; 25 სამუშაო ფრილანსერებისთვის, დასაქმდით სახლიდან გაუსვლელად! - IT Academy STEP Tbilisi 25 სამუშაო ფრილანსერებისთვის, დასაქმდით სახლიდან გაუსვლელად! - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

25 სამუშაო ფრილანსერებისთვის, დასაქმდით სახლიდან გაუსვლელად!

თუ გაქვს მოტივაცია, გარკვეული ცოდნა და უნარ-ჩვევები, გაქვს მიზანი გახდეთ შემდგარი წარმატებული ადამიანი, “ფრილანსერობა” საუკეთესო შესაძლებლობაა სახლიდან გაუსვლელად კარიერის განსავითარებლად! ინტერნეტში ასეთი სამუშაოების შემოთავაზებები მრავლად მოინახება თუ შენი საქმის პროფესიონალი ხარ!

მსოფლიოში მილიონობით კომპანია ეძებს ადამიანებს, ვისაც შეუძლია სხვადასხვა ტიპის სამუშაოების და პროექტების შესრულება. თუ გაქვთ გარკვეული უნარ-ჩვევები, მაშინ ნამდვილად შეძლებთ იმუშაოთ ასეთ კომპანიებში და კარგი შემოსავალიც მიიღოთ, თუ შეძლებთ ქვემოთ ჩამოთვლილი 25 სამუშაოდან ერთერთის შესრულებას.

25 ყველაზე პოპულარული თავისუფალი სამუშაო

გაეცანით სიას. თუ ფლობთ რომელიმე უნარ-ჩვევას, შეგიძლიათ ახლავე შეუდგეთ საქმეს თუ არ ფლობთ, დაიწყეთ სწავლა დღეიდან!

პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა

სამუშაოს აღწერილობა: შექმენით რაიმე ღირებული რაც თქვენს შრომის მოყვარეობას და პროფესიონალიზმს წარმოაჩენს,  ჩაერთეთ ნებისმიერი ზომის და მაშტაბის მქონე კომპანიის საქმიანობაში

საჭირო უნარ-ჩვევები: პროგრამული ენების კარგად ფლობა, კონცეტრირების უნარი

ვებ-გვერდის დეველოფმენტი და ვებ-დიზაინი

სამუშაოს აღწერილობა:  შექმენით ვებსაიტის დიზაინის და კოდის მონახაზი, აჩვენეთ ის თქვენს შემკვეთს, დაადეთ ფასი, თქვენი ლოგო და კორდინატები, აუცილებლად გამოჩნდებიან მსურველები, მოგიწევთ მისი დასრულება და ფინანსური სარგებლის აღება

საჭირო უნარ-ჩვევები: საჭიროა დიზაინის და კოდის წერის ცოდნა. კარგად უნდა გქონდეთ გათვითცნობიერებული სხვადასხვა SDK,როგორიცაა .NET, Java, Dreamweaver და ა.შ. WordPress-ის ცოდნა გამოგადგებათ.

ონლაინ სწავლება

სამუშაოს აღწერილობა: თუ რაიმე იშვიათ ცოდნას ფლობთ, 21-ე საუკუნეში შეგიძლიათ მარტივად გაავრცელოთ, ასწავლეთ ონლაინ Skype-ის ან Google Hangout-ის დახმარებით. სამუშაო საკმაოდ მარტივია, ორგანიზება გაუწიეთ სხვადასხვა სესიებს და ჩაატარეთ ლექციები.

საჭირო უნარ-ჩვევები: უნდა იცოდეთ თქვენი საგანი ან ექსპერტიზის სფერო. მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ფსიქოლოგია, საშუალო სკოლის მათემატიკა თუ პროგრამირების ენის სწავლება, მაგალითად C++ -ის.

თავისუფალი წერა და ქოპირაითინგი

სამუშაოს აღწერილობა: დაწერეთ შემკვეთებისთვის. თავისუფალი წერა შეიძლება იყოს მოჩვენებების თემაზე ან სტატიების წერა ბლოგისთვის, ვებ-საიტისთვის, სოც-ქსელისთვის.

საჭირო უნარ-ჩვევები: უნდა გქონდეთ წერის უნარ-ჩვევები და შეგეძლოთ სტატიების ან ესეების უმოკლეს დროში დასრულება.

კრეატიული დიზაინი

სამუშაოს აღწერილობა: კრეატიული დიზაინი შეიძლება მოიცავდეს დიზაინთან დაკავშირებული სამუშაოს უზარმაზარ სფეროს. მაგალითად, ავიღოთ პრეზენტაცია PowerPoint-ში ან დესქთოფის დიზაინი Adobe Photoshop-ში.

საჭირო უნარ-ჩვევები: კრეატიული დიზანი ადვილი არ არის. ყველაფერი უნდა იცოდეთ PowerPoint-ზე ან Adobe Photoshop-ზე. გამოცდილება აუცილებელია.

გაყიდვები და მარკეტინგი

სამუშაოს აღწერილობა: უნდა შეძლოთ ინიციატივების გენერაცია თქვენი შემკვეთებისთვის. თქვენ უნდა გაყიდოთ პროდუქტი, უმთავრესად ინტერნეტით. მარკეტინგი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, მარკეტინგი ელექტრონული შეტყობინებით, სოციალური მედია მარკეტინგი და ა.შ.

საჭირო უნარ-ჩვევები: საჭიროა გარკვეული გამოცდილება მარკეტინგის სფეროში, განსაკუთრებით შვილობილ მარკეტინგში. გაყიდვები და მარკეტინგი ინტერნეტით, უწყვეტი ნაკადით უნდა შესრულდეს.

გრაფიკული დიზაინი

სამუშაოს აღწერილობა: გრაფიკული დიზაინი სრულიად განსხვავებული სფეროა. ბეჭდური და ელეწტრონული მედიისთვის უნდა შექმნათ გრაფიკა. გრაფიკულ დიზაინერებზე, როგორც თავისუფალი სამუშაოს შემსრულებლებზე, უზარმაზარი მოთხოვნაა.

საჭირო უნარ-ჩვევები: გრაფიკული დიზაინი ჩვეულებრივი საქმე არ არის. გავლილი უნდა გქონდეთ პროფესიონალური კურსი და გაგაჩნდეთ შესაბამისი გამოცდილება სანამ გრაფიკული დიზაინის თავისუფალი სამუშაოს შესრულებას შეუდგებით.

მობილური აპლიკაციის დეველოფმენტი

სამუშაოს აღწერილობა: აპლიკაციის დეველოფმენტი ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით ისეთი მობილური პლათფორმებისთვის, როგორიცაა Apple და Windows. თქვენი კლიენტებისთვის უნდა განავითაროთ აპლიაკციები.

საჭირო უნარ-ჩვევები: რა თქმა უნდა! მისწრაფება აპლიკაციების დეველოფმენტისკენ! შექმნილი უნდა გქონდეთ აპლიკაციები კონკრეტული პლათფორმებისთვის, მაგალითად, Apple iOS ან MS Windows.

საძიებო ძრავის ოპტიმიზაცია ან SEO, SEM

სამუშაოს აღწერილობა: საძიებო ძრავის ოპტიმიზაცია ან SEO ასევე ძალიან პოპულარული სამუშაოა, რომელიც სახლიდან შეიძლება შესრულდეს. თქვენ უნდა აამუშაოთ და მაღალ რანგზე აიყვანოთ ვებსაიტი Google-ში. SEM ან საძიებო ძრავის ოპტიმიზაცია ერთი და იგივეა.

საჭირო უნარ-ჩვევები: ყველაფერი უნდა იცოდეთ SEO-ს შესახებ, ბმულის შექმნა, Google-ში მაღალ რანგზე აყვანა, როგორ იქცევა Google-ი, Panda-ს ეფექტი და ა.შ.

ბრენდირება და საზოგადოებასთან ურთიერთობები

სამუშაოს აღწერილობა: ბრენდირება და PR სამუშაოები ძალიან მოთხოვნადია თუ თავისუფალი მომუშავე ხართ. ეს სერვისები შეგიძლიათ სახლიდან შეასრულოთ. კამპანია, რომელიც უნდა განახორციელოთ, ინტერნეტში იქნება.

საჭირო უნარ-ჩვევები: უნდა იცოდეთ პროდუქტის ბრენდირება და გაყიდვა. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებასთან ურთიერთობები დაგეხმარებათ. საჭიროა გარკვეული გამოცდილება თუმცა ლიტერატურა ამ დეფიციტს შეგივსებთ

Admin-ის მხარდაჭერა და დახმარება

სამუშაოს აღწერილობა: ადმინისტრირების მხარდაჭერა და დახმარება შეიძლება სხვადასხვა ფორმის იყოს. შეგიძლიათ იყოთ ვირტუალური დამხმარე ან გარკვეული პროექტის მენეჯერი.

საჭირო უნარ-ჩვევები: Admin-ის მხარდაჭერა და დახმარება სამუშაოსთვის დაგჭირდებათ სხვადასხვა რაღაცეების მეთვალყურეობა კალენდრის საშუალებით, მაგალითად, შეხვედრების და ა.შ. აუცილებელია გარკვეული გამოცდილება, სანამ ამ საქმეს შეუდგებით.

3D მოდელირება და CAD

სამუშაოს აღწერილობა: 3 D მოდელირება და CAD პროგრესული თემაა და მოთხოვნაც დიდია თუ გსურთ ამ სფეროს დიზაინერად მუშაობა.

საჭირო უნარ-ჩვევები: ამ შემთხვევაში ფორმალური ხარისხი დაგჭირდებათ. თავისუფალი სამუშაოებით დასაქმების დროს ხარისხს არავინ არ ითხოვს, მაგრამ ამ სამუშაოს შესასრულებლად საბაზისო ცოდნა და გამოცდილება მოგეთხოვებათ.

თამაშების განვითარება

სამუშაოს აღწერილობა: თამაშების განვითარება ძალიან ჰგავს აპლიკაციების განვითარებას. ამ სამუშაოს შესასრულებლად უნდა დაწეროთ თამაშების კოდი, რომლებსაც თამაშობენ online ან offline.

საჭირო უნარ-ჩვევები: კარგად უნდა გესმოდეთ და იცოდეთ სხვადასხვა სათამაშო SDK-ები. აუცილებლად უნდა გქონდეთ გამოცდილება, სანამ თამაშების განვითარებით დასაქმდებით.

თარგმანი

სამუშაოს აღწერილობა: თარგმანის სამუშაოებზეც დიდი მოთხოვნაა. უნდა თარგმნოთ მასალები ერთი ენიდან მეორეზე. არსებობს იურიდიული თარგმანიც და სამედიცინო თარგმანიც.

საჭირო უნარ-ჩვევები: უნდა იცოდეთ მსოფლიოს სხვადასხვა ენები, განსაკუთრებით ფრანგული, გერმანული, ინგლისური და ა.შ. თარგმანს დიდი მომავალი აქვს.

ვების კვლევა

სამუშაოს აღწერილობა: ვების კვლევა ან ინტერნეტ კვლევა საკმაოდ მარტივი სამუშაოა თავისუფალი მომუშავეებისთვის. თქვენ მოგცემენ სხვადასხვა ტიპის დავალებებს, მაგალითად, მიმოხილვებს, ფორმის შევსებას, გამოკითხვას და ა.შ. საბაზისო კვლევითი სამუშაო!

საჭირო უნარ-ჩვევები: დაგჭირდებათ ინტერნეტის და სხვადასხვა ვებსაიტების ცოდნა და ინტერნეტში დიდი დროის გატარების სურვილი.

იურიდიული სერვისები

სამუშაოს აღწერილობა: იურიდიული სერვისები სამართლის კურსდამთავრებულთათვის ან სამართლის სტუდენტებისთვსი არის განკუთვნილი. კლიენტები ეძებენ სხვადასხვა სერვისებს, როგორიცაა კორპორატიული შემთხვევები, კრიმინალური, საკუთრების, საოჯახო, იურისტის დამხმარე და ა.შ. ამ სფეროში დიდი ანაზღაურებაა!

საჭირო უნარ-ჩვევები: უნდა გქონდეთ იურიდიული განათლება. შეგიძლიათ იყოთ გამოცდილების მქონე კონსულტანტი კმაყოფილი კლიენტების სიით.

ტრანსკრიბცია

სამუშაოს აღწერილობა: ალბათ გსმენიათ ტრანსკრიბციის სამუშაოების შესახებ. ტრანსკრიბციის სამუშაოები შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის, ზოგადი, იურიდიული, სამედიცინო. სამედიცინო ტრანსკრიბციის სამუშაოები ძალიან პოპულარულია თავისუფალ მომუშავეებში.

საჭირო უნარ-ჩვევები: უნდა გქონდეთ მოსმენის, ასევე ბეჭდვის შესანიშნავი უნარი, რადგან მოგიწევთ მოსმენა და თარგმნა.

ფოტოგრაფია

სამუშაოს აღწერილობა: თავისუფალი ფოტოგრაფი ერთერთი ყველაზე პოპულარული სამუშაოა. ეს სტატიაში გაცილებით ადრე უნდა მეხსენებინა.

საჭირო უნარ-ჩვევები: უნდა გაგაჩნდეთ ფოტოგრაფიის დიდი სურვილი და გარკვეული გამოცდილება. თქვენი პორტფელი შთამბეჭდავი უნდა იყოს. უნდა იცოდეთ ფოროსურათების რედაქტირება და რეტუშირება.

კლიენტების მომსახურება

სამუშაოს აღწერილობა: თავისუფალი მომუშავეებისთვის კლიენტების მომსახურების სამუშაოები არის, მაგრამ ისინი სხვებივით პოპულარული არ გახლავთ. არსებობს ერთი განსხვავებული სამუშაო კლიენტების მომსახურების სფეროში, როგორიცაა კლიენტის ტექნიკური მხარდაჭერა.

საჭირო უნარ-ჩვევები: თქვენ დაგჭირდებათ ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარ-ჩვევა და იმ კონკრეტული სფეროს ცოდნა, რომელშიც მომსახურებას მოგთხოვენ.

სოციალური მედია კოორდინატორი და საზოგადოების მენეჯერი

სამუშაოს აღწერილობა: სოციალური მედია კოორდინატორი და საზოგადოების მენეჯერის სამუშაოები ყველასთვის არ არის განკუთვნილი, რადგან აქ გამოცდილება დაგჭირდებათ. უნდა იცოდეთ პლათფორმები, როგორიცაა LinkedIn, Google Plus და ა.შ.

საჭირო უნარ-ჩვევები: თქვენ უნდა მართოთ და განაახლოთ ყველა სოციალური მედია პლათფორმა. უფრო მეტი უნდა ისწავლოთ LinkedIn-ის შესახებ და იმის შესახებ, როგორ ითანამშრომლოთ სხვებთან.

ლოგოს დიზაინი და ილუსტრაცია

სამუშაოს აღწერილობა: ლოგოს დიზაინი და ილუსტრაცია შეიძლება კრეატიულ დიზაინს დავუკავშიროთ. უნდა შექმნათ ლოგოები და ჯადოსნური ილუსტრაციები ვებსაიტებისთვის.

საჭირო უნარ-ჩვევები: საჭიროა კრეატიული დიზაინის, განსაკუთრებით ლოგოების შექმნის გამოცდილება. უნდა იცოდეთ როგორ გააკეთოთ ბრენდირება. თუ გაქვთ ნიჭი, კლიენტებს ადვილად მოიზიდავთ.

აუდიო და ვიდეო წარმოება

სამუშაოს აღწერილობა: აუდიო და ვიდეო წარმოება კრეატიული დიზაინის სფეროა.

საჭირო უნარ-ჩვევები: აქ საჭიროა აუდიო და ვიდეო მასალების რედაქტირების, ჩაწერის და წარმოების ცოდნა. უნდა გქონდეთ შესაბამისი გამოცდილებაც, რომ როგორც ტავისუფალმა მომუშავემ, ამ სამუშაოს შესრულება შეძლოთ.

მონაცემთა შეყვანის სამუშაოები

სამუშაოს აღწერილობა: მონაცემთა შეყვანის სამუშაოები ახალი არ არის და მათ შესახებ ინფორმაცია უნდა გაგაჩნდეთ. უნდა ნახოთ გამოსახულებები და მათ შესახებ ინფორმაცია შეიტანოთ ის ფაილში. გარკვეული გვერდები ერთ დღეში უნდა დაასრულოთ.

საჭირო უნარ-ჩვევები: უნდა გქონდეთ სწრაფი ბეჭდვის უნარ-ჩვევა, წუთში დაახლოებით 30 ან 40 სიტყვა და მოთმინების უნარი.

ადამიანური რესურსების მართვა

სამუშაოს აღწერილობა: HR მენეჯერებს ან ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებს კლიენტები ითხოვენ. ამ საქმის შესრულება შეგიძლიათ როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ, სახლიდან.

საჭირო უნარ-ჩვევები: საჭიროა გქონდეთ კარგი რეზიუმე და სამუშაო გამოცდილება. ასევე დაგჭირდებათ კარგი კონტაქტები და ნაცნობი სხვა HR მენეჯერების ქსელი. ტავისუფალი HR მენეჯერი უფრო გამოცდილ აღმსრულებლებს ესაჭიროებათ.

არქიტექტურული სერვისები

სამუშაოს აღწერილობა: და ბოლოს, შეგიძლიათ იპოვოთ თავისუფალი სამუშაო სხვადასხვა არქიტექტურული სერვისების შესასრულებლად. ყველაზე პოპულარული ინტერიერის დიზაინია. კლიენტებს შეგიძლიათ სახლიდან შეუთანხმდეთ.

საჭირო უნარ-ჩვევები: გავლილი უნდა გქონდეთ ტრენინგები და იცოდეთ დიზაინი, სანამ კლიენტებს შეხვდებით.

ჩვენთან, სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი, ქსელები და კიბერუსაფრთხოება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები