; 2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი II) - IT Academy STEP Tbilisi 2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი II) - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

2018 წლის 18 ტექნოლოგიური ტენდენცია (ნაწილი II)

გამოცემა Forbes საერთაშორისო ტექნოლოგიურ გამოფენა CES 2018-ზე დაყრდნობით, 2018 წლის 18 ტექნოლოგიურ ტრენდს არჩევს.

ჩამონათვალი 3D პრინტერს, ვირტუალური რეალობის სათვალეს, 5G ინტერნეტს, რობოტებს, განახლებულ სმარტფონებსა და ლეპტოპებს მოიცავს.

პირველი ნაწილი I მესამე ნაწილი

7) ჯანმრთელობის სენსორები, მკურნალობა ინდივიდუალურ დონეზე, მეტი ტექნოლოგიის გამოყენება, პაციენტის შესახებ უფრო სანდო და დეტალური მონაცემთა ბაზის შექმნა.

8) 5G ინტერნეტი, ბევრად სწრაფი ტექნოლოგია, რომელსაც ყველა ელის. მართალია, მისი მსობრივად დანერგვა 2020 წლისთვისაა ნავარაუდევი, მაგრამ პროცესი 2018 წელს დაიწყება. 4K გარჩევადობის ფილმის ჩამოტვირთვა რამდენიმე წამში, მაქსიმუმ 1 წუთში გახდება შესაძლებელი.

9) ჭკვიანი მანქანები – ავტომობილები უფრო მეტი ელექტრონიკით, კომპიუტერული სისტემით, საწვავის შემცირებული ხარჯით, ან სულაც ელექტრო ძრავით. ზოგ შემთხვევაში – მძღოლის გარეშე.

10) სახის ამომცნობი ტექნოლოგია. აღნიშნული სიახლე არ არის, წლებია უკვე, რაც ბევრ დაცულ ოფისში სახის სკანერი აყენია. SAMSUNG-ის სმარტფონებშიც აღარავის უკვირს, მაგრამ წელს მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება რასაც ხელს IPHONE X-იც შეუწყობს.

11) ვირტუალური რეალობა. ვიტუალური სათვალეები თანდათან უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს. ტექნოლოგიის ფასი გამოსახულების ხარისხისა და ვირტუალური რეალობის შეგრძნების უკუპროპორციულად კლებულობს. მოწყობილობის მეშვეობით შესაძლებელი ხდება ისეთი ობიექტების დეტალური დათვალიერება, სადაც მოხვედრა რთულია, ეკლესიის გუმბათი, კლდის ქიმი და ა.შ.

12) ჭკვიანი ქალაქები. ქუჩები, ხიდები, გვირაბები, შუქნიშნები ერთ სისტემაშია ინტეგრირებული. მძღოლს გადატვირთული ქუჩების შესახებ ინფორმაცია გააჩნია, შესაბამისად საცობები კლებულობს და პარკინგი მარტივდება. გაზრდილია ენერგოეფექტური შენობების რიცხვიც. ცხოვრება უფრო კომფორტული და ჯანმრთელი ხდება. ცხადია სრულყოფილ „ჭკვიან ქალაქებამდე“ ჯერ ადრეა.

გაერთიანდით სტეპერების საერთაშორისო ქსელში, დაუმეგობრდით ტექნოლოგიებს და ნუ ჩამორჩებით დროს, თქვენი წარმატება იწყება აქ, შემოგვიერთდით სტეპერების დიდ ოჯახში!

მსოფლიო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,

ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები