; 5 საოცარი თექნოლოგიური ინოვაცია ჯან-დაცვის განხრით - IT Academy STEP Tbilisi 5 საოცარი თექნოლოგიური ინოვაცია ჯან-დაცვის განხრით - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

5 საოცარი თექნოლოგიური ინოვაცია ჯან-დაცვის განხრით

უკანასკნელ თვეებში თავს უსაზღვროდ ბევრი ინოვაცია დაგვატყდა. ტექნოლოგიები ყველაფერს მოედო, მათშორის მედიცინასაც… მეცნიერები ადამიანების ცხოვრების სტილის გაუმჯობესების გზებს ეძენ და ეს პროცესი სულ უფრო დამოკიდებული ხდება ტექნოლოგიებზე, წარსულმა დრომ ბევრი სამედიცინო ტექნოლოგია დაგვიტოვა, მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა, გაეცანით ამ წლის რამდენიმე ინოვაციას:

  1. პირველი 3D-ში დაბეჭდილი რქოვანა

ამ ინოვაციას ნამდვილად მოჰყვა ხმაური და დიდი აღიარება. უკანასკნელ წლებში 3D ბეჭდვამ ბევრი რამ გამოიარა. პირველად 3D-ში პლასტმასის ბეჭდვა დაიწყეს. შემდეგ კიდევ უფრო მეტი გაკეთდა და ახლა 3D-ში მეტალის დაბეჭდვაც შეიძლება. ყველაზე დიდი ნაბიჯი ბეჭდვაში არის ორგანული ნივთიერებების დაბეჭდვა. ამის მიღწევა შეძლეს 3D ბიო პრინტერის გამოყენებით. გამოყენებული იყო ისეთი ტექნიკა, სადაც ჯანსაღი უჯრედები რქოვანას ღეროვანი კოლაგენითა და ალგანით, სადაც შეიქმნა გარკვეული სახის ბიო მელანი, რომელიც გადაეცა 3D ბიო პრინტერს ადამიანის რქოვანას შესაქმნელად. სამედიცინო დამტკიცების შემდეგ, ვიზუალური დარღვევების მქონე ადამიანები შვებას იგრძნობენ.

2. ადამიანის სხეულის 3D ფერადი რენტგენის სურათი CERN ჩიპების წყალობით

დიდი ხანია სამედიცინო რენტგენის შავ-თეთრი სურათები წარსულს ჩაბარდა. გაიხსენეთ ტელევიზია და ფოტოგრაფიაც ერთ დროს მხოლოდ შავ-თეთრი არსებობდა, სანამ ფერადი გახდებოდა. ახლა ის დროა, როცა რენტგენიც ასეთ ნახტომს აკეთებს. დიდი ჰადრენის კოლაიდერში გამოსაყენებლად CERN-ის მიერ ნაწარმოები სენსორული ჩიპების გამოყენებით, კომპანიამ გამოუშვა გამოსახულების ინსტრუმენტი, რომელიც ქმნის ძვლების, ლიპიდების და ქსოვილების ფერად 3D გამოსახულებებს.

3. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით წამლების კომბინაციის გვერდითი მოვლენების განსაზღვრა

რა ხდება როცა ექიმი ბევრ წამალს გინიშნავთ? ძალიან ხშირად, ისინი ერთიანდებიან და ქმნიან არა სასურველ გვერდით მოვლენებს. სტენფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერულმა მეცნიერებმა შექმნეს საფუძვლიანი სასწავლო სისტემა (სახელად დეკაგონი), მოამზადეს 19000-ზე მეტი პროტეინი და კონკრეტული წამლების შესაძლო რეაქციები ამ პროტეინებთან. სისტემა დაატრენინგეს ისეთი წამლებით, რომლებსაც არანაირი ნეგატიური ეფექტები არ ჰქონდა. გამოკვლევის შემდეგ, ფაქტმა ნახევარი წინასწარმეტყველება დაადასტურა. დეკაგონი არის იარაღი, რომელიც მომხმარებელს სჭირდება ნებისმიერი ეჭვის გასაქარვებლად და იმის ზუსტად ცოდნისთვის როგორ ზეგავლენას მოახდენს წამლების კომბინაცია მათ სხეულებზე.

4. ავტომატური ქალა-საბურღი რობოტი

თავის ქალის ქირურგია უკიდურეს სიფრთხილეს მოითხოვს. ნერვები, ძირითადი ვენები ან არტერიები სერიოზული საზრუნავია. ეინდჰოვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TU/e) მკვლევარებმა შექმნეს თავის ქალის საბურღი რობოტი ოპერაციების დროს დახმარებისთვის და ოპერაციის პროცესის დაჩქარებისთვის. რობოტი, სახელად RoBoSculpt ძირითადად არის CNC საწარმო მანქანა საბურღი თავით და მოძრაობის შვიდი ღერძით. ყველა ეს ღერძი უზრუნველყოფს უფრო მეტ მოძრაობას სხვადასხვა კუთხიდან და ამასთან უფრო მეტ ფუნქციონალობას. როცა ქირურგები და RoBoSculpt-ი იკვეთებიან, იქმნება ოპტიმალური სამუშაო გარემო.

5. ინსულტის გამოვლენა პირბადით

ინსულტის ადრეულად გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია გადარჩენის შანსების გაზრდისთვის. სანამ ინსულტის მკურნალობას დაიწყებენ, ექიმებმა პირველ რიგში უნდა დაადასტურონ, რომ ნამდვილად მოხდა ინსულტი. Cerebrotech Visor არის მოწყობილობა, რომელიც განავითარა გუნდმა Cerebrotech სამედიცინო სისტემებიდან, კალიფორნიაში, აშშ.

პირბადეს პაციენტს თავზე უკეთებენ, სადაც ის მუშაობს რადიო ტალღების გამოშვებით ტვინის ორივე ნახევარსფეროში. სიხშირის ცვლილებები ხდება, როდესაც ეს ტალღები სითხის გავლით ტვინის თითოეულ მხარეს გადადიან. შედეგებს ადარებენ ორივე ნახევარსფეროსთვის და შედეგად დგინდება მოხდა თუ არა ინსულტი და რამდენად მძიმე იყო ის. ეს ტექნოლოგია 92%-ის სიზუსტით მუშაობს, გაცილებით უკეთესად, ვიდრე ახლანდელი მეთოდები, რომლებიც 40%-დან 80%-მდე სიზუსტით მუშაობენ.

დრო სწრაფად გადის, მალე კიდევ უფრო მეტი ინოვაციის გამოჩენას უნდა ველოდოთ, მათგან ზოგიერთი ამ სიაში მოცემულზე უფრო საყურადღებო იქნება

მხარი აუბით ტექნიკურ ევოლუციას, შემოგვიერთდით აკადემიაში!

ნუ შეხედავთ კომპიუტერს, როგორც  ვირტუალურ სამყაროში ურთიერთობის საგანს და შესაძლებლობას. არ დაკმაყოფილდეთ მხოლოდ მისი მოხმარებით და ნუ გაჩერდებით მხოლოდ მომხმარებლის დონეზე.

დაიწყეთ სწავლა დღეს

მსოფლიო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,

ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*

 


ახალი ამბები