ის ასევე პირველი კომპიუტერი იყო, რომელზეც ვებ ბრაუზერი დაიწერა.

15 ვებთან დაკავშირებული მოწყობილობების რაოდენობა ადამიანთა მოსახლეობის რაოდენობას აღემატება.

IT Academy STEP – საერთაშორისო ბრენდი!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები