; 2018 წლის პროგრამირების 10 ყველაზე პოპულარული ენა - IT Academy STEP Tbilisi 2018 წლის პროგრამირების 10 ყველაზე პოპულარული ენა - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

2018 წლის პროგრამირების 10 ყველაზე პოპულარული ენა

top-10-programming-languages

TIOBE და PYRL-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, წარმოგიდგენთ 2018 წლის პროგრამირების 10 ყველაზე პოპულარულ ენას. PYRL-ის მიერ გამოყენებული ზოგადი მონაცემების მიხედვით მივიღეთ რეიტინგი რომელიც დაფუძნებულია კონკრეტული ენის კვლევების რაოდენობაზე, თუმცა რაოდენობრივად უფრო მეტი კვლევის მიხედვით, პროგრამირება უფრო პოპულარული იქნება.

TIOBE-ის თანახმად Java კვლავ რჩება პროგრამირების ყველაზე პოპულარულ ენად, რომელსაც მოსდევს C და C++. PYRL-ის თანახმად კი Python იკავებს წამყვან პოზიციას, მას შემდეგ რაც სხვა ენები, როგორიცაა PHP, C# და Ruby მას პოპულარობით ჩამორჩებიან.

აიტი აკადემია სტეპი საშუალებას გაძლევთ  გახდეთ წარმატებული პროგრამისტი, რეკომენდაციები მიიღოთ კვალიფიციური ლექტორებისგან . სასწავლო პროცესი  მთლიანად პრაქტიკულ სამუშაოზეა ორიენტირებული, რაც პირდაპირ უზრუნველყოფს თქვენს სამომავლო პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და ცოდნას!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ ,გაიაროთ რეგისტრაცია.

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*

  1. Java

ეს არის ერთერთი ყველაზე პოპულარული, ფართოდ  გამოყენებადი და პროგრამირების ყველაზე მიღებული ენა, რომელსაც ასობით და მილიონობით დეველოპერი იყენებს უამრავ მოწყობილობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჯავა კლასზე დაფუძნებული, ობიექტზე ორიენტირებულიპროგრამირების ენაა. ის მრავალ პლათფორმაზე, მოწყობილობაზე და ოპერაციულ სისტემაზე გამოიყენება.

Java-ს გამოყენება: გამოიყენება დესქთოფის აპლიკაციების, ანდროიდის აპლიკაციების და ვიდეო თამაშების შექმნისთვის. გარდა ამისა, დეველოპერები მას ხშირად იყენებენ როგორც აპლიკაციის სერვერის დასაწერ ენას. ის ასევე გამოყენება ენთერფრაის სერვერის დეველოფმენთისთვის.

  1. Python

Python პროგრამირების ერთერთი მაღალი დონის ენაა, რომელიც გამოიყენება ფართოდ მოხმარებად პროგრამებში. ის მარტივი და წაკითხვადია და სასწავლად ყველაზე ადვილი კოდირების ენაა დამწყები პროგრამისტებისთვის. ნებისმიერმა დამწყებმა პროგრამისტმა უნდა ისწავლოს ეს ენა იმისთვის, რომ მომავალში პროფესიონალი გახდეს. Python კომპლექსური პროგრამული ამოცანებისთვისაც გამოიყენება, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტისთვის.

  1. C

C ენა შექმნა დენის რიჩიმ 1972 წელს, იმისთვის რომ ის გამოეყენებინათ ოპერაციულ სისტემაში Unix. ის C++ ენის წინამორბედია. C არის ფუნქციებზე და სტრუქტურებზე დაფუძნებული პროცედურული ენა. თავდაპირველად ეს პროგრამული ენა გამოიყენებოდა სისტემებში, მაგრამ დამტკიცდა, რომ C ძლიერი და მოქნილი პროგრამული ენაა, რომლის გამოყენებაც შეიძლება უამრავ აპლიკაციაში, მაგალითად, ბიზნეს პროგრამებში.

  1. C++

ეს არის ზოგადი მოხმარების, C ენაზე დაფუძნებული სკრიფტული ენა. C++ ენას აქვს ობიექტზე ორიენტირებული, ფართო და აუცილებელი პროგრამული მახასიათებლები.

გამოყენება: ძლიერი და მაღალი დონის შემსრულებელი ენა. გამოიყენება დესქთოფის აპლიკაციების, ვებ აპლიკაციების, სისტემური პროგრამების და თამაშების ძრავების შესაქმნელად.

  1. PHP

ეს არის სერვერის სკრიფტული ენა, რომელიც ძირითადად ვებ-აპლიკაციებისთვის გამოიყენება. დღესდღეობით, ვებ-საიტების 80%-ზე მეტი PHP ენას იყენებს, მაგალითად, Wikipedia, WordPress, Facebook, Tumblr. პოპულარობის გარდა, ის ადვილი გამოსაყენებელია, გამოცდილ პროგრამისტებს სთავაზობს სხვადასხვა ახალ ფუნქციებს.

  1. JavaScript

პოპულარობის გარდა, JavaScript-იც ძლიერი და დინამიური სკრიფტული ენაა. მისი სინტაქსის დიდი ნაწილი C ენიდან წარმოიქმნა. ის ყველა ბრაუზერში თავსებადია და ვებ-გვერდების 90%-ზე მეტი ამ სკრიფტულ ენას იყენებს.

გამოყენება: გამოიყენება ვებ-საიტების და თამაშების შესაქმნელად, განსაკუთრებით ვებისთვის. მუშაობს Node.js-ის საფუძვლად (სერვერული ტექნოლოგია, რომელიც რეალურ დროში კომუნიკაციის საშუალებას იძლევა).

  1. Ruby

Ruby არის დინამიური, ობიექტზე ორიენტირებული, ზოგადი გამოყენების სკრიფტული ენა. მას უამრავი პროგრამული პარადიგმების მხარდაჭერა აქვს, მაგალითად, ობიექტზე და ფუნქციაზე ორიენტირებული. ის ძალიან პოპულარულია web framework-ის გამო.

  1. C# (C Sharp)

C# არის მარტივი, თანამედროვე, ფართო მოხმარების, ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების ენა. ის შექმნა Microsoft-მა .NET-ის ნაწილად და მას უძღვებოდა Anders Hejlsberg-ი. ის შეიცავს შესრულებად კოდს და runtime environment-ს, რომელიც სხვადასხვა მაღალი დონის ენების სხვადასხვა კომპიუტერულ პლათფორმაზე და არქიტექტურაზე გამოყენების საშუალებას იძლევა.

  1. Swift

Swift-ი C ენის მემკვიდრეა. ის არის პროგრამირების სწრაფი, უშეცდომო ენა,  შეუძლია შეამციროს კოდის სიგრძე, დაზოგოს დრო და ენერგია. ეს ენა Apple-მა შექმნა.

გამოყენება: გამოიყენება აპლიკაციების შესაქმნელად macOS, los, tvOS და watchOS-თვის. ამის გარდა, რადგან ის open source-ია, მისი გამოყენება შეიძლება Linux-ზე ან Window system-ზე, რომლის ყველა აპლიკაცია თავსებადია Apple მოწყობილობებთან.

  1. R

ეს არის open-source პროგრამირების ენა. R ძირითადად გამოიყენება software environment-ში  სტატისტიკური გამოთვლის და გრაფიკისთვის. R ენაზე შეგიძლიათ უამრავი გამოთვლები განახორციელოთ დამატებითი პაკეტების გამოყენებით.

გამოყენება: იყენებენ მონაცემთა მომპოვებლები და სტატისტიკოსები სტატისტიკური პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისთვის და მონაცემთა ანალიზისთვის.

დასკვნა

რეიტინგი დაფუძნებულია ენების პოპულარობაზე ინტერნეტში, რომელიც მოიცავს Google Search, GitHub და სხვადასხვა ონლაინ საზოგადიებრივ ვებ-საიტებს, სადაც მომხმარებლები პროგრამირების ენებზე საუბრობენ. თუმცა ეს მაინც არ არის პროგრამირების ენების ყველაზე გამოყენებადი ან გამოსადეგი მიმოხილვა.

შეისწავლეთ პროგრამირება და მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა! შემოგვიერთდით აკადემიაში!


ახალი ამბები