6 არასწორი წარმოდგენა პროგრამირებაზე და პროგრამისტებზე - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

6 არასწორი წარმოდგენა პროგრამირებაზე და პროგრამისტებზე

Misconceptions,About,Programming

ნორმალურ ადამიანებს პროგრამისტები შეიძლება იდუმალ ადამიანებად მოეჩვენოთ. უცხო პლანეტელის სახეობის მსგავსი ადამიანი, რომელიც მიდრეკილია კომპიუტერის ეკრანთან მოხრილი ჯდომისკენ. წიგნებიდან და ყველაზე უფრო ფილმებიდან შეგროვილი ინფორმაციის მიხედვით, საზოგადოებას აქვს მცდარი კონვენციები იმის შესახებ თუ რა არის პროგრამირება და როგორ უნდა გამოიყურებოდეს „ნამდვილი პროგრამისტი“. სტერეოტიპულ მსოფლიოში ხალხს აქვს ზოგადი სურათი თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ადამიანთა ჯგუფი. სტერეოტიპების უმრავლესობა, თუ ყველა არა, ცდება.

  1. პროგრამირება რთულია

ეს მოსაზრება მცდარია!

არაფერი არ არის რთული, როცა შესწავლას გადაწყვეტთ!

შეიძლება ეს კლიშეს მსგავსად ჟღერდეს, მაგრამ სიმართლეა… ადამიანები ფიქრობენ, რომ პროგრამირება რთულია იმის გამო, რომ ისინი ასეთ ჭორებს ისმენენ. სიმართლე კი ის არის, რომ თუ ერთხელ მის შესწავლას საფუძვლიდან დაიწყებთ, შემდეგ ის უფრო და უფრო ადვილი ხდება. თავდაპირველად უამრავი ტერმინოლოგიები, ენები შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ და თავიც აგტკივდეთ. მაგრამ ნუ იჩქარებთ. იმუშავეთ თქვენი ტემპით, დაიწყეთ დამწყების დონიდან და ნელნელა წაიწიეთ წინ. 5 საუკეთესო ონლაინ პროგრამირების კურსი დამწყებთათვის ამაში დაგეხმარებათ.

პროგრამულ ენებს ასე ჰქვიათ, რადგან ისინი მართლაც ჰგვანან ენებს, მაგალითად ფრანგულს. ფრანგული ენის შესწავლას ხომ არ იწყებთ გამართული და თავისუფალი საუბრით. თავდაპირველად სწავლობთ მისალმებებს, ძირითად გამოთქმებს, შეერთებებს და ა.შ. რაც უფრო მეტ დროს დახარჯავთ მის შესწავლასა და ლაპარაკში, მით უფრო გამართულად შეძლებთ საუბარს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ პროგრამული ენების შესახებ. თითოეულ მათგანს აქვს თავისი ოპერაციის წესები. თუ მათ გაიგებთ, საქმე უკეთესად იქნება. გაცილებით ადვილია ისწავლოთ პროგრამირების ერთი ენა ან კონცეფცია, სანამ მომდევნოზე გადახვალთ. საკმარისი ცოდნით შეძლებთ ამ ენაზე „საუბარს“. ისარგებლეთ პროგრამირების 5 ყველაზე ადვილი ენით.

  1. პროგრამირება ჭკვიანი ადამიანების საქმეა

ჭკუა აუცილებელია კომპიუტერული პროგრამირებისთვის, ისევე როგორც ცხოვრების სხვა ასპექტებში. მაგრამ ხალხს ჭკვიანის მცნება არასწორად ესმის. არა, საჭირო არ არის თქვენი IQ 140+ იყოს, იმისთვის რომ პროგრამა დაწეროთ. წინა პუნქტმა უკვე დაადგინა ის, რომ პროგრამირება რთული არ არის. გაითვალისწინეთ, რომ არ არის საჭირო იყოთ აინშტაინი, იმისთვის, რომ პროგრამირებაში წარმატებებს მიაღწიოთ.

  1. პროგრამისტები მოსაწყენი ადამიანები არიან

ჰოლივუდმა ხალხი იმ მოსაზრებამდე მიიყვანა, რომ პროგრამისტებმა აუცილებლად უნდა ატარონ დიდი, სქელ-შუშიანი სათვალეები, არ უნდა ჰქონდეთ მოდის შეგრძნება და მთელი დრო კოდის სწავლასა და წერაში უნდა გაატარონ. ბოლო პუნქტი სიმართლეა, თითქმის უმრავლეს შემთხვევებში. მაგრამ ყველა პროგრამისტი არ ატარებს სათვალეს. დიახ, ზოგმა პროგრამისტმა კარგად იცის თავის ჩაცმულობის სტილი და შეუძლიათ ისე გამოეწყონ, რომ წითელი ხალიჩაც დაიმსახურონ, როცა ამის საჭიროება დგება. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი პროგრამა არ გულისხმობს იმას, რომ თქვენ არ უნდა გამოიყურებოდეთ მომხიბვლელად დროდადრო.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არსებობენ გულჩათხრობილი პროგრამისტები, რომლებსაც დიდი წარმოდგენები აქვთ საკუთარ თავზე. მაგრამ ეს ყველა პროგრამისტს არ ეხება. ყველა პროგრამისტი არ ზის ოთახში ჩაკეტილი მთელი დღის განმავლობაში ლეპტოპების და ჭიქა ყავის კომპანიაში. ყველა მათგანი როდი არის მორცხვი და მშვიდი ადამიანი. მათ საუბარიც იციან, შეუძლიათ კონტაქტის დამყარება. ისინი შეიძლება იყვნენ ექსტრავერტებიც. სოციალური ურთიერთკავშირის დონე განსხვავდება პიროვნებების მიხედვით.

  1. ყველა პროგრამისტი მამაკაცია

გენდერული უთანასწორობა განზე გადავდოთ, ეს მოსაზრება მცდარია. ქალი პროგრამისტები არიან თეთრ-რქიანი მარტორქის მსგავსები ცხოველთა სამყაროში. დიახ, ისინი იშვიათად გვხვდებიან. მაგრამ ისინი არსებობენ. კომპიუტერული პროგრამირების სფეროში, სადაც მამაკაცები დომინირებენ, ქალბატონები „გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს“ ჰგვანან. შესაძლოა ეს ასეცაა, მაგრამ ისინი არ იღუპებიან. სინამდვილეში, მათი რიცხვი დღითი დღე მატულობს. ირგვლივ მიმოიხედეთ! ქალი პროგრამისტები თავის საქმეს კარგად აკეთებენ და გარეგნულადაც მშვენივრად გამოიყურებიან. გაგიკვირდებათ იმის გაგება, რომ პირველი პროგრამისტი, ვინც კოდი დაწერა იყო ადა ლავლისი, ქალბატონი. მის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს სიაში, სადაც ჩამოთვლილია ხუთი ქალბატონი, რომელთაც შეცვალეს თანამედროვე ტექნოლოგიები და მეცნიერება.

  1. ყველა პროგრამისტი დასაქორწინებელია

ეს ასე არ არის. ისინიც ხომ ადამიანები არიან. უცნაურები, მაგრამ მაინც ადამიანები. მათაც აქვთ გრძნობები. თუმცა მათ უჭირთ ამ გრძნობების ვინმესთვის გამოხატვა და ურთიერთობაში გადაქცევა, მაგრამ ისინი ნამდვილად ცდილობენ. და ისინი, ვინც ამას ახერხებენ, ტკბებიან ლამაზი ურთიერთობებით.

მამაკაცი პროგრამისტები ქალბატონ პროგრამისტებს ეძებენ, რომ ცხოვრება გაუზიარონ. აღიარეთ, ეს ძალიან კარგად ჟღერს, გყავდეთ სრულყოფილი ადამიანი, ვისთანაც დროს გაატარებთ და კოდს ერთად დაწერთ. თუმცა გამონაკლისები ყოველთვის არის. პარტნიორის ძიების რთულ სამყაროში წესები არ არსებობს. ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად საწინააღმდეგო აზროვნების ადამიანი მიგიზიდავთ.

ასევე მოიძიეთ: რა გავლენას ახდენს პროგრამირება ყოველდღიურ ცხოვრებაზე – პროგრამისტის ცხოვრება.

პროგრამისტები თავიანთ დროს აფასებენ, რასაც ისინი კოდის წერასა და ამოცანის გადაჭრაში ხარჯავენ. თუ მათ შეუძლიათ კოდის წერის დრო თქვენთან ურთიერთობაში გაატარონ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მისთვის მნიშვნელოვანი ხართ. გრძნობებით თამაშის დროს არ არის. მათ შეუძლიათ იყონ რომანტიულები, განსაკუთრებით მაშინ თუ ეს ციფრულ კომუნიკაციებს ეხება. თუ ურთიერთობა სტრესული ხდება, მათ შეუძლიათ დაწერონ პროგრამა, დაამუშაონ ტექსტი, დარეკონ და ყოველდღიური რომანტიული ელექტრონული შეტყობინებები გააგზავნონ. მათი პარტნიორი ვერასოდეს ვერ მიხვდება განსხვავებას.

  1. პროგრამირება არის კოდის დაწერა

ჰმ!

დაფიქრდით ყველა, ვინც ამ მოსაზრებას ეთანხმებით. თქვენ ფიქრობთ, რომ კოდის წერის დროს ათასობით ჩანაწერი თქვენს სამუშაოს სრულყოფილს ხდის? ეს არ არის მართალი! ყოველთვის უფრო მეტი უნდა გააკეთოთ. გაუმჯობესებისთვის ადგილი უნდა დატოვოთ. კოდის დაწერა ამ პროცესის მარტივი ნაწილია. დებაგირება უფრო რთულია. თქვენი კომპილატორი მოგცემთ შეცდომას და გამაფრთხილებელ შეტყობინებებს. შეიძლება ზოგჯერ იტიროთ კიდეც და პროგრამირებას თავი დაანებოთ. ასე არ გააკეთოთ.

როცა წარმატებით დააკომპილირებთ პროგრამას და ბაგები აღარ იქნება, იფიქრებთ, რომ ეს საკმარისია. მაგრამ შემდეგ დოკუმენტაცია გექნებათ დასაწერი!

ჩვენთან, სტეპ აკადემიაში, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები