; 5 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლოთ პროგრამირება - IT Academy STEP Tbilisi 5 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლოთ პროგრამირება - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

5 მიზეზი თუ რატომ უნდა ისწავლოთ პროგრამირება

პროგრამირება გონიერი მოქმედებების კომპლექტია, როგორიც არის ანალიზი, განვითარება, გაგება,ალგორითმების გენერაცია, ალგორითმების მოთხოვნების ვერიფიკაცია მათი სისწორის, რესურსების მოხმარების ჩათვლით და ალგორითმების განხორციელება მიზნობრივ პროგრამირების ენაზე.

1 პროგრამირება გასწავლით ცხოვრებისეულ, ნამდვილ გაკვეთილებს

პროგრამირება, ადვილი საქმე არ არის. მცდელობა და შეცდომები, უძილო ღამეები, კიდევ ბევრი რამის დასახელება შეგვიძლია, რაც ამ საქმეს თან ახლავს. პროგრამირებაში უფრო მეტს გაიგებთ შეცდომებიდან, რომელსაც ერთხელ დაუშვებთ და შეეცდებით აღარ გაიმეოროთ იგივე შეცდომა მომავალში. თქვენ შეიტყობთ, რომ არავინ არ მუშაობს მარტო, შეგიძლიათ დახმარება მსგავსი გამოცდილების სხვა ადამიანებსაც სთხოვოთ. ამით საქმესაც გააკეთებთ და გუნდურ მუშაობასაც ისწავლით. ნუ შეგეშინდებათ შეცდომების ან წარუმატებლობის, ყოველთვის შეეცადეთ პრობლემები ლოგიკურად მოაგვაროთ. პროგრამირება შეცდომების გაანალიზების საშუალებას მოგცემთ და გასწავლით როგორ გადაწყვიტოთ ისინი.

2 პროგრამირების ცოდნით კრეატიულობას შეიძენთ

პროგრამისტები სტრუქტურულად ფიქრობენ და დიდ სურათს პირდაპირ არ უყურებენ. მათ უმცირესი დეტალებიც კი არ გამორჩებათ. როცა პროგრამისტებს გარკვეულ პრობლემას აძლევენ გადასაჭრელად, ისინი მაშინათვე კოდის წერას არ იწყებენ. ისინი მოცემულ დიდ დავალებას ყოფენ უფრო პატარა, განხორციელებად ნაწილებად და შემდეგ იწყებენ მუშაობას.

როცა ისწავლით როგორ შექმნათ პროგრამები, თქვენ ასეთი ჩვევა გამოგიმუშავდებათ. თქვენ გამოსავალზე სტრუქტურულ ფორმატში მუშაობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თანდათანობით აპროგრამებთ ტვინს, რომ ყველა პრობლემა ნაწილებად დაშალოს, იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად გაიგოთ. შემდეგ უკვე იწყებთ ლოგიკურად ფიქრს. ეს კი უფრო მეტ კრეატიულ გადაწყვეტილებებს მოგაფიქრებინებთ, ვიდრე მანამდე გქონდათ.

3 პროგრამირება ყველაფერს ამარტივებს

წარმოიდგინეთ დრო, როცა არ იყო კომპიუტერები, მოწყობილობები, როცა არაფერი არ არსებობდა. ცხოვრება გაცილებით მარტივი იყო მაშინ, მაგრამ ნებისმიერი რამის გაკეთებას დიდი დრო სჭირდებოდა. მაგალითად, არჩევნების პერიოდში. სანამ თქვენს მიერ არჩეული თითოეული კანდიდატის სახელს ქაღალდზე დაწერთ, შემდეგ მას საარჩევნო ოფიცრები სათითაოდ წაიკითხავენ და მილიონი ასეთი ქაღალდი უნდა დათვალონ, დათვლის პროცესი რამდენიმე თვე გრძელდება, სანამ ყველაფერი დასრულდება. ეს ყველაფერი წარსულში დარჩა პროგრამისტების წყალობით.

იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი ფურცელზე ხელით დაწეროთ სახელის მსგავსად, ახლა შეგიძლიათ მხოლოდ დააჭიროთ კანდიდატის სახელს და გააგრძელოთ მუშაობა. თუ თქვენ შექმნით პროგრამას ამოცანისთვის, რომლის დასრულებასაც დიდი დრო დასჭირდება, ცხოვრებაში შეიძლება სხვა რამისთვის დრო აღარ დაგრჩეთ.

4 სამუშაო შეთავაზებები

თუ კარიერის შეცვლა გსურთ ან ჯერ არ აგირჩევიათ კურსი, საითაც მომავალში გზას განაგრძობთ, პროგრამირებაზე აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ. ისწავლეთ პროგრამირება და ნახავთ სად მიგიყვანთ ის. უფრო მეტიც, სამუშაო შეთავაზებები სინამდვილეში უფრო მეტია. ფაქტია, პროგრამული ინჟინრების, არქიტექტორების და დეველოპერების პოზიციები დასაქმების ბაზარზე ყველაზე მაღალ ანაზღაურებად სამუშაოებს მიეკუთვნებიან. პროგრამისტს შეუძლია დასაქმდეს 5 ყველაზე მაღალ ანაზღაურებად სამსახურში კომპიუტერულ მეცნიერებასა და IT ინდუსტრიაში.

5 კოდირება გასწავლით როგორ არ უნდა დანებდეთ

პროგრამისტის ცხოვრება არის ‘მცდელობა, შეცდომები და გამეორება’ სტილის ცხოვრება. მათ ავარჯიშებენ ლოგიკურად აზროვნებაში. ამით მათ უკეთესი გადაწყვეტილების მოფიქრება შეუძლიათ ნებისმიერი პრობლემისთვის, რასაც წააწყდებიან.

გამძლეობის სწავლა პროგრამირებაში შეიძლება, რადგან წარმატებული გამოსავალის შექმნას დრო სჭირდება. შეიძლება წარუმატებელი მოვლენები მოხდეს, ამ ყველაფერს უძილო ღამეებიც მოყვეს და გადაწყვეტილებებმა, რომლებიც თავდაპირველად მუშაობდა, შეიძლება შემდგომში საქმე გააუარესოს. ეს არის ყველაფერი, რასაც პროგრამისტები ყოველ დღე აწყდებიან. ისწავლით იყოთ მომთმენი, თუ ნამდვილად გსურთ უნაკლოდ მუშაობა. ამბობენ, რომ სამუშაოს კარგად დასრულებას დრო სჭირდება.

და ბოლოს

პროგრამირება მხოლოდ ტექნიკურ სფეროს არ გასწავლით, ის რეალური ცხოვრების სიტუაციების მოგვარებაშიც გეხმარებათ. ის გასწავლით როგორ უნდა იყოთ ოპტიმისტები და გამბედავები, როცა საქმე თითოეულ გადაწყვეტილებას ეხება, რასაც მუშაობის დროს იღებთ.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები