; ფეისბუქში რეკლამირების ბიუჯეტის გამანადგურებელი 6 შეცდომა და მათი გამოსწორების გზები - IT Academy STEP Tbilisi ფეისბუქში რეკლამირების ბიუჯეტის გამანადგურებელი 6 შეცდომა და მათი გამოსწორების გზები - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

ფეისბუქში რეკლამირების ბიუჯეტის გამანადგურებელი 6 შეცდომა და მათი გამოსწორების გზები

ნუ დააზარალებთ საკუთარ სარეკლამო ბიუჯეტს, თუ რეკლამას ყურადღებას არ მიაქცევთ, მაშინ შეიძლება ბიუჯეტი გაფლანგოთ.

ფეისბუქში გაშვებული რეკლამა საუკეთესო გზა არის იმისთვის, რომ თქვენმა ბიზნესმა ყურადღება მიიპყროს. დღეს ფეისბუქი ხუთი ციფრული სარეკლამო დოლარიდან ერთზე მეტის მფლობელია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მასიური პლათფორმა დიდი გათვლებით და ფართო მიღწევებით. მას ინსტრუმენტების ვრცელი და ადვილად გამოყენებადი პანელი აქვს – შეუძლებელია ის რომ არ გამოიყენოთ. მაგრამ თუ აღნიშნულ პანელს ეფექტურად არ იყენებთ, ეს შეიძლება მის არ გამოყენებაზე უფრო უარესი აღმოჩნდეს.

შესაძლოა ეს ის მომენტია, როცა შეცდომას უშვებთ, ამიტომ გთავაზობთ რჩევებს ამ შეცდომების გამოსასწორებლად:

1. უზომოდ ფართო აუდიტორია

თუ თქვენი აუდიტორია ძალიან ფართოა, გამოდის, რომ თქვენ უფრო მეტ თანხას ხარჯავთ, ვიდრე უნდა დახარჯოთ.

როცა ძალიან დიდ აუდიტორიას რეკლამებით ემსახურებით, სინამდვილეში თქვენ იმ ადამიანებისთვის ართულებთ შეამჩნიონ ის, რასაც თქვენ ყიდით, ვისაც რეალურად აინტერესებს. ამით ბევრ ფულს ფლანგავთ – ცდილობთ შეხება გქონდეთ ძალიან ბევრ მომხმარებლებთან იმის ნაცვლად, რომ ყურადღება გაამახვილოთ მათზე, ვინც რეალურად არის დაინტერესებული თქვენი ბიზნესით.

გამოსავალი ამ ყველაფრიდან ძალიან მარტივია – შეამცირეთ თქვენი აუდიტორია.

გამოიყენეთ უფრო კონკრეტული სამიზნე, შესაძლოა გეოგრაფიული ან ინტერესზე დაფუძნებული სამიზნე, თქვენი ჯგუფის შესამცირებლად. ‘აუდიტორიის ცოდნა’ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ადრე იყო.

2. არასწორი სამიზნე 

თქვენ შეგიძლიათ 1000 %-ზე მეტი სხვაობა გქონდეთ რეკლამის ღირებულებაში ყოველი დაჭერის დროს. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ აუდიტორიაზე აპირებთ გათვლას

თუ თქვენი სამიზნე არასწორი დემოგრაფიაა, ორმაგად დაზარალდებით, რომ თქვენმა შეტყობინებამ იმ აუდიტორიამდე ვერ მიაღწია, რომელიც გსურდათ. ამის გასაკეთებლად კი უფრო მეტი თანხა დახარჯეთ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, მაგრამ მისი მოგვარება არც ისე რთულია. ეს სიტუაცია ძალიან ჰგავს ისეთს, როცა უზარმაზარი აუდიტორია გყავთ და გარკვეულ ზომებს იღებთ.

გამოარკვიეთ შიდა სტატისტიკა და დემოგრაფია და გაიგეთ ძირითად რა ტიპის  მომხმარებლები გყავთ, შემდეგ თქვენი რეკლამის სამიზნედ კონკრეტულად ისინი უნდა აირჩიოთ. შეეცადეთ უფრო ზუსტი ინფორმაცია გქონდეთ თქვენი გეოგრაფიული და ინტერესის პროფილის შესახებ. რაც უფრო მეტად დაინტერესდებით წვრილმანებით, მით უფრო მალე გეყოლებათ ზუსტად ის აუდიტორია, რომელიც გსურთ.

3. არასწორი ბიუჯეტი

განსაკუთრებით მაშინ, როცა პირველად იწყებთ რეკლამირებას ფეისბუქში, რთული იქნება იმის გამოთვლა, თუ რა თანხა უნდა გამოყოთ სარეკლამო ბიუჯეტის დასამტკიცებლად.

თუ თქვენს კამპანიებს ყურადღებას არ აქცევთ, ბიუჯეტი შეიძლება ძალიან ადვილად დახარჯოთ ან თქვენი რეკლამა სიის ბოლოში აღმოჩნდეს და მისი ნახვა მარტივად ვერ მოხერხდეს. ისეთ კომპეტენტურ გარემოში, როგორიც დღეს ფეისბუქ რეკლამირებაა, ეს არის ერთერთი ყველაზე დიდი საშუალება ეფექტურობისთვის.

ასეთი საკითხის მოგვარება მარტივია. ხარჯები შეამცირეთ. დაიწყეთ მცირე ხარჯებით და დააკვირდით როგორ მუშაობს ყველაფერი. შემდეგ გააკეთეთ ცვლილებები ნამატის მიხედვით. და როგორც კი დაინახავთ რომ ერთი დაჭერის საფასური არამდგრადია და იზრდება, თავიდან დაიწყეთ.

4. დაიგნორებული კრეატივი

მნიშვნელობა არ აქვს რამდენად კარგი სამიზნე გაქვთ, თუ თქვენი რეკლამა ყურადღებას ვერ მიიქცევს, ის კარგ შედეგს ვერ მოგიტანთ. აქ ჩვეულებრივ შემთხვევაში ვიზუალური ყურადღება იგულისხმება. ფეისბუქს აქვს სპეციფიური პარამეტრები ტექსტის რაოდენობის შესახებ, რომლის ჩვენებაც გსურთ რეკლამაში – წესებში სამარცხვინო 20-მა პროცენტმა წლების განმავლობაში თავის ტკივილი გაუჩინა რეკლამის განმთავსებლებს.

ბევრი ტექსტის ჩვენებას ვერ შეძლებთ, ამიტომ რას აჩვენებთ, მას უნდა ჰქონდეს მოქმედების და ღირებულების შეთავაზების ძალიან სპეციფიური მიწოდება. თან ეს ყველაფერი სულ რამდენიმე სიტყვით უნდა მოახერხოთ.

თუ თქვენი რეკლამა ხალხის თვალს არ მიიპყრობს, როცა ისინი სიახლეებს ათვალიერებენ, ასეთი რეკლამა უყურადღებოდ დარჩება. ერთერთი ყველაზე გავრცელებული რამ, რაც კომპანიებს პრობლემებს უქმნის, როცა ისინი ფეისბუქში რეკლამირების სფეროში დამწყებები არიან, სწორედ ის რეკლამებია, რომლებიც გადაჭარბებულად არის წარმოდგენილი. ტექსტი და სურათები ერთმანეთს უნდა აბალანსებდეს.

არსებობს მარტივი სახელმძღვანელოები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი რეკლამის სწორად განთავსებაში, თუ გარკვეულ პრობლემებს წააწყდით. თუ თქვენს შემოქმედებით უფლებებს გამოიყენებთ, დიდ ნახტომს გააკეთებთ თქვენს საქმიანობაში და ეს აუცილებლად დაგეხმარებათ მიზნის უკეთ მიღწევაში.

5. არ გამორიცხოთ წარსული კონვერტერები

ეს ძალიან არის გავრცელებული რეკლამის დამწყებ განმთავსებლებში.

თქვენ გაქვთ გარკვეული ადამიანების ყურადღება და ისინი იმ პოზიციამდე მიიყვანეთ, რომ სურთ თქვენს რეკლამას ხელი დააჭირონ. ისინი გადავიდნენ თქვენს საიტზე და დაინტერესდნენ – ჩამოტვირთეს თქვენი ელექტრონული წიგნი, გაწევრიანდნენ თქვენს ფოსტაში, შეიძინეს თქვენი პროდუქტი, ძალიან კარგი.

როგორ ფიქრობთ რა მოხდება თუ იგივე სარეკლამო კამპანია მათ ისევ შეხვდებათ?

რეკლამებისგან დაღლილობა და გაღიზიანება არის სინამდვილეში ის ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ – ხალხს შეიძლება მობეზრდეს ერთი და იგივე რეკლამის ბევრჯერ ნახვა და თქვენ გააგრძელებთ ფულის დახარჯვას ისეთ ადამიანებზე, რომლებიც უკვე დაინტერესდნენ თქვენი რეკლამით.

ეს არ არის მნიშვნელოვანი. დარწმუნებით გამოხშირეთ ასეთი ადამიანები სამიზნე აუდიტორიიდან, თუკი ისინი ერთხელ უკვე დაინტერესდნენ. გამოიყენეთ Custom Audiences რომ გამოხშიროთ ისეთი ადამიანები, რომლებმაც უკვე ნახეს კონკრეტული ვებ გვერდი – ის გვერდი, რომლის დათვალიერებაც შეეძლებათ დაინტერესების შემთხვევაში.

6. შენიშვნების იგნორირება

ალბათ გაგიგონიათ ასეთი გამოთქმა „რისი გაზომვაც შეიძლება, მისი მართვაც შესაძლებელია“.

ამ გამოთქმაში ბევრი სიმართლეა. თუ არ აკონტროლებთ როგორ მიმდინარეობს თქვენი კამპანიები, რომლებიც ადრე გამოიყენეთ, სხვადასხვა შემოქმედებითი და სამიზნე სტრატეგიების ფარდობითად შესრულება – მაშინ რას აკეთებთ?

ეფექტური რეკლამირება სიბნელეში დართსის ისრების სროლას არ ნიშნავს. ეს არის პროცესი. თითოეული ინფორმაცია, რომელსაც შეიტყობთ, თქვენს რეკლამას უკეთესს გახდის – და ეს იმ შემთხვევაში, თუ ამას აკონტროლებთ.

ეს ადვილად ჟღერს. ადვილიცაა. მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი, განსაკუთრებით მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ამის გასაკეთებლად დროს არ გამოყოფენ. ნუ გახდებით ერთერთი მათგანი.

ფეისბუქ რეკლამირებას ძალიან ბევრი საფრთხე მოსდევს და ისინი თავიდან უნდა აირიდოთ. მაგრამ თუ ეს საფრთხეები გეცოდინებათ და პროცესს გააკონტროლებთ, ყველა  მათგანს გადალახავთ და თქვენს ბიზნესს გზას გაუხსნით. გამოიყენეთ აღნიშნული რჩევები იმისთვის რომ თქვენი ბიზნესი 2019 წელს რაც შეიძლება ეფექტური გახდეს.

IT Academy STEP – საერთაშორისო ბრენდი!

დეტალური ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები