; 5 ყველაზე პოპულარული ენა ხელოვნური ინტელექტის შესწავლისთვის - IT Academy STEP Tbilisi 5 ყველაზე პოპულარული ენა ხელოვნური ინტელექტის შესწავლისთვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

5 ყველაზე პოპულარული ენა ხელოვნური ინტელექტის შესწავლისთვის

მანქანები და მექანიზმები ხელოვნური ინტელექტის ნაწილია, რომელიც თქვენს კომპიუტერს აძლევს შესაძლებლობას ისწავლოს როგორ გააუმჯობესოს მუშაობა მონაცემებთან ექსკლუზიურად, დაპროგრამების გარეშე. დღევანდელ ტექნიკურ სამყაროში მანქანების შესწავლა არის ერთერთი ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი მცნება, რაშიც ტექნიკური გიგანტი კომპანიების უმრავლესობა დიდ ინვესტიციას დებს ვაჭრობის გასაუმჯობესებლად.

1959 წელს, ართურ სამუელმა პირველად გამოიყენა სიტყვები მანქანების შესწავლა ალგორითმების კონსტრუქციის აღმოსაჩენად. სტატისტიკური პროგრამების ინსტრუქციების დაძლევის გზით ის შეიძლება მონაცემთა პროგნოზირებისთვის გამოვიყენოთ, მონაცემთა საფუძველზე ვიწინასწარმეტყველოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ. დღეს მანქანების შესწავლა მთელ რიგ კომპიუტერულ სამუშაოებში გამოიყენება, სადაც ზუსტი პროგრამირების გამოყენება და ალგორითმების დიზაინი  შეუძლებელია ისევე როგორც მონაცემების დარღვევის გამოვლენა მავნე ინსაიდერების ან ქსელის მიმთვისებლების მიერ და ა.შ.

პროგრამირების საუკეთესო ენები მანქანების შესწავლისთვის

იმისთვის რომ გაიგოთ და იმუშაოთ მანქანების შესწავლაზე, პროგრამირების რამდენიმე ენის სწავლა მოგიწევთ. პროგრამირების ზოგიერთი საუკეთესო ენა, რომელიც მანქანების შესწავლისთვის გამოიყენება, მოკლედ არის განხილული ქვემოთ მოცემულ სახელმძღვანელოში.

პითონი

პითონი პროგრამირების პოპულარული ენა გახდა იმიტომ რომ იგი გამოსაყენებლად ძალიან მოქნილია სხვადასხვა მიზნებისთვის. მანქანების შესწავლისთვის მას აქვს სპეციფიური ბიბლიოთეკები, როგორიცაა numpy და scipy. ისინი თქვენს კომპიუტერს საშუალებას მისცემენ ისწავლონ ხაზოვანი ალგებრა და კერნელის მეთოდები მანქანების შესასწავლად. მანქანების შესწავლის ალგორითმებზე მუშაობისას, ეს ენა მასიურად გამოიყენება, რადგან მას გაცილებით მარტივი სინტაქსი აქვს. დამწყებებისთვის ის პროგრამირების საუკეთესო ენაა.

პროგრამირების ენა R

პროგრამირების ეს ენა განავითარეს Bell Labs-ში, როგორც S ენის თანამედროვე ვერსია.სტატისტიკური მოდელების გამოშვებისას მოქნილობის უზრუნველყოფისთვის პროგრამირების ენა R გააერთიანეს ლექსიკურ მნიშვნელობასთან. რამდენიმე GNU პაკეტი პროგრამირების ენაში R, მას ნამდვილად ძლიერ ენად ხდის მანქანების შესწავლისთვის.

ადამიანს შეუძლია R პროგრამირების ენის გამოყენება გამოსადეგი ალგორითმების შესაქმნელად და იმ ალგორითმების მარტივი სტატისტიკური ვიზუალიზაციისთვის R სტუდიოს გამოყენებით. ინდუსტრიამ მაშინვე აღმოაჩინა R პროგრამირების ენის მნიშვნელობა. ის აკადემიური მკვლევარებისთვის დღემდე პოპულარულ ენად რჩება.

Lisp

Lisp არის საუკეთესო ენა პროგრამისტებისთვის, ვისაც სურს გართობის მიზნით ისწავლოს პროგრამირებაში გამოყენებული ინსტრუმენტები და პრაქტიკა , მათი ისტორია და ფაქტები. ზოგიერთი ამ ენას პროგრამირებისთვის სასწაულმოქმედ იარაღად მიიჩნევს, ზოგიერთი კი ფიქრობს რომ ამ ენის მსგავსი არც ერთი სხვა ენა არ გამოუგონიათ მანქანების შესწავლისთვის.

სინამდვილეში, ხელოვნური ინტელექტიც გამოიყენეს პროგრამირების ისეთი ენების გამოგონებამდე, როგორიცაა Scala, Python, Haskell და ა.შ. Lisp-ი განსაკუთრებით ჰაკერებს უყვართ. მას უფრო მეტად კომპილატორები იყენებენ, ვიდრე ინტერპრეტატორები, რადგან ის ეფექტურ და სწრაფ კოდირებას უზრუნველყოფს. ის აგროვებს ნაგავს, რადგან მასში შედის ავტომატური მეხსიერების მენეჯერი.

Prolog

ეს არის ერთერთი ყველაზე ძველი ენა, რომელიც შეიქმნა პროგრამირების ხელოვნური ინტელექტისთვის. ის, Lisp-ის მსგავსად კიდევ ერთი პირველადი ენაა, რომელიც კომპიუტერის ხელოვნური ინტელექტისთვის გამოიყენება. მოქნილ framework-ებზე მომუშავე დეველოპერებს მოსწონთ ამ ენის მექანიზმთან მუშაობა. ეს მიმართულების მაჩვენებელი და წესებზე დაფუძნებული ენა შეიცავს წესებს და ფაქტებს ხელოვნური ინტელექტის კოდირების ენის შესაქმნელად. მას აქვს რამდენიმე ძირითადი მექანიზმის მხარდაჭერა, როგორიცაა ხეზე დაფუძნებული მონაცემთა სტრუქტურირება, ავტომატური backtracking-ი, pattern matching-ი და ა.შ. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროგრამირების ხელოვნური ინტელექტისთვის.

ხეზე დაფუძნებული მონაცემთა სტრუქტურირების წარმოდგენისას, პროგრამირების ამ ენას აქვს ჩაშენებული სია ძირითადი საკითხების სამართავად. ის შეიძლება ეფექტურად გამოიყენოთ ხელოვნური ინტელექტის პროგრამების პროტოტიპისთვის, რადგან ის ძალიან სწრაფად ათავისუფლებს მოდულებს. ის საშუალებას აძლევს პროგრამას იმუშაოს მონაცემთა ბაზის შექმნის პროცესის პარალელურად.

JavaScript

დეველოპერების დიდი ნაწილი, ახლებიც და გამოცდილების მქონეებიც, JavaScript-ს იყენებენ. დიდი ხნის განმავლობაში JavaScript-ს შეზღუდვა ჰქონდა, ის მხოლოდ ვებ დეველოფმენთისთვის გამოიყენებოდა. ახლა ის უკვე ყველგან არის. Tensorflow.js open source ბიბლიოთეკა google-ის framework-თვის, რომელიც მანქანების შესწავლისთვის არის, JavaScript-ზეა აგებული. JavaScript-ი პითონის და ჯავას კატეგორიაში გადის მისი ფართო აპლიკაციების გამო.

ეს არის ჩემს მიერ მოწოდებული ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენების სია მანქანების შესწავლის პრაქტიკისთვის და ხელოვნური ინტელექტისთვის. თუ თვლით, რომ რომელიმე მნიშვნელოვანი ენა გამომრჩა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს სიაში, მოგვწერეთ ქვემოთ მოცემული კომენტარის გრაფაში.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები