; 6 მიზეზი იმისა, თუ რატომ ხართ დაუსაქმებული პროგრამისტი - IT Academy STEP Tbilisi 6 მიზეზი იმისა, თუ რატომ ხართ დაუსაქმებული პროგრამისტი - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

6 მიზეზი იმისა, თუ რატომ ხართ დაუსაქმებული პროგრამისტი

რამდენად კარგად გამოგდით პროგრამირება? კარგი პროგრამისტი უნდა იყოთ. იმდენად კარგი, რომ იმუშაოთ და თვეში რამდენიმე ასობით ათასი გამოიმუშაოთ. თქვენ პროგრამირების საკმაოდ ბევრი კურსი გაქვთ გავლილი და იცით, რომ ამ უნარ-ჩვევებს ფლობთ. საჭირო არ არის იმის თქმა, რომ პროგრამირების დომენი ფართოა და ამ სფეროში მოთხოვნა არსებობს. თუ ეს ასეა, მაშინ რატომ არ გაქვთ სამსახური, რომ რეალური შემოსავალი გამოიმუშაოთ? გთავაზობთ ამის რამდენიმე მიზეზს:

1 თქვენ არ ცდილობთ

სამუშაოს ძებნის პროცესი დამღლელია, მაგრამ თქვენ ეს უნდა გააკეთოთ და სინამდვილეში სამუშაო იპოვოთ. ძებნას თუ არ დაიწყებთ, ვერასოდეს იპოვით. სამუშაო თავისით არ მოვა. თქვენ მისიად უნდა დაისახოთ ისეთი ორგანიზაციების პოვნა, რომლებსაც სურთ დაქირავება და მათ აპლიკაცია უნდა გაუგზავნოთ. შეიძლება უარით ბევრჯერ გამოგისტუმრონ, მაგრამ ძებნა არ უნდა შეწყვიტოთ. ასეთ შემთხვევაში შიმშილს დაიწყებთ. გადასახადებს კი თქვენს მაგივრად არავინ არ გადაიხდის.

გთავაზობთ რამდენიმე საიტს, სადაც დასაქმების განცხადებები არის განთავსებული: UpWorkIndeed და StackOverflow jobs. თქვენ უბრალოდ უნდა გადაწყვიტოთ. არ გაუგზავნოთ აპლიკაცია მხოლოდ ერთ დამსაქმებელს, გაუგზავნეთ ბევრს. ამით არჩევანის საშუალება მეტი გექნებათ. ერთმაც რომ გითხრათ უარი, იმედი მაინც არის. დაიმახსოვრეთ, არასოდეს არ დანებდეთ.

2 თქვენ არ გაქვთ პორთფოლიო

თუ გსურთ დაარწმუნოთ დამსაქმებელი, რომ თქვენ პროფესიონალი ხართ, მას თქვენი შესრულებული სამუშაოების ნიმუშები უნდა წარუდგინოთ. სხვანაირად როგორ შეძლებთ აჩვენოთ თქვენი უნარ-ჩვევები? შეუდექით მუშაობას და დაიწყეთ პორთფელის შექმნა. თუ ვებ დეველოპერი ხართ, უბრალოდ შექმენით რამე საიტი, მხოლოდ საჩვენებლად. თუ ანდროიდის დეველოპერი ხართ, დაბეჭდეთ რამე Play Store-ში. ასეთი გზით უფრო დარწმუნებული იქნებით საკუთარ თავში სამუშაოს მოძებნის დროს და შეძლებთ დამსაქმებლისგან რეალური სამუშაო პროექტების მიღებას. LinkedIn ანგარიში უფრო პროფესიონალად გაქცევთ. სანდოობა გაიზრდება! Codepen-იც უნდა სცადოთ. შექმენით იქ სტაფი და საკუთარი თავი დაიქირავეთ. ეს მეთოდი მუშაობს.

3 თქვენ არ გაქვთ სერთიფიკატები და თქვენი ცოდნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები

დღესდღეობით ბევრი პროგრამისტი თვითნასწავლია. ბევრს უნივერსიტეტიდან ირჩევენ და გადაწყვეტილებას იღებენ გამოიყენონ ონლაინ რესურსები, რომ საკუთარ თავს კოდის წერა ასწავლონ. პირველ რიგში, თუ გაქვთ ხარისხი კომპიუტერულ ინჟინერიაში ან სხვა დაკავშირებულ კურსში, ეს რეალურად დაგეხმარებათ სამუშაოს მოძებნაში. თუ არ გაქვთ, მოიპოვეთ ციფრული სერთიფიკატები სასწავლო საიტებიდან. საიტები, მაგალითად  freeCodeCamp, Udacity, Udemy თავის მომხმარებლებს სერთიფიკატებს სთავაზობენ. ზოგიერთი არ ეთანხმება ამ იდეას და ფიქრობს, რომ ეს სერთიფიკატები დიდად გამოსადეგი არ არის, მაგრამ თუ ისინი გაქვთ, შეიძლება საჭირო დროს გამოგადგეთ.

4 დროს არ მიყვებით

დღეს ახალი აღმოჩენები და გამოგონებები სრულდება. რა არის პროგრამირებაში აქტუალური ახლა?  ესა თუ ის ბიბლიოთეკა? რომელი ახალი framework-ი აღწევს საუკეთესო შედეგებს? რომელი ახალი პროდუქტები არსებობს, რომელსაც შეუძლია ვებსაიტები უფრო რეაგირებადი გახადოს? ყოველთვის იყავით ინფორმირებული ახალი ტენდენციების შესახებ. ეს დაგეხმარებათ, რომ პირველებმა შეიტყოთ ტექნოლოგიების სიახლეების შესახებ და თქვენი დასაქმების შანსს გაზრდის.

5 თქვენ წვლილი არ შეგაქვთ

კლიენტებს და დამსაქმებლებს სურვილი ექნებათ დაათვალიერონ თქვენი Github პროფილი ან რამე სხვა საიტი, სანამ დაგიქირავებენ. კარგი პრაქტიკაა მისი შექმნა. დაიწყეთ თქვენი საკუთარი პროექტების შექმნა ან წვლილი შეიტანეთ open source პროექტებში. საჭირო არ არის მაღალ პროფილიან პროექტებში მიიღოთ მონაწილეობა. ყოველთვის პატარა პროექტებით დაიწყეთ. დახმარების გარდა, საკუთარ უნარ-ჩვევებსაც გაიუმჯობესებთ. ეს კი დამსაქმებლებს თქვენს პოვნაში დაეხმარება.

6 არ გაქვთ გამოცდილება

ალბათ ფიქრობთ: „როგორ მექნება გამოცდილება თუ არავინ არ დამიქირავებს?“ თავდაპირველად შეგიძლიათ უხელფასოდ იმუშაოთ. იყავით სტაჟიორი ან მოხალისე, შექმენით ვებსაიტი არა კომერციული ორგანიზაციისთვის უფასოდ. უფასო სერვისების შეთავაზება შეიძლება უინტერესოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ თქვენს მიერ შექმნილი ახალი ვებსაიტი გამოცდილებად ნამდვილად ეღირება. მალე აითვისებთ ფასეულ უნარ-ჩვევებს, მიიღებთ გამოცდილებას და საკუთარ აპლიკაციაში ამ ყველაფერს მიუთითებთ.

7 არ ხართ დაკავშირებული

საჭირო ადამიანებთან კონტაქტი ნამდვილად დაგეხმარებათ. მეგობარი, რომელიც პროგრამირების იგივე დომენში მუშაობს, რომელშიც თქვენ, შეიძლება ძალიან დაგეხმაროთ პირველი სამუშაოს მოძებნაში. მეგობარმა ან ნაცნობმა შეიძლება კლიენტს ან დამსაქმებელს დაგაკავშიროთ. თუ ინტროვერტი ბრძანდებით და არ შეგიძლიათ ადამიანებთან დამეგობრება რეალურ ცხოვრებაში, მაშინ გამოიყენეთ უამრავი სოციალური მედია საშუალებები – Facebook, Twitter და LinkedIn. გააცანით მსოფლიოს საკუთარი თავი.

თუ მოტივაცია გჭირდებათ, გახსოვდეთ, რომ ის დროთა განმავლობაში უკეთესი იქნება. პირველი რამდენიმე სამუშაო შეიძლება იდეალური არ აღმოჩნდეს. ნუ იქნებით მომთხოვნი. ეცადეთ უფრო მეტს მიაღწიოთ. მეტი დროით, გამოცდილებით და უნარ-ჩვევებით უფრო გაგიადვილდებათ უკეთესი სამუშაოს პოვნა.

აიტი აკადემია სტეპი გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, გახდეთ წარმატებული პროგრამისტი, რეკომენდაციები მიიღოთ კვალიფიციური ლექტორებისგან. სასწავლო პროცესი  მთლიანად პრაქტიკულ სამუშაოზეა ორიენტირებული, რაც პირდაპირ უზრუნველყოფს თქვენს სამომავლო პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და ცოდნას!

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები