; 4 საინტერესო საქმიანობა აუთსორსზე - IT Academy STEP Tbilisi 4 საინტერესო საქმიანობა აუთსორსზე - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

4 საინტერესო საქმიანობა აუთსორსზე

დრო, როდესაც თქვენ დადიოდით კოლეჯში და კარიერას ატარებდით 50 მილი რადიუსის ფარგლებში (და სავარაუდოდ ერთი და იგივე ქალაქში) დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. დღევანდელ რეალობაში, სამყაროში, რომელიც სინამდვილეში გლობალურ სოფლად არის გადაქცეული, დისტანცია ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება და ჩვენ ყველანი ერთმანეთთან უფრო და უფრო კავშირში ვართ. მაგრამ ცხოვრებისთვის საჭიროა მუშაობა. მნიშვნელობა არ აქვს ციფრული სამუშაოს მაძიებელი ხართ თუ მხოლოდ სახლიდან მუშაობა გსურთ, წარმოგიდგენთ საუკეთესო არჩევანის ჩამონათვალს.

Forex Trader

თუ ფულის მართვის შნო გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ იფიქროთ forex trading-ზე. Forex-ი ნიშნავს foreign exchange-ს და ძირითადად აღნიშნავს უცხოურ ვალუტაში ყიდვას და გაყიდვას. უცხოური სავალუტო ბაზარი არის ადგილი, სადაც უცხოური ვალუტა იყიდება – forex trading-ი კი ყოველთვის წყვილებში მუშაობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ ყოველთვის ყიდით ერთ ვალუტას (ძირითად ვალუტას) იმისთვის, რომ იყიდოთ – მეორე ვალუტა (დადგენილი ვალუტა).

ფინანსების და ეკონომიკის ცოდნა დაგეხმარებათ, მაგრამ ეს ყველაფერი მაშინ ჩანს, თუ რამდენად კარგად შეგიძლიათ გაუმკლავდეთ რისკს, დაინტერესებული ხართ თუ არა როგორ იცვლება ბაზარი და იცით თუ არა ნიშნების სწორად წაკითხვა. თანამედროვე ეპოქაში forex trading-ი ხელმისაწვდომია ბევრ ონლაინ პლათფორმაზე, რომლებზე წვდომაც შეგიძლიათ ნებისმიერი მოწყობილობიდან მიიღოთ, საკუთარი ლეპტოპიდან, მობილურიდან თუ ტაბლეტიდან.

Vlogger

Vlogging-ი ძირითადად იმათთვის არის, ვისაც ბევრი მოგზაურობა უყვარს. Vlogger-ი არის ადამიანი, რომელიც განათავსებს ვიდეოებს Youtube-ის ან სხვა ტიპის ონლაინ ვიდეო სერვისის გამოყენებით, რომ ფართო აუდიტორიას მიაწვდინოს ხმა. სანამ დაიწყებთ, დაფიქრდით თქვენს ძლიერ მხარეებზე: თუ ციფრული ტომის წევრი ხართ, რომელიც მუდმივად მოგზაურობს, მაშინ შესაძლოა ვიდეო არხი, იმის შესახებ თუ რა გამოცდილებას იძენთ ადგილობრივი კულტურის შესახებ, იყოს კარგი და შესაფერისი აღმოჩენა თქვენთვის. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, იმის გამო, რომ უამრავი vlogger-ი არსებობს, თავი უნდა გამოიჩინოთ. ამიტომ გაარკვიეთ რატომ ხართ უნიკალური და ამის მიხედვით შექმენით თქვენი მიდგომა. თუ მოგზაურობა ნაკლებად გაინტერესებთ, ისეთი რამე აირჩიეთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით: შეიძლება ძალიან კარგი მოყვარული მზარეული ხართ ან მართლა შემოქმედებითად ასრულებთ სახლის დავალებებს. მას შემდეგ რაც საკუთარ თავს აღმოაჩენთ, მიმართეთ ბრენდებს, რომლებსაც აზრი აქვს თქვენი ძირითადი დემოგრაფიული მონაცემებიდან გამომდინარე და დაელაპარაკეთ პარტნიორობის და რეკლამის შესახებ.

Online Tutor

ეს სამუშაო ყველასთვის არის, რადგან თითოეულ ჩვენგანს რაღაც ნამდვილად გამოსდის კარგად. დამწყებთათვის, შეიძლება ძალიან კარგი ადგილობრივი ინგლისურად მოსაუბრე ხართ ან სხვა ენის ადგილობრივი მოსაუბრე. შეუერთდით ფორუმებს და ონლაინ საზოგადოებებს, სადაც ხალხი, ვისაც ენის შესწავლა სურს, ეძებენ ადამიანებს, რომლებიც ასწავლიან მათ ან ავარჯიშებენ აქცენტის გაუმჯობესებაში – ასეთი გზით შეგიძლიათ კლიენტები მოიზიდოთ. თუ ეს კარგად გამოგდით, სახელს მალე გაითქვამთ. თუ ენები არ გეხერხებათ, სცადეთ სხვა უნარ-ჩვევები, რომლებიც მოძრავია, როგორიცაა ხელოვნება და ხელნაკეთობები და ამის მიხედვით დაიმკვიდრეთ თავი ბაზარზე.

რაც დაგჭირდებათ არის მხოლოდ ლეპტოპი, სკაიპი ან სხვა მსგავსი ვიდეო ზარის პროგრამული უზრუნველყოფა და ასევე ძალიან კარგი ინტერნეტ კავშირი. შეგიძლიათ დაიწყოთ ფულის გამომუშავება. რადგან ბევრი ონლაინ მასწავლებელი ურთიერთობს საერთაშორისო სტუდენტებთან, დარწმუნდით იმაში, რომ ისეთი გზა აირჩიეთ, რომლითაც ფულს გადაგიხდიან – მაგალითად PayPal ანგარიშის შექმნა.

თავდაპირველად შეიძლება ონლაინ სამუშაოს დაწყებამ დრო წაგართვათ, მაგრამ თუ ერთხელ დაიწყებთ თქვენი პროფესიის გამოყენებას, შეგიძლიათ დეტალები გზა და გზა დახვეწოთ და მომავალში შემოსვლის წყარო გაამრავალფეროვნოთ.

Programmer

პროგრამისტი – პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი, ყველაზე მოთხოვნადი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალობაა მთელ მსოფლიოში

ჩვენი დროის ციფრულმა ევოლუციამ (როგორიც არის ბლოკჩეინი და სხვა…) პროგრამისტები აქცია მსოფლიოს ყველაზე დასაქმებულ თემად

ხელფასის ოდენობა დამოკიდებულია სპეციალისტის კვალიფიკაციასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე. საქართველოში, კვალიფიციური პროგრამისტის საშუალო ხელფასი 2500 ლარიდან იწყება, განვითარებულ ქვეყნებში კი ხელფასის თანაბარღილებულება ლარებში 10.000 აღემატება

პროგრამირება აქტუალური პროფესიების TOP 10-ში შედის. გარდა ამისა, ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად განვითარდებადია
თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ საერთაშორისო პროექტებზე საქართველოს აუთსორსინგ კომპანიებში. გაემგზავროთ საზღვარგარეთ სამუშაოდ ან ჩაერთოთ ფრილანსერად მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მოცემულ პროფესიაში შეზღუდვები არ არსებობს.

პროფესია პროგრამისტი – ეს არის მუდმივი თვითგანვითარების, სწავლისა და პროფესიული ზრდის საშუალება. დროის ტენდენციების გათვალისწინებით, ერთ ტექნოლოგიას მეორე ცვლის და ეს პროცესი არ მთავრდება. ასე რომ, ამ პროფესიის არჩევისას ნამდვილად არ მოიწყენთ!

ჩვენთან, სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობამიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით!


ახალი ამბები