; 20 მნიშვნელოვანი კითხვა-პასუხი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით - IT Academy STEP Tbilisi 20 მნიშვნელოვანი კითხვა-პასუხი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

20 მნიშვნელოვანი კითხვა-პასუხი კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით

ნებისმიერი კომპიუტერული მეცნიერების ან IT სამსახურის გასაუბრებაზე წასვლის შემთხვევაში ამ სფეროში კომპიუტერული მეცნიერების საფუძვლები უნდა იცოდეთ. ამის გათვალისწინებით წარმოგიდგენთ გასაუბრების 20 ყველაზე ძირითად, მაგრამ მნიშვნელოვან შეკითხვას, რაც კომპიუტერული მეცნიერების ყველა სტუდენტმა უნდა იცოდეს.

კომპიუტერული მეცნიერების გასაუბრების 20 შეკითხვა

1 როგორ განმარტავთ კომპიუტერულ სისტემას?

კომპიუტერული სისტემა არის CPU (central processing unit), მეხსიერების და მასთან კავშირში მყოფი ელექტრონიკის, მასთან და მის ოპერაციულ სისტემასთან დაკავშირებული ყველა პერიფერიული მოწყობილობის კომბინაცია.

2 რა არის კომპიუტერული სისტემის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები?

კომპიუტერული სისტემის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები არის ცენტრალური გადამცემი აპარატი (არითმეტიკული ლოგიკური ერთეული და საკონტროლო ერთეული), მეხსიერება (პირველადი მეხსიერება და მეორადი მეხსიერება) და შემავალი და გამომავალი მოწყობილობები.

3 რა არის მიკროპროცესორი?

მიკროპროცესორი არის ინტეგრირებული მიკროსქემა, რომელიც შეიცავს კომპიუტერის ცენტრალური გადამცემი აპარატის ყველა ფუნქციას.

4 დაასახელეთ რამდენიმე უახლესი კომპიუტერული პროცესორი

Intel Core i9, Intel Core i7, Intel Core i5, AMD Ryzen 5 და AMD Ryzen 7 არის უახლესი კომპიუტერის პროცესორების მაგალითები.

5 რა განსხვავებაა 32-bit და 64-bit პროცესორებს შორის?

32-bit სისტემას აქვს 232 მეხსიერების მისამართის წვდომის მხარდაჭერა, ეს ნიშნავს RAM-ის 4 GB-ს. 64-bit სისტემას აქვს 264 მეხსიერების მისამართის წვდომის მხარდაჭერა, ეს ნიშნავს RAM-ის 18 მილიარდ GB-ს. 4 GB-ზე მეტი ნებისმიერი რაოდენობის მეხსიერების ადვილად დამუშავება შეუძლია 64-bit პროცესორს.

6 რა არის ოპერაციული სისტემა? დაასახელეთ პოპულარული ოპერაციული სისტემები

ოპერაციული სისტემა არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას აძლევს კომპიუტერულ მოწყობილობებს დაუკავშირდეს კომპიუტერულ პროგრამულ უზრუნველყოფას. ის ძირითადად უზრუნველყოფს ინტერფეისს მომხმარებელსა და კომპიუტერულ სისტემას შორის. Microsoft Windows, Linux და OSX არის პოპულარული ოპერაციული სისტემების მაგალითი.

7 რა არის პირველადი მეხსიერება და მეორადი მეხსიერება?

პირველადი მეხსიერება (RAM) არის კომპიუტერის ძირითადი მეხსიერება, რომელთანაც პირდაპირი წვდომა აქვს ცენტრალურ გადამცემ აპარატს (CPU-ს). პირველადი მეხსიერება ინახავს დროებით ინფორმაციას პროცესის დასრულებამდე. მეორადი მეხსიერება (ფაილების შენახვის მოწყობილობა) მიმართავს გარე შენახვის მოწყობილობას, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მონაცემების ან ინფორმაციის მუდმივი შენახვისთვის.

8 რა არის chipset-ი?

chipset-ი არის ინტეგრირებული სქემების კომპლექტი, რომელიც ფუნქციონირებს ერთად, როგორც ერთეული, კონკრეტული დავალების შესასრულებლად კომპიუტერული სისტემის ფარგლებში.

9 რა იცით OSI მოდელის შესახებ?

OSI (Open Systems Interconnection – ღია სისტემების ურთიერთდაკავშირება) არის საცნობარო მოდელი იმისთვის თუ როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს აპლიკაციები ქსელში. ის შვიდი დონისგან შედგება: ფიზიკური, აპლიკაცია, პრეზენტაცია, სესია, გადაცემა, ქსელი და მონაცემთა ლინკების დონე.

10 რა იცით TCP/IP მოდელის შესახებ?

TCP/IP ნიშნავს Transmission Control Protocol – ტრანსმისიის კონტროლის პროტოკოლს და Internet Protocol – ინტერნეტის პროტოკოლს. ეს არის ქსელის მოდელი, რომელიც გამოიყენება თანამედროვე ინტერნეტის არქიტექტურაში. აქ პროტოკოლები არის წესების კომპლექტი, რომლებიც ემსახურებიან კომუნიკაციას ქსელში. ის ოთხი დონისგან შედგება: ქსელის წვდომის დონე, ინტერნეტის დონე, გადაცემის დონე და აპლიკაციის დონე.

11 რა განსხვავებაა სისტემურ პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპლიკაციის პროგრამულ უზრუნველყოფას შორის?

სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება კომპიუტერულ მოწყობილობებთან მუშაობის და კომუნიკაციისთვის. ის უზრუნველყოფს პლათფორმას აპლიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონირებისთვის. აპლიკაციის პროგრამული უზრუნველყოფა არის კონკრეტული მიზნის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც გამოიყენება მომხმარებლის მიერ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად.

12 რა განსხვავებაა როუტერს, მოდემს და სვიჩს შორის?

მოდემი არის მოწყობილობა, რომელიც ინტერნეტთან კავშირს ამყარებს.

როუტერი არის ქსელის „საგზაო ხელმძღვანელი“. ის მოდემისგან მოწოდებულ ინფორმაციას გადასცემს სხვადასხვა მოწყობილობებს, რომლებიც დაკავშირებულია და ქმნის Network Address Translated (NAT) შიდა პირად IP მისამართს.

სვიჩი არის უბრალოდ მოწყობილობა, რომელიც ბევრ მოწყობილობას ერთი და იმავე ქსელზე აკავშირებს. როუტერისგან განსხვავებით, სვიჩი შექმნილია იმავე ქსელში მოწყობილობებისთვის კომუნიკაციის ხელშეწყობის მიზნით.

13 რა იცით ინტერნეტის და world wide web (www)-ს შესახებ?

ინტერნეტი არის ქსელების მასიური ქსელი. ქსელის ინფრასტრუქტურა შედგება მრავალი ფართო ქსელებისგან. The World Wide Web-ი ან ვები, არის ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გზა.

14 რა არის პროგრამირების ენა?

პროგრამირების ენა არის გრამატიკული წესების კომპლექტი, რომელიც კომპიუტერს ან გამოთვლით მოწყობილობას აძლევს კონკრეტული დავალებების შესრულების ინსტრუქციას.

15 რა არის ალგორითმი?

ალგორითმი არის ეტაპობრივი პროცესი ან წესების კომპლექტი, რომელიც სრულდება კომპიუტერის მიერ პრობლემების გადაჭრის ოპერაციებში.

16 რა განსხვავებაა კომპილატორსა და ინტერპრეტერს შორის?

კომპილატორი იღებს მთლიან პროგრამას და გარდაქმნის მას ობიექტის კოდად, რომელიც ტიპიურად ფაილში ინახება. ობიექტის კოდი მანქანამ შეიძლება პირდაპირ შეასრულოს დაკავშირების შემდეგ. ინტერპრეტორი პირდაპირ ასრულებს ინსტრუქციებს სათითაო ხაზების მიხედვით, რომელიც პროგრამირების ენაზე არის დაწერილი და არ გარდაქმნის მათ ობიექტის კოდად ან მანქანის კოდად.

17 რა იცით SDLC-ის შესახებ?

SDLC ან Software Development Life Cycle არის პროცესი, რომელიც უშვებს უმაღლესი ხარისხის და უდაბლესი ფასის მქონე პროგრამულ უზრუნველყოფას უმოკლეს დროში. SDLC მოიცავს რამდენიმე გარკვეულ ეტაპს, დაგეგმვას, დიზაინს, შექმნას, შემოწმებას და განთავსებას.

18 რა არის მონაცემთა ბაზის მართვის სისტემა ან იგივე DBMS-ი?

DBMS-ი არის სისტემა მონაცემთა ბაზების შესამქნელად და სამართავად. ის უზრუნველყოფს მომხმარებელს და პროგრამისტებს შექმნის, აღდგენის, განახლების და მონაცემთა მართვის სისტემატური გზით.

19 რას ნიშნავს IDE?

IDE (Integrated Development Environment – ინტეგრირებული განვითარების გარემო) არის GUI-ზე დაფუძნებული ინსტრუმენტი, რომელიც დეველოპერს ეხმარება პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციების შექმნაში ინტეგრირებულ გარემოსთან ერთად და ყველა საჭირო პროგრმით და ბიბლიოთეკით.

20 ხელოვნური ინტელექტის განმარტება, მანქანების შესწავლა და საფუძვლიანი შესწავლა

ხელოვნური ინტელექტი არის ფართო მნიშვნელობის მქონე ტერმინი, რომელიც ცდილობს კომპიუტერმაც ადამიანივით იფიქროს, შეძლოს ისეთი რამის მიბაძვა და შესრულება, რასაც ადამიანები აკეთებენ და საბოლოოდ პრობლემები ჩვენზე უკეთესად და უფრო სწრაფად გადაჭრან.

მანქანების შესწავლა არის თვით ადაპტირებადი ალგორითმი, რომელიც იღებს უფრო და უფრო უკეთეს ანალიზს და ნიმუშებს გამოცდილებასთან და ახლად დამატებულ მონაცემებთან ერთად.

საფუძვლიანი შესწავლა, მეორეს მხრივ, არის მანქანების შესწავლის საგანი. ის იყენებს ხელოვნური ნერვული ქსელების იერარქიულ დონეს მანქანათმცოდნეობის პროცესის შესასრულებლად.

IT Academy STEP – საერთაშორისო ბრენდი!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები