; 5 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო, კომპიუტერული მეცნიერების განხრით - IT Academy STEP Tbilisi 5 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო, კომპიუტერული მეცნიერების განხრით - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

5 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო, კომპიუტერული მეცნიერების განხრით

კარიერის მოწყობა კომპიუტერულ მეცნიერებაში არის ყველაზე პერსპექტიული არჩევანი ამ პერიოდისთვის. რადგან ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი ტექნოლოგიას უკავშირდება და განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიას, მოთხოვნა პროფესიონალებზე და ექსპერტებზე კომპიუტერულ ტექნოლოგიაში მუდმივად იზრდება. სადაც არ უნდა მოხვდეთ, ნებისმიერ დაწესებულებაში წააწყდებით ფუნქციონირებაში მყოფ კომპიუტერულ დანადგარებს. ეს სურათი რა თქმა უნდა ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ არის ასეთი დიდი მოთხოვნა კომპიუტერული მეცნიერების ექსპერტებზე.

მუდმივად გაფართოებად მსოფლიო ქსელში, კიბერუსაფრთხოების საკითხებით და სოციალური მედიის მოსვლით, ორივე, დიდი და მცირე ორგანიზაციები დამოკიდებული არიან კვალიფიცირებულ კომპიუტერულ პროფესიებზე. დიახ, სამუშაოები არსებობს, მაგრამ თუ ამ სფეროში გიმუშავიათ, ალბათ დამეთანხმებით, რომ ზოგიერთი ტექნოლოგიური სამუშაოების ანაზღაურება უფრო მაღალია, ვიდრე სხვა სფეროების სამუშაოების. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ცოტაა, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე თუ სად იმყოფებით და რა დონის ტრენინგი გაქვთ გავლილი.

წარმოგიდგენთ 2018 წლის რამდენიმე ყველაზე მაღალ ანაზღაურებად კომპიუტერული მეცნიერების სამუშაოს.

1 მონაცემების მეცნიერი

მონაცემების მეცნიერები ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი კომპიუტერული მეცნიერების სიაში არიან. მათ ძირითადად მონაცემებთან აქვთ შეხება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ იციან მონაცემების შეგროვება, მათი ორგანიზება და ანალიზი. შეგროვილ და გაანალიზებულ მონაცემებს უგზავნიან მენეჯერებს, რომლებიც ამ მონაცემებს კრიტიკული გადაწყვეტილებების მიღების დროს იყენებენ. მონაცემების მეცნიერებს გამოცდილება უნდა ჰქონდეთ პროგრამირებაში, სტატისტიკაში, უნდა ფლობდნენ ანალიტიკურ უნარ-ჩვევებს და ბოლოს, მათ ასევე უნდა ჰქონდეთ მათემატიკური უნარ-ჩვევები.

2 ქსელის არქიტექტორი

კომპიუტერული ქსელის არქიტექტორები მართავენ კომპიუტერული ქსელის თითოეულ ასპექტს. ის მოიცავს ყველაფერს, დიზაინს, კომპიუტერული ქსელის და საკომუნიკაციო სისტემების დანერგვას. ისინი ასევე მუშაობენ კომპიუტერული ქსელის განლაგებებზე, რომელიც კონკრეტულად დაკავშირებულია კაბელით და უკაბელო კავშირით ტრანსმისიებთან. ამ ექსპერტებს მოეთხოვებათ ქსელთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, რომლებიც კონკრეტულად წყვეტს მოცემული ორგანიზაციების მოთხოვნებს.

3 აპლიკაციების არქიტექტორი

აპლიკაციების არქიტექტორი ექსპერტების პასუხისმგებლობაში შედის სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა და აპლიკაციების პროგრამები, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეასრულოს სხვადასხვა დავალება კომპიუტერში ან მობილურ ტელეფონში. ისინი პასუხს აგებენ ყველაფერზე, პროგრამების სწორად შექმნაზე და ტესტირებაზე, რომელიც ამ პროგრამების გამართულ მუშაობას უწყობს ხელს.

აპლიკაციების არქიტექტორი უნდა ფლობდეს განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს კომპიუტერულ ენებში და ლიდერის უნარ-ჩვევებს. მათი ხელფასები, უმრავლეს შემთხვევებში, წელიწადში საშუალოდ 200000 დოლარს შეადგენს.

4 მონაცემების არქიტექტორი

მონაცემების არქიტექტორების პასუხისმგებლობაში შედის მონაცემთა ბაზების და საინფორმაციო სისტემების მრავალფეროვანი სპექტრიდან მონაცემების შემუშავება და შენარჩუნება. მათი მთავარი პასუხისმგებლობა ორგანიზაციაში არის იმის უზრუნველყოფა, რომ ხელმისაწვდომი მონაცემები ზუსტია და გამზადებულია ამოსაღებად და გამოსაყენებლად. მონაცემების მენეჯმენტის გარდა, მონაცემების არქიტექტორებმა უნდა გააკონტროლონ ხდება თუ არა ხელმისაწვდომი მონაცემების სწორად და ეფექტურად გამოყენება. ისინი კომპიუტერის სხვა სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ კომპიუტერული მონაცემების და სისტემების ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფისთვის.

5 მონაცემთა საწყობის მენეჯერი

მონაცემთა საწყობის მენეჯმენტს მთავარი როლი უკავია ყველა ბიზნესში და დაწესებულებაში. მნიშვნელობა, რაც მონაცემების საწყობს ენიჭება, მონაცემების საწყობის მენეჯერს მნიშვნელოვან კონსულტანტ წყაროდ აქცევს ნებისმიერ ორგანიზაციაში. მონაცემების საწყობის მენეჯერებს ევალებათ ორგანიზაციების და მომხმარებლებისთვის საჭირო მონაცემების ანალიზი და შეფასება. ისინი ქმნიან რთულ, კომპლექსურ სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემების ეფექტურ შენახვას და მოძიებას.

აქ წარმოდგენილი რეიტინგი ეფუძნება საშუალო ტოპ ხუთეულს, რომელიც აღებულია საიტებიდან indeed.com, glassdoor.com და forbes.com. სამუშაოს სახელწოდებები, რომლებიც საერთო მიზნებს ემსახურება, შესაძლებელია განსხვავდებოდეს სხვადასხვა სფეროში.

ეს იყო 5 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო კომპიუტერულ მეცნიერებაში. თუ ფიქრობთ კარიერის დაწყებას კომპიუტერულ მეცნიერებაში ან IT სფეროში, განიხილეთ ერთერთი სპეციალობა ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი დისციპლინებიდან.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება!

მსოფლიო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,

ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები