; 5 საუკეთესო არჩევანი ბლოქჩეინის და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერთათვის - IT Academy STEP Tbilisi 5 საუკეთესო არჩევანი ბლოქჩეინის და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერთათვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

5 საუკეთესო არჩევანი ბლოქჩეინის და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერთათვის

blockchain-programmer-as-Smart-Object-1

ტექნოლოგიურ სფეროში ბევრს საუბრობენ ბლოქჩეინის და კრიპტოვალუტის შესახებ. ბევრი კომპანია და სტარტაპი დღითიდღე იზრდება ბლოკჩეინის მამოძრავებელ ძალად გადაქცევით. ტენდენციები გვამცნობენ, რომ ეს არის ერთერთი ტექნოლოგია მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციაში, რომელიც ვითარდება, ხდება მისი ინოვაცია და ინკორპორაცია.

ხალხი სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენს ბლოკჩეინის მიმართ, ინვესტიციები შემოსავალს ზრდის. შედეგად, ორგანიზაციები, კომპანიები, სტარტაპები და ბიზნესები  მოკლებულია ბლოკჩეინის შექმნისა და დანერგვის დიდ უნარ-ჩვევებს. ამის გამო, ბლოკჩეინის ენთუზიასტებისთვის ბევრი შესაძლებლობა არსებობს ამ შესანიშნავი ტექნოლოგიით კარიერის დასაწყებად. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო კარიერულ ოფციას ბლოკჩეინის სფეროში.

იხილეთ 5 კარიერული ოფცია ბლოკჩეინის პროგრამისტებისთვის და დეველოპერებისთვის

  1. ბლოკჩეინის სტაჟიორი

ბლოკჩეინის სტაჟიორი არის პირველი ეტაპი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ ტექნიკური კარიერის დაწყება ბლოკჩეინით. ეს საუკეთესო საშუალებაა პროგრამისტებისთვის და დეველოპერებისთვის ბლოკჩეინის ტექნოლოგიებით მუშაობის დასაწყებად. სტარტაპი ან არსებული კომპანია იქნება პირველი არჩევანი ბლოკჩეინის სტაჟირებისთვის. ბევრი კომპანია სთავაზობს საწყისი დონის პოზიციებს ბლოკჩეინის დამწყებ ენთუზიასტებს. სტაჟირებისთვის საჭირო ტექნიკური უნარ-ჩვევებია NodeJS, CSS და HTML, Java, C++, React, Solidity, Truffle, Go და API.

ბლოკჩეინის სტაჟიორი იმუშავებს:

კერძო ბლოკჩეინებზე, ბლოკჩეინებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე, განაწილებულ ლეჯერ ტექნოლოგიებზე

  1. ბლოკჩეინის დეველოპერი

არსებობს სხვადასხვა დაწესებულებები, მაგალითად ფინანსური კომპანიები, ბანკები, სამთავრობო ორგანიზაციები, დაზღვევა, ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც იღებენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიებს. ამიტომ ბლოკჩეინის დეველოპერი არის და იქნება მოთხოვნადი კარიერა ბევრი კურსდამთავრებულისთვის და ექსპერტი დეველოპერისთვის. სხვადასხვა კომპანიებს უნდათ გამოიყენონ ბლოკჩეინის ტექნოლოგია კლიენტებისთვის უკეთესი მომსახურების გასაწევად. ამას მხოლოდ ის დეველოპერები მიაღწევენ, რომლებიც ქმნიან საუკეთესო პროგრამებს ტექნიკური უნარ-ჩვევების გამოყენებით, როგორიცაა Javascript, Node.js, Jquery, SOAP, REST, MYSQL, Neural-networks, Regression, Agile Scrum, C, C++ და სხვ.

ბლოკჩეინის დეველოპერები იმუშავებენ:

სახალხო და კერძო ბლოკჩეინებზე, ბლოკჩეინების use case-ებზე, გავცელებული ლეჯერების შექმნის საჭიროების შემთხვევაში, ბლოკჩეინის ტექნოლოგიისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე

  1. ბლოკჩეინის ხარისხის ინჟინერი

ხარისხის ინჟინერი არის პასუხისმგებელი პროფესიონალი საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ბლოკჩეინსაც სჭირდება მისი მხარდაჭერა. ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ავტომატური framework-ების და ტესტების განხორციელება, ხელით ტესტირება და dashboard მხარდაჭერა, საუკეთესოები იქნებიან ამ პოზიციაზე. ეს პროფესიონალები ასევე პასუხისმგებელი არიან ბლოკჩეინის რთული პროექტების დაგეგმვასა და ჩაბარებაზე.

ბლოკჩეინის ხარისხის ინჟინრები შეასრულებენ:

კვლევებს იარაღებზე, ტექნოლოგიებზე და ტესტების ავტომატურ მეთოდებზე.

ახალი ტესტების ავტომატიზირების სტრატეგიის შესრულება

ხარისხის უზრუნველყოფის ტესტების განვითარება და დანერგვა

  1. ბლოკჩეინის დიზაინერი

ბლოკჩეინის სტარტაპებისა და ბიზნესების ზრდის გამო, იქნება მოთხოვნა დიზაინერებზე, რომლებიც შეძლებენ ვებ-საიტების და აპლიკაციების დიზაინის გაკეთებას, რომლებიც მომხმარებლებს და კლიენტებს მიაწვდიან ინფორმაციას ბლოკჩეინის სერვისებისა და ტექნოლოგიების შესახებ. UI/UX დიზაინერები, გრაფიკული დიზაინერები და ვიდეო დიზაინერები ბლოკჩეინის სფეროში დიზაინერების საუკეთესო დამსაქმებლები არიან. ბლოკჩეინის დიზაინერების უმრავლესობას სჭირდება ისეთი ტექნიკური უნარ-ჩვევების ცოდნა, როგორიცაა HTML, CSS, Javascript, Jquery, Bootstrap, React, Swift, Sketch, PS, Figma და სხვ.

ბლოკჩეინის დიზაინერები ზოგადად ასრულებენ:

ვებ-გვერდების და აპლიკაციების გვერდების დიზაინს ბლოკჩეინის კომპანიებისთვის

გრაფიკული კონტენტის შექმნას ბლოკჩეინის სფეროში ინფორმაციის გასავრცელებლად

კარგი user interface-ის შექმნა ეფექტური მარკეტინგისთვის

  1. ბლოკჩეინის ინჟინერი

თუ თქვენ შეგიძლიათ ბლოკჩეინის ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა სერვისების შესრულება, ბლოკჩეინის ინჟინრის პოზიცია თქვენთვის არის. ბლოკჩეინის ინჟინერზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია განავითაროს და შეიმუშაოს ციფრული სერვისები კომპანიებისთვის ბლოკჩეინის გადაწყვეტილებების შექმნით და განხორციელებით. ბლოკჩეინის ინჟინერის მაღალ მოთხოვნადი უნარ-ჩვევებია Java, Hyperledger, fabric, ripple, solidity, Oracle, Identity, Python და bitcoin.

ბლოკჩეინის ინჟინერმა უნდა შეასულოს:

შეისწავლოს კომპანიის ტექნოლოგიური მოთხოვნები

შექმნას აპლიკაციები, რომლებიც შეესაბამება ბლოკჩეინის ბიზნეს მოთხოვნებს

ააგოს ინფრასტრუქტურა ეთერეუმის და ბითკოინის გამოსაყენებლად.

ეს არ არის საბოლოო შემოთავაზებები ბლოკჩეინის ენთუზიასტებისთვის, ბევრი სხვა პოზიცია გახდება მომავალში მოთხოვნადი, რაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ფართოდ გაზრდას შეუწყობს ხელს.

აიმაღლეთ ცოდნა და განათლება, შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები