; 5 ყველაზე ცუდი ჩვევა პროგრამისტისთვის, რომელსაც აუცილებლად უნდა გადაეჩვიოთ - IT Academy STEP Tbilisi 5 ყველაზე ცუდი ჩვევა პროგრამისტისთვის, რომელსაც აუცილებლად უნდა გადაეჩვიოთ - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

5 ყველაზე ცუდი ჩვევა პროგრამისტისთვის, რომელსაც აუცილებლად უნდა გადაეჩვიოთ

Worst-programming-habits

პროგრამირების უამრავ საკითხზე ვისაუბრეთ წარსულში. ამჯერადაც ძალიან მნიშვნელოვან თემას განვიხილავთ, რაც პროგრამისტს არაპროფესიონალს ხდის. ასევე, ვისაუბრებთ თუ რა არ უნდა გააკეთოს პროგრამისტმა, რომ ცუდ ჩვევებს გამომემშვიდობოს!

 

  1. სწავლა მხოლოდ წიგნებიდან, პრაქტიკის გარეშე, დაკარგული დრო და დაკარგული ენთუზიაზმია

ბევრი ჩვენგანი გაკვეთილებს უყურებს და იქიდან სწავლობს, რაც მართლაც შესანიშნავი ინიციატივაა, მაგრამ ადამიანების 80% მხოლოდ უყურებს იმას რასაც აჩვენებენ. ისინი თვითონ არ ვარჯიშობენ, შესაბამისად წინ ვერ მიდიან. პროგრამირებას, როგორც ყველა სხვა სამუშაოს, ვარჯიში სჭირდება.

რაც უფრო მეტს ვარჯიშობთ, უფრო კარგი პროგრამისტი გახდებით. თუ მხოლოდ უყურებთ გაკვეთილებს და არ იმუშავებთ, გაკვეთილები აზრს დაკარგავს. ამიტომ კარგი პროგრამისტის პროფესიის მისაღწევად საჭიროა ვარჯიში, რაც მას დაეხმარება ისწავლოს და დაიმახსოვროს ბევრი რამ.

  1. საეჭვო საკითხების გაურკვევლად დატოვება

შემდეგი თემა არის საეჭვო საკითხების გაურკვევლად დატოვება. ეს ადამიანის ბუნებაა. მაგრამ ჩვენ გირჩევთ რომ საეჭვო საკითხები გაურკვევლად მხოლოდ სკოლის პერიოდში დატოვოთ და არა პროფესიონალურ ცხოვრებაში. მაგალითად, როცა გარკვეულ ვებ-საიტზე მუშაობთ და წააწყდით პრობლემას, თქვენ იწყებთ მეგობრის ძებნას დასახმარებლად. ის გეხმარებათ, მაგრამ თქვენ არ გაინტრესებთ თუ რატომ ვერ გადაჭერით ეს პრობლემა, არც ის თუ რა პრობლემას წააწყდით, რადგან თქვენი სამუშაო უკვე გააკეთეს. ასეთ სიტუაციაში კარგი პროგრამისტი ყოველთვის იძიებს რა იყო მისი შეცდომა და მუშაობს ამაზე.

  1. არ ცდილობთ ცოდნის გაფართოებას – კმაყოფილდებით ცოტას

მნიშვნელობა არ აქვს რა სფეროში მოღვაწეობთ, თქვენ ყოველთვის ბევრი უნდა ისწავლოთ, დრო მიდის და თუ გაჩერდი, შენ წახვალ უკან. ეს ეხებათ პროგრამისტებსაც. ადამიანი ყოველთვის მეტის სწავლიკენ უნდა ისწრაფვოდეს, აუცილებელია გააფართოვოთ ცოდნა და სამუშაო უნარ-ჩვევები. ყველა ადამიანისთვის თავის სფეროში უფრო მეტი ცოდნის მოპოვების ბევრი გზა არსებობს. პროგრამისტებისთვის მითუმეტეს.

  1. კოდის კოპირება სხვებისგან

სიტყვის კოპირება კარგად არ ჟღერს, ეს ყველგან ასეა. თუ პროგრამისტი ხართ, აუცილებლად თავად უნდა ისწავლოთ და ყველაფერი თავად უნდა შექმნათ.

  1. შეამოწმეთ, სანამ წინ წახვალთ

როცა რამეს სწავლობთ, სასურველია ივარჯიშოთ და დარწმუნებული იყოთ თქვენს ცოდნაში. დარწმუნდით, რომ საკითხი კარგად გესმით და შემდეგ გადადით ახალ თემაზე, ნაცვლად იმისა, რომ დაიწყოთ ახლის შესწავლა და ძველი დაგავიწყდეთ.

 

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები