; 5 მეთოდი პროგრამისტებს - არ ჩამორჩეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს - IT Academy STEP Tbilisi 5 მეთოდი პროგრამისტებს - არ ჩამორჩეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

5 მეთოდი პროგრამისტებს – არ ჩამორჩეთ თანამედროვე ტექნოლოგიებს

ჩვენს დროში რთული ამოცანაა არ ჩამორჩე უახლეს ტექნოლოგიებს და მუდმივად იცოდე რა ხდება გარშემო არა მარტო პროგრამისტებისთვის, არამედ ყველასთვის. პროფესიონალებმა, რომლებიც ტექნოლოგიების და პროგრამირების სფეროში არიან, ყოველთვის უნდა იცოდნენ სიახლეები, რადგან ტექნოლოგიური ცვლილებები უწყვეტად და საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს

იმისთვის, რომ ისარგებლოთ განახლებებით და პირველებმა შეიტყოთ თუ რა სიახლეებია ტექნოლოგიების და პროგრამირების სფეროში, საჭიროა რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ, რომ მუდმივად საქმის კურსში დარჩეთ. ამ სტატიაში გადმოგცემთ რამდენიმე საშუალებას, რომლებიც არა მხოლოდ პროგრამისტებს, არამედ ყველას დაეხმარება ინტერნეტში არსებული მიმდინარე სიახლეების დაპინგვაში.

1 Google-ის შეტყობინებები და ახალი ამბები

ყველამ იცის, რომ Google-ი არის საუკეთესო სასწავლო წყარო. ის თავის მომხმარებლებს სერვისების სხვადასხვა ფორმებს სთავაზობს თითქმის უფასოდ. რამდენიმე ინსტრუმენტი, როგორიცაა Google Alerts და Google News, უდაოდ ძლიერი და მოსახერხებელი ვირტუალური აღჭურვილობაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურვილი აქვს მუდმივად იცოდეს სიახლეები თავის პროფესიაში. ის ასევე ეხმარება პროგრამისტებს დაკავშირებული იყვნენ ტექნოლოგიებთან, პროგრამირებასთან და ა.შ.

Google Alerts-ი უზრუნველყოფს შეტყობინებებს, რომლებიც დაფუძნებულია ტქვენს დარეგისტრირებულ საკვანძო სიტყვებზე შერჩეული დროის მონაკვეთში. შეტყობინებების მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ თქვენი Gmail-ის ანგარიშზე.

Google News-ი ისევე მუშაობს, როგორც Google Search Engine-ი. ახალი ამბების შედეგების მოსაძიებლად დაბეჭდეთ საკვანძო სიტყვა.

2 Reddit

Reddit-ი არის ინტერნეტის წინა გვერდი. ჩვენ ყველას არასწორი შეხედულება გაგვაჩნია Reddit-ზე, რადგან გვგონია, რომ ის ძირითადად კატებს და პორნოს შეეხება. მხოლოდ მაშინ შეიტყობთ Reddit-ის ძალას, როცა მის გამოყენებაში დაოსტატდებით. დაუთმეთ მას ცოტა დრო, ერთ დღეს ის აუცილებლად გახდება პირველადი წყარო ყველაფრის მოსაძიებლად, რაც კი ინტერნეტში იბეჭდება.

Reddit-ით დაწყებისთვის, უპირველეს ყოვლისა შექმენით ანგარიში და გააუქმეთ ყველა არსებული subreddit-ები. ახლა მოიძიეთ და მიყევით ტექნოლოგიურ საკვანძო სიტყვებს, პროგრამირების მასალებს და ნებისმიერ სხვა საჭირო მოთხოვნას რეგულარული განახლებისთვის.

რამდენიმე Reddit თემა პროგრამისტებს დასაწყისისთვის.

3 StackOverflow

StackOverflow არის ერთერთი ყველაზე დიდი პროგრამირების კომუნიკაცია, სადაც დამწყებები ექსპერტებს უსვამენ შეკითხვებს, პასუხობენ, სწავლობენ და ცოდნას უზიარებენ. ყველამ ვიცით, რომ ადამიანები ზარმაცები არიან და ეზარებათ თავად რამე სცადონ, ამიტომ ისინი ხშირად აკოპირებენ და დაკოპირებულ კოდს იყენებენ. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ StackOverflow მხოლოდ დაკოპირებისთვის და ჩასმისთვის არის, ცდებით. თქვენ უნდა მოძებნოთ მისი სრული პოტენციალი. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ისწავლოთ ახალი მასალები პროგრამირების და ტექნოლოგიების შესახებ ცხელი ამბების დათვალიერებისას. ის დაგეხმარებათ სიახლეების შესწავლაში და ამავე დროს საშუალებას მოგცემთ ჩართოთ პლათფორმა. იმისთვის,რომ რეგულარულად ისწავლოთ მასალები და მუდმივად ჩართული იყოთ, დარეგისტრირდით პლათფორმისთვის და გააგრძელეთ მისი გამოყენება.

4 GitHub Trending

GitHub-ი თითქმის ყველა პროგრამისტმა იცის მისი ინოვაციური ინტეგრაციების გამო. GitHub-ს ასევე აქვს ყველაზე დიდი და აქტიური საზოგადოება, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს რეგულარულად open-source პროექტებზე. GitHub-ი ასევე შედგება გვერდისგან, რომელსაც GitHub Trending-ი ჰქვია. ის საშუალებას აძლევს გვერდის დამთვალიერებლებს ისწავლონ ახალი რაღაცეები ბიბლიოთეკების და დეველოპერების შესახებ. ის პროგრამისტებისთვის ერთერთი საუკეთესო გზა არის მუდმივად საქმის კურსში იყონ იმის შესახებ თუ რა სიახლეებია მათ სფეროში.

5 ადევნეთ თვალი რელევანტურ სოც-მედიის გვერდებს

ტექნოლოგიების, პროგრამირების და პოპულარული კომპანიების გვერდების და ასევე გამოჩენილი ადამიანების Twitter-ზე თვალყურის დევნება კიდევ ერთი გზა არის იმისთვის, რომ მუდამ ინფორმირებული იყოთ თქვენს გარშემო არსებული სიახლეების შესახებ. უამრავ ხალხს უყვარს ივენთების, ახალი ამბების და ფაქტების გაზიარება სოციალურ ქსელში რეგულარულად. ეს ყველაფერი ფართო აუდიტორიისთვის ხდება ცნობილი. ვიტყოდი, რომ ეს არის სწრაფი მედია საშუალება იმისთვის, რომ ინფორმაცია სწრაფად გაიგოთ და მუდმივად ინფორმირებულ მდგომარეობაში იყოთ. სოციალური მედიის განახლებებისთვის გამოყენების გასაგრძელებლად დარეგისტრირდით, მოიძიეთ მედია გვერდები და დააჭირეთ Follow/Subscribe ღილაკს. სულ ეს არის! თქვენ მათ მიერ გაზიარებულ ყველა კორესპონდენციას მიიღებთ.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

 

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები