; 24 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ კარგი გრაფიკული დიზაინერი - IT Academy STEP Tbilisi 24 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ კარგი გრაფიკული დიზაინერი - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

24 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ კარგი გრაფიკული დიზაინერი

ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეთ კარგი დიზაინერი, თუმცა სწორი რჩევის პოვნა შეიძლება რთული აღმოჩნდეს. ზოგიერთი ვებ გვერდი იმდენად სავსეა განმარტებებით, რომ მათში თქვენთვის საჭირო სასიცოცხლო ინფორმაციას კარგავთ.

იმისთვის რომ გახდეთ კარგი გრაფიკული დიზაინერი, ეს თქვენს კრეატიულობაზე და მუშაობის ტემპზეა დამოკიდებული. მაგრამ არსებობს რამდენიმე რჩევა და ხრიკი, რომლებიც დაგეხმარებათ გახდეთ სხვებისგან გამორჩეული. თქვენი ნამუშევრებისთვის ფერების შერჩევიდან დაწყებული საუკეთესო განლაგების არჩევით დამთავრებული, ნებისმიერ პროცესში ფუნდამენტური პრინციპების გაგება გრაფიკული დიზაინის მიმართულებაში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

1 სხვადასხვა ფერები სცადეთ

თქვენს მიერ გამოყენებული ნებისმიერი აპლიკაციის საშუალებით ნამუშევრის შექმნის შემდეგ, შეეცადეთ მისი ექსპორტი ფოტოშოფში გააკეთოთ და ითამაშეთ სხვადასხვა ფერებით, რომ ნახოთ, რომელი იქნება საუკეთესო თქვენი ნამუშევრისთვის. გამოსცადეთ ყველაფერი, სანამ სწორ ფერს არ მიაგნებთ.

2 არასოდეს ივარაუდოთ, რომ ყველაფერი კარგადაა

სიტყვა ‘ვარაუდი’ თქვენი ლექსიკონიდან უნდა ამოშალოთ, თუ გსურთ იყოთ კარგი დიზაინერი. სამუშაოს შესრულებამდე, მასალა წინასწარ დაბეჭდეთ და დარწმუნდით, რომ ყველაფერი სწორი და სტანდარტების შესაბამისია.

3 საფუძვლიანი მოქმედებები შეასრულეთ

არის მომენტები, როცა გსურთ შეცვალოთ თქვენი კლიენტების მიერ მითითებული მოთხოვნები. შეიძლება ეს მათ არ მოეწონოთ, ამიტომ დარწმუნებული უნდა იყოთ იმაში, რომ იდეებს ნამდვილად გაყიდით და წინ წაიწევთ.

4 რეგულარულად დაისვენეთ

ნუ მიეჯაჭვებით კომპიუტერს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. რეგულარულად დაისვენეთ. გაიარ-გამოიარეთ, მიიღეთ სუფთა ჰაერი, რომ გონება ცოტა დაასვენოთ. ასე მოქცევა თქვენს გონებას და სხეულს გაახალისებს და აღმოაჩენთ, რომ ამით თქვენი კრეატიულობა გაიზრდება.

5 შეუერთდით ფორუმებს

საუკეთესო შემოქმედებითი დიზაინერების უმრავლესობა სახლიდან მუშაობს, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეგიშალოთ ფორუმებში გაწევრიანებაში. ისინი საშუალებას მოგცემთ შეხვდეთ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, გაეცნოთ მათ იდეებს, რომლებიც თქვენს საქმეს შემდეგ ეტაპზე გადაიყვანს. სხვებთან თანამშრომლობა ხელს შეგიწყობთ იმაში, რომ კარგი გრაფიკული დიზაინერი ჩამოყალიბდეთ. ზოგიერთი სასარგებლო ფორუმი მოიცავს Designate online-ს, Graphic Design Forum-ს და Smashing Magazine Forum-ს.

6 გამოიყენეთ ესკიზების წიგნი

ყოველთვის დააფასეთ ესკიზების წიგნის ძალა. როცა შესანიშნავი იდეა მოგივათ თავში, დაიწყეთ მისი განხორციელება ესკიზების წიგნში. ეს საშუალებას მოგცემთ განავრცოთ და განავითაროთ საკუთარი იდეა, მის კომპიუტერში გადატანამდე. დროთა განმავლობაში შეამჩნევთ, რომ თქვენი კრეატიულობა იზრდება.

7 გაასწორეთ თქვენი სპეციფიკაციები

დარწმუნდით, რომ დიზაინის დაწყებამდე სწორი სპეციფიკაციები გაქვთ არჩეული. თქვენი პროექტისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი მზად უნდა გქონდეთ, ამიტომ ჩამოტვირთეთ ყველა საჭირო დანამატი და პროგრამა, რომელიც დაგჭირდებათ დიზაინის სამუშაოს შესასრულებლად.

8 მიიღეთ გამაგრილებელი სასმელები, გემრიელი კერძები, ცივი შხაპი

ეს ყველაფერი დაგეხმარებათ თქვენი ტვინის გააქტიურებაში და პროდუქტიულობაში. განსაკუთრებით, ცივი შხაპის მიღებისას, თქვენი გულისცემა ჩქარდება, სუნთქვა გაღრმავდება და სხეული შეეცდება გაგათბოთ. ეს პროცესი ტვინს ჟანგბადით ამარაგებს, ადრენალინის მოზღვავება, რომელსაც გულის მომატებული სიხშირის გამო განიცდით, ენერგიას შეგმატებთ. გარდა ამისა, სიმშვიდესა და კომფორტულ მდგომარეობაში ყოფნამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააძლიეროს თქვენი ნაყოფიერება.

9 შეადგინეთ რუკა

მონიშნეთ ფრაზები და საკვანძო სიტყვები და ჩაწერეთ ისინი თქვენი ესკიზების წიგნში. შემდეგ გაავლეთ ხაზები მათი ერთმანეთთან დასაკავშირებლად და დააკვირდით კიდევ რა არის საჭირო. ამ სავარჯიშოს მიზანია ზედმეტი გადამეტების გარეშე აამუშაოთ თქვენი კრეატიულობა. ძალიან მალე აღმოაჩენთ, რომ ულამაზესი დიზაინი შექმენით.

10 წაიკითხეთ წიგნები

იმისთვის, რომ იყოთ მიზანმიმართული, ბევრი უნდა იკითხოთ. გრაფიკული დიზაინის ათასობით წიგნი არსებობს, რომელბითაც ცოდნას გაიღრმავებთ. ამ წიგნებს ნახავთ როგორც ინტერნეტში, ასევე მაღაზიებში. მათ შეუძლიათ სერიოზული წვლილი შეიტანონ თქვენს განათლებაში. უბრალოდ მოძმებნეთ თქვენთვის ყველაზე აქტუალური წიგნი და წაიკითხეთ.

11 დაიცავით ვებ სტანდარტები

ვებ სტანდარტების 100 %-ით დაცვა სხვებს იმის შთაბეჭდილებას შეუქმნის, რომ თქვენ სერიოზულად ეკიდებით თქვენს ბიზნეს საქმიანობას. ყველა ის ხელსაწყო და პროგრამა, რომელიც ვებ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გჭირდებათ, უნდა იყოს თანამედროვე. სხვა ინსტრუმენტებშიც ჩადეთ ინვესტიცია, თუ ფიქრობთ, რომ ის თქვენს სამუშაო სტანდარტებს გააუმჯობესებს.

12 არ ჩამორჩეთ უახლეს მოვლენებს

გრაფიკული დიზაინი არის სწრაფად განვითარებადი პროფესია, რომელიც თქვენგანაც შესაბამის განვითარებას მოითხოვს. ინფორმირებული იყავით ინდუსტრიაში განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ. ეწვიეთ ფორუმებს, რომ ნახოთ რას ამბობს ხალხი და მიიღეთ ინფორმაცია უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც გააუმჯობესებს თქვენს შრომისუნარიანობას.

13 დაზოგეთ თქვენი სამუშაო მოკლე ინტერვალებით

არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე თქვენი რთული ნამუშევრის დაკარგვისა, იმის გამო რომ უბრალოდ მისი შენახვა დაგავიწყდათ. ამ ტიპის შეცდომამ შეიძლება იმედგაცრუებულ სიტუაციაში დაგტოვოთ. თქვენ ვერ შეძლებთ ზუსტად აღადგინოთ ის, რაც დაკარგეთ და შეიძლება ძირითად ვადებშიც ვერ ჩაეტიოთ. სტრესი გავლენას მოახდენს თქვენს შემოქმედებით უნარზე. ამიტომ მუდმივად შეინახეთ თქვენი ნამუშევარი, რომ ყოველთვის უსაფრთხოდ იყოთ.

14 ითანამშრომლეთ კოლეგებთან

ყველაფერი არავინ არ იცის. შეხვდით თქვენი სფეროს ადამიანებს და გაიზიარეთ მათი იდეები. შესაძლებელია მეგობრებისგან, თქვენს სფეროსთან დაკავშირებული საქმიანი განხილვების დროს რაღაც ახალი ისწავლოთ, ისინიც შეიტყობენ სიახლეებს თქვენგან.

15 სწორად გაიგეთ

თქვენი კლიენტებისთვის სამუშაოს წარდგენამდე რამდენჯერმე გატესტეთ ის და დარწმუნდით, რომ ყველაფერი კარგად მუშაობს. თქვენი რეპუტაცია შეილახება იმ შემთხვევაში, თუ პროექტს გააგზავნით და ის არ იმუშავებს ტესტირების დროს. ყოველთვის ორჯერ შეამოწმეთ და იცოდეთ, რომ თქვენს მიერ მომზადებული პროექტი უნაკლოდ მუშაობს.

16 თქვენი აქტივები უსაფრთხოდ შეინახეთ

თქვენი დიზაინის სამუშაოებში გამოყენებული ინსტრუმენტები ფასდაუდებელია თქვენთვის. მათი დაცვა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. კარგია თუ თქვენი ხელსაწყოებისთვის გამოყოფილ საქაღალდეს შექმნით. ამით თავიდან აიცილებთ მის შემთხვევით წაშლას და შეძლებთ მის დაცვას ვირუსებისგან და საზიანო პროგრამებისგან.

17 იყავით რაც შეიძლება მარტივი

გამარტივება შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს, განსაკუთრებით კარიერის დასაწყისში. გამოცდილების და იდეების სიმრავლესთან ერთად ნახავთ, რომ უმჯობესია თქვენი საქმე მაქსიმალურად მარტივად მართოთ. სიმარტივე თქვენი იდეების გაგებას უფრო ადვილს გახდის თქვენთვის და თქვენი კლიენტებისთვის. მოერიდეთ რთული თემების გამოყენებს, რამაც შეიძლება თქვენი ნამუშევარი ბუნდოვანი გახადოს.

18 მიიღეთ გამოცდილება

გამოცდილება ზრდის თქვენს უნარებს და ხვეწს მათ. კარგი დიზაინერი რომ გახდეთ, ყოველდღე დრო ახალი ტექნიკის სწავლაში და პრობლემური სფეროების გაუმჯობესებაში გაატარეთ. ასეთი მოქმედება თქვენს უნარებს გაამყარებს და წინსვლის საშუალებას მოგცემთ. დროთა განმავლობაში სწორედ ისეთი პროფესიონალი დიზაინერი გახდებით, რაც მიზნად გქონდათ დასახული.

19 იყიდეთ ახალი კომპიუტერი

ხელოვნების აღჭურვილობის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენი სამუშაო ეფექტურად და შეუფერხებლად შესრულდეს. 5 წელზე მეტი ასაკის კომპიუტერი უნდა შეიცვალოს, რომ დააკმაყოფილოთ დიზაინის ტენდენციები და პროგრამული უზრუნველყოფა. ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება და სურვილი არ გექნებათ ისეთი მოწყობილობები გამოიყენოთ, რომლებიც შეუთავსებელია გრაფიკული დიზაინის უახლეს მიღწევებთან. ეს ნამდვილად უსაფრთხო გზაა.

20 თქვენს საქმიანობას გარკვეული ჩრდილები შემატეთ

გააუმჯობესეთ თქვენი დიზაინი მათზე ჩრდილების დამატებით. როცა ამ ტიპის კონტრასტს იყენებთ, თქვენი ნამუშევარი უფრო რეალისტურად გამოიყურება და გამოირჩევა. ასეთი მიდგომა თქვენს საქმიანობას უწყვეტ ნაკადად წარმართავს, განსაკუთრებით თუ ვექტორებით მუშაობთ.

21 გადაამოწმეთ თქვენი ნამუშევარი

გადაამოწმეთ თქვენი ნამუშევარი, სანამ კლიენტებს წარუდგენთ. როცა თქვენს ნამუშევარს გადასცემთ და იქ შეცდომები და უყურადღებო ხარვეზები არ არის, ეს თქვენს პროფესიონალიზმზე და დეტალებისადმი ყურადღებაზე მიუთითებს.

22 ითანამშრომლეთ თქვენს დამკვეთებთან

ყოველთვის კარგ დამოკიდებულებაში იყავით თქვენს კლლიენტებთან. ყველა საკითხი რაც შეიძლება მეგობრულად გადაჭერით, ისე რომ თქვენი კლიენტისადმი ურთიერთობებს საფრთხე არ შეექმნას. თქვენ არასოდეს იცით იმ სამუშაოს მოცულობა, რომელიც შეიძლება კლიენტმა შემოგთავაზოთ ან ვის შეიძლება გადასცენ თქვენი სახელი რეკომენდაციის სახით. რაც უფრო მეტ სამუშაოს შეასრულებთ, მით უფრო მეტ გამოცდილებას მიიღებთ.

23 იყავით პატიოსანი პარტნიორი, არასოდეს არ შეაფასოთ თქვენი ნაშრომი ძვირად სხვის მოსატყუებლად

პატიოსნება უდიდესი ღირებულებაა, როცა საქმე ბიზნესს ეხება. საკუთარ თავს ნურც იაფად  გაყიდით და ნურც გადაამეტებთ. ნუ გადააფასებთ თქვენს შესაძლებლობებს თქვენი ბიზნესის განვითარების მიზნით. იყავით ისეთი, როგორიც ხართ და საქმე სულ შემოგემატებათ

24 შემოუერთდით აკადემია სტეპს, გახდით #სტეპერი !

მარტო მცდელობით, თანამოაზრეების გარეშე, ჯგუფელების გარეშე, მოკლე დროში ვერ შეძლებთ იმის გათავისებას, რაც აუცილებლად დაგჭირდებათ სამსახურში. სწორედ ამიტომ გთავაზობთ არ დაკარგოთ დრო უქმად და შეისწავლოთ ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ კარგი, მაღალ ანაზღაურებადი სამსახურის პოვნაში, სადაც უბრალოდ შეუცვლელი პროფესიონალი იქნებით. სულ რაღაც 2,5 წელიწადში თქვენ აითვისებთ რამდენიმე დამატებით პროფესიას. ეს კი იმის გარანტია იქნება, რომ თქვენ გახდებით მოთხოვნადი, წარმატებული პროფესიონალი თქვენს მომავალ კარიერაში.

ჩვენ ვართ თქვენი გარანტი, რადგან ჩვენ ვართ საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შეისწავლეთ კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*

 

გრაფიკული დიზაინი საინტერესო საშუალებაა კაპიტალის დასაბანდებლად, მაგრამ მზად უნდა იყოთ ენერგიული და ძლიერი ტრენინგის გასავლელად, რომ რჩეულების რიგში დარჩეთ. თქვენი შემოქმედებითი უნარები და რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა და ხრიკი არის ის, რაც წარმატებისთვის გჭირდებათ.

დაგეხმარათ ჩვენი რჩევები პროფესიონალ დიზაინერად ჩამოყალიბების იდეების შემუშავებაში?


ახალი ამბები