; 6 მიზეზი თუ რატომ იჭედებიან ახალბედა პროგრამისტები - IT Academy STEP Tbilisi 6 მიზეზი თუ რატომ იჭედებიან ახალბედა პროგრამისტები - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

6 მიზეზი თუ რატომ იჭედებიან ახალბედა პროგრამისტები

ტექნოლოგიების მოყვარულ მსოფლიოში “პროგრამირების” ცოდნა უსაზღვროდ გამოსადეგი უნარ-ჩვევაა. რასაც არუნდა საქმიანობდეთ, ის დაგეხმარებათ დამატებითი შემოსავლის გამომუშავებაში. დღესდღეობით თვითნასწავლი პროგრამისტების რიცხვი კატასტროფულად მზარდია. ყველასგან განსხვავებით, ზოგიერთი ნამდვილად აღწევს წარმატებას ამ სფეროში. ისინი, ვინც მარცხს განიცდიან, ალბათ გარკვეულ შეუსაბამობებს აწყდებიან პროგრამირების შესწავლის მიდგომაში:

ყველაფრის მომენტალურად ცოდნის სურვილი

არა, თქვენ ვერ შეძლებთ ერთდროულად შეისწავლოთ Java, C, JavaScript და Python. თქვენ ერთერთზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. თავდაპირველად ერთი შეისწავლეთ კარგად და შემდეგ გადადით მეორეზე. სიმართლე რომ ვთქვათ, პროგრამირების თითოეული ენა სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენება. ერთი შეხედვით ცდუნება გექნებათ ყველა მათგანი რაც შეიძლება მალე შეისწავლოთ. ამის მიღწევა შეიძლება, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით უნდა ისწავლოთ თითოეული ენა. ერთი ენა სწავლის ყოველ ეტაპზე.

ასე ხდება განსაკუთრებით დამწყებებისთვის. ახალშობილი მაშინვე სიარულს არ იწყებს. ამას ის ნელ-ნელა სწავლობს. პროგრამირების შემთხვევაშიც ასეა. იხილეთ სტატია თემაზე 5 ყველაზე ცუდი ჩვევა, რომლებსაც პროგრამისტებმა თავი უნდა აარიდონ. დარწმუნდებით, რომ სწორ გზაზე დგახართ.

მხოლოდ წაკითხვა და ყურება

ინტერნეტი სავსეა პროგრამირების შესასწავლი სახელმძღვანელოებით, დაწერილი სახით ან მოძრავი სურათების სახით. აბათ ისინი შეგროვილი გაქვთ. შესაძლოა მთელი დღე დაკარგოთ მათ ყურებაში და წაკითხვაში. ეს ვერ დაგეხმარებათ, სანამ ვარჯიშს არ დაიწყებთ. კოდის წაკითხვა და დაწერა ორი სხვადასხვა რამეა. შეიძლება წაიკითხოთ სინტაქსი და გაიგოთ, მაგრამ საკმარისია მისი შესწორება დაიწყოთ, წინ ვეღარ წახვალთ. დაიწყეთ ბეჭდვა და კომპილაცია!

მხოლოდ სახელძღვანელოებზე დაყრდნობა

სახელმძღვანელოები უდაოდ ძალიან დაგეხმარებათ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა მიდგომა არ უნდა სცადოთ. სახელძღვანელოების მიხედვით სწავლის ნაცვლად აიღეთ თქვენთვის მისაღები პროექტი და შეასრულეთ ის. Github-ი პროგრამისტების საუკეთესო მეგობარია. Open source პროექტებიც ყველგან არის. ერთერთი გზა თქვენი უნარ-ჩვევების ასამაღლებლად არის შეხედოთ ნამდვილ პროგრამებს, შეეცადოთ გაიგოთ კოდი, რომელიც მათ ამუშავებს და სცადეთ გაიმეოროთ. გაგიკვირდებათ როცა დაინახავთ, თუ რა სისწრაფით ითვისებთ. გაერთობით კიდეც.

არ ხართ ინტერაქტიული

აუცილებლად უნდა გამოიყენოთ სოციალური მედია და ვებ-საიტებზე არსებული ზღვა ონლაინ საზოგადოება. სწავლა მხოლოდ ყურება და მოსმენა არ არის. ზოგჯერ უნდა ისაუბროთ კიდეც. დაეკონტაქტეთ საზოგადოებებს, როგორიცაა StackOverflow, Quora და პროგრამების მომხმარებლებს.

დაუსვით შეკითხვები და გაუზიარეთ თქვენი პრობლემები. ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც თქვენს შეკითხვებს ონლაინ გასცემს პასუხს. იკონტაქტეთ კოდირების ჯგუფთან და შეხვდით სხვებს, რომლებსაც თქვენსავით პროგრამირების დიდი ინტერესი აქვს. არავინ იცის სად და როდის იწყება კარგი მეგობრობა.

ცოტას ვარჯიშობთ

ჩვენ ყველამ ვიცით პოპულარული გამონათქვამი: „ვარჯიში სრულყოფილს ხდის“. ეს ყველა უნარ-ჩვევაზე ამართლებს. ადამიანებს ზოგჯერ თანამშრომლებიც კი ავიწყდებათ. კოდსაც თუ ხშირად არ დაწერთ, თანდათანობით ისიც დაგავიწყდებათ. პრაქტიკა პროფესიონალებსაც სჭირდებათ. გააკეთეთ გეგმა. შეეცადეთ კოდის რამდენიმე ხაზი მაინც დაწეროთ დროდადრო. ასეთი გზით მუშაობით, კოდის დაწერა სამუდამოდ ჩაგიჯდებათ გონებაში. რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ, მით უფრო კარგად გამოგივათ დებაგირება. მაშივნე მიხვდებით სად დაუშვით შეცდომა თქვენს კოდში. შეცდომებიც უკვე ნაცნობი გახდება (განსაკუთრები ის შეცდომები, როცა ორწერტილის ან ფჩხილის დასმა გამოგრჩათ).

არ ამოწმებთ საკუთარ თავს

შესაძლოა იცით ან შესაძლოა არა. მოძებნეთ კითხვარი, შეხედეთ რამოდენიმე შეკითხვას და სცადეთ პასუხი გასცეთ. ამით საკუთარ თავში დარწმუნებული იქნებით. არსებობს კონკურენტუნარიანი პროგრამირება. შეგიძლიათ მოიძიოთ რამდენიმე გამოწვევა და თქვენი თავი გამოსცადოთ.

დასკვნა

გაარკვიეთ სწავლების როგორი მიდგომა არის უფრო ეფექტური თქვენთვის. თუ პრაქტიკის გარეშე მხოლოდ წაკითხვით სწავლა უფრო გეადვილებათ, ასე გააგრძელეთ, მაგრამ ასეთი მიდგომა ბევრი ადამიანისთვის არ არის სარგებლის მომტანი, მეტიც საკმაოდ უჩვეულოც არის. და ბოლოს, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დახელოვნებას. გახსოვდეთ სწავლის პროცესი არასდროს არ მთავრდება. ყოველთვის არის რაღაც ახალი, რაც უნდა ისწავლოთ. ამის სურვილი ყოველთვის უნდა გქონდეთ.

ჩვენთან სტეპ აკადემიაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეისწავლოთ პროგრამირება, მიიღოთ ხარისხიანი ცოდნა და უზარმაზარი გამოცდილება! შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები