; 5 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლონ Javascript-ის დეველოპერებმა ElectronJS-ი - IT Academy STEP Tbilisi 5 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლონ Javascript-ის დეველოპერებმა ElectronJS-ი - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

5 მიზეზი, რატომ უნდა ისწავლონ Javascript-ის დეველოპერებმა ElectronJS-ი

დესქთოფ აპლიკაციებზე მოთხოვნა ყოველთვის არის. მნიშვნელობა არ აქვს Windows-ია, MacOS-ი თუ Linux-ი, საჭირო აპლიკაციების შესაქმნელად კი დეველოპერები ტექნოლოგიების სხვადასხვა კომპლექტს იყენებენ

Windows-ით დაწყებული, ბევრი ადამიანი ეყრდნობა C#-ს, C++ -ს, Visual Basic-ს და .NET ბიბლიოთეკებს. MacOS-თვის დაგჭირდებათ Cocoa layer, Media layer, Core Services, BSD Library და ბევრი სხვა რამის სწავლა იმისთვის, რომ შექმნათ დესქთოფ აპლიკაცია. და ბოლოს, Linux-ი მოითხოვს პითონს ან სხვა ბიბლიოთეკებს მომხმარებლის ინტერფეისისთვის და OpenGL-ს ისეთი მომსახურებებისთვის, როგორიცაა 2D და 3D შესრულება.

სტანდარტული დესქთოფ აპლიკაციის განვითარების მთავარი პრობლემა

როგორც ხედავთ, თითოეული პლათფორმა სხვადასხვა ტექნოლოგიების და ფრეიმვორქების ცოდნას მოითხოვს, იმისთვის რომ შექმნათ დესქთოფ აპლიკაციები. მაგრამ კომპანიები არ უნდა ჩამორჩნენ სწრაფ და მუდმივად ცვალებად ტექნოლოგიურ ინდუსტრიას.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ბიზნესს აწარმოებთ და გსურთ თქვენი პროდუქციის გაყიდვების და მიღწევების გაზრდა, თქვენი პროდუქტი ყველა პლათფორმაზე უნდა იყოს ხელმისაწვდომი ერთი კოდით, უნდა ჰქონდეს მომავალი ფუნქციების მხარდაჭერა და მომხმარებელზე მორგებული ინტერფეისი.

თუ სტანდარტულ მეთოდებს გამოიყენებთ, მაშინ ბევრი ფულის და დროის დახარჯვა მოგიწევთ თქვენი პროდუქტის ჯვარედინი პლათფორმის განვითარებისთვის. სწორედ აქ დაგეხმარებათ ElectronJS-ი.

რა არის ElectronJS-ი?

Electron-ი არის ფრეიმვორქი ადგილობრივი აპლიკაციების შესაქმნელად ვებ ტექნოლოგიებთან ერთად, როგორიცაა HTML, CSS და JavaScript. ElectronJS-ით მუშაობისთვის კონკრეტული უნარ-ჩვევების ცოდნა საჭირო არ არის. თუ ვებ საიტის შექმნა შეგიძლიათ, დესქთოფ აპლიკაციის შექმნასაც შეძლებთ.

Electron-ი არის ღია წყარო და Chromium-ს და Node.js-ს იყენებს. ეს არის JavaScript-ზე დაფუძნებული ფრეიმვორქი, რომელიც იყენებს პოპულარულ ვებ ტექნოლოგიებს და საშუალებას გაძლევთ ადვილად განავითაროთ ჯვარედინი პლათფორმის დესქთოფ აპლიკაციები. პოპულარული აპლიკაციები, როგორიცაა Visual Studio Code, Slack და Atom Editor-ი ElectronJS-ის გამოყენებით შეიქმნა.

ElectronJS-ის გამოყენების მიზეზები დესქთოფ აპლიკაციის განვითარებისთვის

1 გაუმჯობესებული მუშაობა

ElectronJS-ი უზრუნველყოფს უფრო სასარგებლო ოფციებს და უამრავ დროს ზოგავს. თუ განვითარების დროს ყურადღებას გამოიჩენთ და დარწმუნდებით, რომ მხოლოდ საჭირო კომპონენტი არის ჩატვირთული აპლიკაციაში, ElectronJS-ი შეძლებს გიჩვენოთ ადგილობრივ აპლიკაციებთან შედარებით, გაცილებით უფრო გაუმჯობესებული მუშაობა.

თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ElectronJS-ს უამრავი მეხსიერება სჭირდება, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა აპლიკაციის განვითარება ზემოთ მოცემული რჩევის გაუთვალისწინებლად გსურთ.

2 უკეთესი უსაფრთხოება

თუ ოდესმე აპლიკაციის მიგრაციაში მონაწილეობა მიგიღიათ ან იცით მისი პროცედურები, მაშინ გეცოდინებათ რამდენად ზრუნავს ხალხი უსაფრთხოებაზე. ElectronJS-თან ერთად, ჩვენ ვქმნით დესქთოფ აპლიკაციას, რომლის მონაცემები ადგილობრივად სისტემაში რჩება და ამის გამო ორჯერ დაფიქრება აღარ მოგიწევთ არსებული აპლიკაციის ElectronJS-ზე მიგრაციამდე.

მაგრამ თუ მონაცემების ქლაუდში შენახვა გჭირდებათ, გადაამოწმეთ არის თუ არა თქვენი ქლაუდ ქსელი უსაფრთხოების ფუნქციებით აღჭურვილი და შეუძლია თუ არა გამოსავალის შემოთავაზება შეფერხების შემთხვევაში.

3 დაბალი დონე და აპარატურის ხელმისაწვდომობა

ElectronJS-ი უზრუნველყოფს თითქმის ყველა ფუნქციას, რაც ძირითადი დესქთოფ აპლიკაციების შესაქმნელად არის საჭირო. მისი საშუალებით შეგიძლიათ აპარატურას და ოპერაციული სისტემის კომპონენტებს დაუმატოთ ინტერაქტიული და სასარგებლო მახასიათებლები, როგორიცაა Keyboard Shortcuts და დაბალი დონის წვდომა.

თუ ElectronJS-ზე აპლიკაციას ქმნით, თქვენ მიიღებთ სრულ ხელმისაწვდომობას აპარატურის დონის ხელმისაწვდომობის API-ს JavaScript/Plugin-ის გამოყენებით.

4 მარტივი კოდის მართვა

ElectronJS-თან ერთად თავისუფლად შეგიძლიათ დაივიწყოთ სხვადასხვა კოდის მუშაობის ხარვეზების და თითოეული პლათფორმისთვის ჯგუფების დაქირავების შესახებ. დეველოპერებს ადვილად შეუძლიათ ბაგების გასწორება და იმის უზრუნველყოფა, რომ ეს ბაგები აღარ იქნება სხვა პლათფორმებზე. აღარ მოგიწევთ პროდუქტის ხელახლა შემოწმება იმის დასადასტურებლად, რომ მას იგივე ფუნქციები აქვს ყველა პლათფორმაზე. თუმცა, მაინც გირჩევთ ყურადღებით იყოთ OS დონის ფუნქციების მიმართ.

5 განვითარების ღირებულება და დრო

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, განვითარების დრო დამოკიდებულია იმ ფრეიმვორქებზე, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ, რამდენად პოპულარულია ისინი და მათი მხარდაჭერა. თუ საკითხების მოგვარების პირობებს ადვილად მიიღებთ განვითერების პროცესში და მასთან ერთად ღია წყაროს ბიბლიოთეკების გამოყენებით კოდის ხელახლა გამოყენებადობის ძლიერ რწმენას, მაშინ უამრავ დროს და ფულს დაზოგავთ.

ElectronJS-თან ერთად მხოლოდ ერთ კოდზე იმუშავებთ, არ დაგჭირდებათ დეველოპერების დაქირავება თითოეული პლათფორმისთვის. ფაქტიურად, მოთხოვნები JavaScript-ის ამ ფრეიმვორქთან ერთად შემცირდება და ასევე შემცირდება დრო და ღირებულება.

დასკვნა:

იმედი გვაქვს აღნიშნულმა სტატიამ წარმოდგენა შეგიქმნათ თუ როგორ შეიძლება დაგეხმაროთ ElectronJS-ი განვითარების დაჩქარებაში და ფასის და დროის შემცირებაში. თუ პროდუქტის ან მომსახურების ბიზნესს აწარმოებთ, თქვენი ხელმისაწვდომობა ერთ პლათფორმამდე არის შეზღუდული. დროა მიღწევები გაზარდოთ და თქვენი არსებობა ყველა პლათფორმაზე დააფიქსიროთ. ამით უფრო და უფრო მეტი ხალხი შეიტყობს თქვენს შესახებ და შედეგად თქვენი მომხმარებლები გახდებიან.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება!

შემოგვიერთდით აკადემიაში!

IT Academy STEP – საერთაშორისო ბრენდი!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები