5 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი პროგრამული ენა 2019 წლისთვის - IT Academy STEP Tbilisi 5 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი პროგრამული ენა 2019 წლისთვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

5 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი პროგრამული ენა 2019 წლისთვის

პროგრამირება ერთერთი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი სამუშაოა. ეს ისეთი რამ არის, რომლის ათვისება ერთი ან ორი წიგნით შეუძლებელია. იმისთვის რომ კარგი პროგრამისტი გახდეთ, ყურადღება უნდა გაამახვილოთ ძირითად ცნებებზე და ივარჯიშოთ მანამ, სანამ ყველაფერს სწორად არ გააკეთებთ.

ინტერნეტით ხელმისაწვდომი ჭარბი რესურსების და გამოცდილ პროფესიონალებთან დაკავშირების შესაძლებლობის მიუხედავად, ადამიანები სხვებს ბაძავენ და არასწორ ენას ირჩევენ. შედეგად მათი განვითარება და ზრდა შეზღუდულია და ნაკლებ ხელფასს გამოიმუშავებენ. დღეს გესაუბრებით 2019 წლის 5 ყველაზე მაღალ ანაზღაურებად პროგრამირების ენაზე, რომლებიც Stack Overflow Developer Survey 2019-ის კვლევის შედეგებზეა დაფუძნებული.

2019 წლის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი პროგრამირების ენები

1 Clojure

Clojure მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ენაა. დეველოპერები წელიწადში საშუალოდ $90000-ს იღებენ აღნიშნულ ენაზე კოდის დაწერაში. მათთვის, ვინც არ იცის, Clojure არის ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენა, რომელიც სკრიფტინგის ენის ურთიერთქმედებისგან შედგება და უზრუნველყოფს ეფექტურ ინფრასტრუქტურას მრავალ ფუნქციური პროგრამირებისთვის. Clojure გამოიყენება shell scripts-ის დასაწერად, async webservers-ის დასაწერად, ვებ გვერდების შესაქმნელად, ერთდროული, პარალელური დავალებების შესასრულებლად და ა.შ. ეს რეალურად Lisp-ია და ამგვარად საბაზო ენის გაფართოების საშუალებას გაძლევთ მაკროსის გამოყენებით, რომ ის მუშაობისთვის შესაფერისი გახდეს.

2 F#

F# პროგრამირების ენა მსოფლიოს მაღალ ანაზღაურებადი ენების სიაში მეორე ადგილს იკავებს. კვლევის თანახმად, ხალხი, რომლებიც F#-ზე მუშაობს, წელიწადში საშუალოდ $80000-ს გამოიმუშავებს. F# არის ღია წყაროს, ჯვარედინი პლათფორმის და ფუნქციონალური პირველადი პროგრამირების ენა. ის ძირითადად გამოიყენება აპლიკაციებში, მაგრამ აქვს ღია საზოგადოების და კორპორატიული ორგანიზაციების მხარდაჭერა.

F# საშუალებას აძლევს პროგრამისტებს და კომპანიებს იპოვონ კომპლექსური გამოთვლითი პრობლემების მოგვარების მარტივი და შესაფერისი გადაწყვეტილება ადვილად შენარჩუნებადი და ძლიერი კოდით. F# ახლა ერთერთ ყველაზე ნაკლებად შეფასებულ ენად მიიჩნევა.

3 Go

Go არის ღია წყაროს პროცედურული პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება მარტივი და ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად. საუკეთესო რამ რაც ამ ენას გააჩნია ის არის, რომ მას აქვს რაღაც, რასაც goroutines-ს ეძახიან. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ის ძალიან ჰგავს thread-ს, მაგრამ thread-თან შედარებით გაცილებით ნაკლები მეხსიერება სჭირდება. კვლევის რესპოდენტების განცხადებით, ისინი წელიწადში საშუალოდ $80000-ს გამოიმუშავებენ Go ენაზე მუშაობით.

4 Scala

Scala არის მაღალი დონის პროგრამირების ენა, რომელიც შედგება ობიექტზე ორიენტირებული და ფუნქციონალური პროგრამირებისგან. ის Stack Overflow Developer Survey 2019-ის მიხედვით მეოთხე ადგილზეა. დეველოპერები წელიწადში საშუალოდ $78000-ს იღებენ აღნიშნულ ენაზე კოდის დაწერისთვის. ის ეფექტურად არიდებს თავს შეცდომებს (ბაგებს) კომპლექსურ აპლიკაციებში და დაგეხმარებათ მაღალი ხარისხის სისტემების შექმნაში მისი ბიბლიოთეკების უზარმაზარი ეკოსისტემების გამოყენებით.

5 Elixir

Elixir არის მეხუთე ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი პროგრამირების ენა ჩვენს ჩამონათვალში. ამ ენაზე მომუშავე დეველოპერები წელიწადში საშუალოდ $76000-ს გამოიმუშავებენ. თუ არ იცით, Elixir-ი არის დინამიური და ფუნქციონალური პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება მასშტაბური და ადვიალდ მართვადი აპლიკაციების შესაქმნელად. Elixir-ი იყენებს Erlang VM-ს, რომელიც უკვე ცნობილია დაბალი შეყოვნების, გავრცელებული და შეცდომებზე ნაკლებად მგრძნობიარე სისტემების მუშაობით.

და ბოლოს

იმედი მაქვს აღნიშნული ჩამონათვალის დათვალიერების შემდეგ ერთი რამ თქვენც შეამჩნიეთ. საშუალო ხელფასი კონკრეტულ ენაზე კოდის დაწერისთვის ამ ენის პოპულარობის ინვერსიულად პროპორციულია. მაგალითად, ჯავა პროგრამირების ყველაზე პოპულარული ენაა მაგრამ სიის ბოლო ადგილს იკავებს. მიზეზი მარტივია, ჯავას დეველოპერების დიდი რაოდენობით ხელმისაწვდომობის შედეგად მუშახელი გაიაფდა. მაშ, პროგრამირების რომელ ენას იყენებთ? კმაყოფილი ხართ ამჟამინდელი ხელფასით? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები