; 3 ტექნოლოგიური სიახლე აუტო ინდუსტრიაში - IT Academy STEP Tbilisi 3 ტექნოლოგიური სიახლე აუტო ინდუსტრიაში - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

3 ტექნოლოგიური სიახლე აუტო ინდუსტრიაში

1.გერამანია სატრანსპორტო რევოლუციას ამზადებს
წყალბადისძრავიანი მატარებლის შემდეგ გერმანიაში უპილოტო ტრამვაი გამოჩნდა. ავტომობილის სამშობლოში სატრანსპორტო სფეროს ხელახალი გარდაქმნისთვის ემზადებიან.

1886 წლის 29 იანვარს, კარლ ბენცმა შიდაწვისძრავიან ავტომობილზე პატენტი აიღო. დაიწყო ავტომობილების ერა. მათმა რაოდენობამ უკვე 1 მილიარდს გადააჭარბა.
XIX საუკუნისგან განსხვავებით XXI საუკუნეში გერმანიამ ინოვატორის ფუნქცია დაკარგა. ელექტრომობილმა, რომელიც მართალია ავტომობილთან ერთად დაიბადა, მაგრამ ხანგძილვი პაუზის შემდეგ დაახლოებით 10 წლის წინ თავიდან გაცოცხლდა, მოსალოდნელი პოპულარობა ვერ მოიპოვა. გეგმა რომ 2020 წელს გერმანული ქალაქის ქუჩებს 1 მილიონ ელექტომობილს ემოძრავა დიდი ალბათობით ჩავარდება, რადგან 2018 წლის პირველი იანვისთვის მათი რაოდენობა 130 000-ს არ აღემატებოდა. კლასიკურ ავტომწარმოებლებს გადაიარაღება გაუჭირდათ, ადგილობრივმა მოსახლეობამ კი იმპორტი ნაკლებად მოისურვა. თუმცა პრობლემები დროებითი აღმოჩნდა. Mercedes-მა და BMW-მ უკვე დააანონსეს კოკნრეტული მოდელების გამოსვლის თარიღები, რომლებიც შიდაწვისძრავიან კონკურენტებს გარბენით, სიჩქარითა და დიზაინით საერთოდ არ ჩამორჩებიან.
2015 წელს Toyota-მ წყალბადისძრავიანი Toyota mirai წარადგინა. მაღალი ფასის $57 000 და წყაბადგასამართი სადგურების სიმცირის გამო მოდელმა პოპულარობა ვერ მოიპოვა, არადა ელექტომობილისგან განსვავებით 5 წუთში იმუხტებოდა და 650 კილომეტრს გადიოდა.
3 წლის შემდეგ გერმანიაში წყალბადის ძრავზე პირველი მატარებელი გამოჩნდა, ის ერთმანეთთან 100 კილომეტრით დაშორებულ ორ პატარა ქალაქს ქუქსვენსა და ბუქსტუნს აკავშირებს. იქამდე ხაზზე დიზელის ძრავიანი მატარებელი მოძრაობდა. ამ ორ ქალაქში ჯამში 100 ათასზე ნაკლები ადმიანი ცხოვრობს, რის გამოც ორვაგონიანი შემადგენლობა საკმარისი გახდა.
რაც შეეხება უპილოტო ტრამვაის ის ქალაქ პოტსდამში გამოჩნდა. ექვ კილომეტრიან მარშუტზე უპილოტო ტრავაი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს და კაბინაში კვლავ ზის მემანქანე, მაგრამ დღემდე მისი ჩარევა საჭირო არ გამხდარა. კამერები და რადარები ცნობენ რელსებს, ასევე ადამიანებს, სხვა ავტომობილებსა და მოძრავ ობიექტებს.
როგორც ნავთობზე ასევე მძღოლზე უარის თქმა ეკოლოგიაზე, ეკონომიკაზე და ადამიანის ცხოვრების წესზე მალე სერიოზულ გავლენას მოახდენს. კომპანია Tesla ელექტომობილების გარდა უპილოტოების პროექტზეც მუშაობს და მასზე დიდი იმედებს ამყარებს. უპილოტოებში მილიარდობით დოლარის ინვესტირებას არც google იშურებს.

 

2. Toyota $0.5 მლრდ-ს ინვესტირებას Uber-ის უპილოტოებში მოახდენს
იაპონური ავტოწარმოების გიგანტი Toyota ამერიკულ ტაქსების კომპანია Uber-ში $500 მლნ-ს ინვესტირებას მოახდენს. თანხა უპილოტო ავტომობილების ხაზის განვითარებას მოხმარდება.

Toyota-ში აცხადებენ, რომ ავტონომიურ ავტომობილებს დიდი პერსპექტივა გააჩნია და შესაბამისად სექტორით თავადაც დაინტერესებულები არიან.
ელექტრომობილისგან განსხვავებით უპილოტო ავტომობილების სერიული წარმოება ჯერ არ დაწყებულა. უსაფრთხოების ნორმების დაცვა მთავარ გამოწვევად რჩება. დღეისთვის ყველაზე მეტი უპილოტო კალიფორნიის შტატში გადაადგილდება. მათი უდიდესი ნაწილი Uber-ისა და google-ის საკუთრებაა. ამ მიმართულებით დაინტერესებულია Tesla-ც. ინდუსტრია მომავალში მილიონობით მძღოლს სამუშაო ადგილის დაკარგვას უქადის, მაგრამ ამავე დროს ჩნდება ათობით მილიარდი დოლარის დაზოგვის საშუალება რაც პროდუქციის ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებას იძლევა.
Toyota 1937 წელს დაარსებული კომპანიაა, რომლის კაპიტალიზაციაც $184 მლრდ-ს შეადგენს, მისმა გაყიდვებმა გასულ წელს $264 მლრდ-ს მიაღწია, წმინდა მოგებამ კი $23 მლრდ. მის ფონზე 2009 წელს დაარსებული Uber შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება, რომლის კაპიტალიზაცია 72 მილიარდია, შემოსავალი კი 6.5 მილიარდი.

 

3. შეერთებულმა შტატებმა ავტომობილისთვის სავალდებულო ტექ-დათვალიერების სიიდან შესაძლოა საჭე ამოიღოს
ელექტრომობილების გაყიდვები თვიდან თვემდე იზრდება, მათი წილი ავტოინდუსტრიაში უკვე 0.5%-ზე მეტია

უპილოტოები ამ ეტაპზე სერიულად არ იწარმოება, მათ მოძრაობა უმეტესად სპეციალურ დახურულ ტრასებზე უხდებათ და იშვიათად ქუჩებში, ისიც გამკაცრებული ზედამხედველობის ქვეშ, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გასტანს. ტექნოლოგიები იხვეწება, ადამიანის, შემხვედრი ავტომობილის, სხვა მოძრავი თუ უძრავი საგნის აღქმის უნარიც უმჯობესდება.
1) გამოთავისუფლდება მძღოლის ადგილი, შესაბამისად ავტომობილი უფრო მეტი ადამიანი გადაყვანა შეძლებს.
2) მძღოლის საჭიროების არ ქონა მგზავრობას, გადაზიდვებს და შესაბამისად პროდუქტს გააიაფებს
3) შეცდომისგან არც ტექნიკაა დაზღვეული, მაგრამ ის დიაგნოსტიკას და 100% კონტროლირებას ექვემდებარება
უპილოტოებში ყველაზე დიდ სახსრებს Google ხარჯავს, მაგრამ გულხელდაკრეფილი ყოფნას არც ტრადიციული ავტომწარმოებლები აპირებენ. 2020 წელს 40 ტონიანი TESLA model semi გამოვა. სატვირთოთი უკვე დაინტერესდა საცალო გაყიდვების გიგანტი Walmart, რომელმაც წინასწარ შეუკვეთა 15 მოდელი.
ტექნოლოგიების მზაობის გარდა საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რათა ქალაქის ერთი უბნიდან მეორეში, სქვა ქალაქში ან სხვა სახელმწიფოში უპილოტოთი გამგზავრება ლეგალური გახდეს. მსგავსი გამოწვევის წინაშე დგას აშშ-ის სატრანსპორტო დეპარტამენტი. ცვლილებები მზად სავარაუდოდ უახლოეს მომავალში იქნება.


ახალი ამბები