6 ყველაზე რთული საგანი კომპიუტერულ მეცნიერებაში - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

6 ყველაზე რთული საგანი კომპიუტერულ მეცნიერებაში

ხალხის აზრით, კომპიუტერული მეცნიერება ძალიან რთულია, რადგან ტექნიკური სფეროა. ისინი თვლიან რომ სწავლის დროს გადაულახავ სირთულეებს წააწყდებიან. თუმცა, ბევრს ესმის რომ კომპიუტერული მეცნიერება არც ასეთი რთულია…

მთლიანი კურსის ზოგადი მიმოხილვის ნაცვლად, მოდით განვიხილოთ კომპიუტერული მეცნიერების ზოგიერთი რთული თემა ან საგანი.

1. ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი კომპიუტერული მეცნიერების ყველაზე რთული კომპონენტია. ის გვასწავლის თუ როგორ დავაპროგრამოთ ჭკვიანი მანქანები,რომ მათ იმოქმედონ ნამდვილი ადამიანების მსგავსად და ეტაპობრივად ჩაგვენაცვლონ ფიზიკურად მძიმე სამუშაოში. ჭკვიან მანქანებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული თვისებები, რომლებიც პრობლემების მოგვარებისთვის არის საჭირო. ამ თვისებებს მიეკუთვნება სწავლის, აღქმის და ცვლილებების მიღების შესაძლებლობა სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე.

რატომ არის ხელოვნური ინტელექტი რთული თემა კომპიუტერულ მეცნიერებაში? პირველი მიზეზი ის არის, რომ ის მოითხოვს ჯვარედინი დისციპლინის მიდგომას. კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა დისციპლინები უნდა გააერთიანოთ, იმისთვის, რომ გაიგოთ და განახორციელოთ ხელოვნური ინტელექტის თეორიები. ზოგიერთი ასეთი დისციპლინა მოიცავს პროგრამირებას, მათემატიკას, ფსიქოლოგიას, ლინგვისტიკას და მონაცემთა ბაზის მართვასაც. ყველა ამ დისციპლინის ერთ პროდუქტად გაერთიანება ადვილი არ არის.

კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ არის ეს საგანი რთული, არის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მუდმივი განვითარება. ხელოვნური ინტელექტი სტატიკური სფერო არ არის. ის ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად იცვლება. იმ კონცეფციების გამოყენება, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მუშაობდა, ახლა აღარ შეიძლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის სტუდენტები მუდმივად ახალი კონცეფციების გავლენის ქვეშ იქნებიან.

სხვა შემთხვევაში ის ყველაზე მომგებიანი სფეროა კომპიუტერულ მეცნიერებაში. ხელოვნური ინტელექტის ექსპერტები უდაოდ ყველაზე მოთხოვნადები არიან.

2. გამოთვლითი თეორია

როგორც კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტს, გჭირდებათ იმის სიღრმისეული ცოდნა, თუ როგორ მივიდეს კომპიუტერი კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. გამოთვლითი თეორია ისეთი თემაა კომპიუტერულ მეცნიერებაში, რომელიც შეიმუშავებს,  პრობლემების გადაჭრის გზებს კონკრეტული ალგორითმის და გამოთვლითი მოდელის გამოყენებით.

ძირითადად, გამოთვლითი თეორია იყოფა სამ სხვადასხვა ნაწილად, ესენია: გამოთვლითი თეორია, ავტომატური თეორია და კომპლექსური თეორია. ეს ყველაფერი მოგცემთ ცოდნას, რომ აღმოაჩინოთ კომპიუტერის შეზღუდვები და შესაძლებლობები.

გამოთვლითი თეორია მოიცავს კომპიუტერების მათემატიკურ აბსტრაქციას, რომელიც ასევე ცნობილია გამოთვლითი მოდელის სახელით. აქ სტუდენტები სწავლობენ რამდენიმე მოდელს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულს, რომელიც ცნობილია Turing machine-ის სახელწოდებით.

გარდა იმის გაანალიზებისა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა, გამოთვლითი თეორია ასევე ასწავლის სტუდენტებს, ეფექტურად გადაჭრის თუ არა არსებულ პრობლემებს გამოყენებული მეთოდები და ალგორითმები. ეს იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერულმა მეცნიერებმა რამდენიმე სხვადასხვა ასპექტი უნდა განიხილონ, მათ შორის საჭირო მეხსიერების ადგილი და დრო, რომელიც გადაწყვეტილების მოფიქრებას დასჭირდება.

3. მიკროპროცესორები 

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც რთულად მიიჩნევენ, არის მიკროპროცესორები. მიკრო პროცესორები ლოგიკური ჩიპების სახელითაც არის ცნობილი და ისინი კომპიუტერების ძრავებს წარმოადგენენ. ტიპიური მიკრო პროცესორი შეიცავს ყველა ცენტრალური დამუშავების ერთეულის ფუნქციებს. ის ასრულებს კომპიუტერის არითმეტიკულ და ლოგიკურ ფუნქციებს.

ადვილად ჟღერს, არა? როგორც კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტს, მიკრო პროცესორის განმარტებაზე გაცილებით მეტს ისწავლით. ისწავლით როგორ მუშაობს ის და იმასაც, როგორ შექმნათ ის. რადგან მიკრო პეოცესორები არის კომპიუტერული სისტემების შემადგენელი ნაწილი, კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტმა უამრავი ინფორმაცია უნდა იცოდეს ამ მოწყობილობის შესახებ.

მიკრო პროცესორის თემა საკმაოდ ფართოა და ძალიან ტექნიკური. თავდაპირველად ლოგიკური ოპერაციების და მათემატიკური გამოთვლების შესახებ არსებული მასალები უნდა ისწავლოთ. ამის შემდეგ აითვისებთ ელექტრონიკის საფუძვლებს. ეს იმიტომ, რომ მიკრო პროცესორები ათასობით ელექტრონული კომპონენტებისგან შედგება, როგორიცაა ტრანზისტორები და ინტეგრირებული სქემები. ისწავლით ასევე მიკრო პროცესორების სხვადასხვა დიზაინს და როგორ შეუძლია თითოეულ დიზაინს სხვადასხვა პრობლემების მოგვარება.

ამ თემის შესწავლით მიიღებთ მნიშვნელოვან ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომელსაც გამოიყენებთ როგორც მომავალი მიკროპროცესორების დიზაინერი.

4. განვითარებული მონაცემთა ბაზის სისტემები

მონაცემთა ბაზის საფუძვლების შესახებ ალბათ ცოტა რამ გსმენიათ. სინამდვილეში, მონაცემთა ბაზის საფუძვლების გაგება რთული არ არის. თუმცა განვითარებული მონაცემთა ბაზის სისტემები ცოტა რთული საკითხია კომპიუტერულ მეცნიერებაში. მოიცავს მონაცემთა ბაზის სისტემების საფუძვლებსაც. ის სიღრმისეულად განიხილავს განვითარებულ და რთულ მონაცემთა ბაზის კონცეფციებს.

რადგან მონაცემთა ბაზის სისტემების საფუძვლები ჩვეულებრივ ბიზნეს პროგრამებში გამოიყენება, განვითარებული მონაცემთა ბაზის სისტემების ბიზნესში გამოყენება ჩვეულებრივს სცდება. ისინი გამოიყენება მონაცემების მართვისთვის რთულ აპლიკაციებში, განსაკუთრებით განვითარებად ტექნოლოგიებში. ყველაზე რთული საკითხების განხილვის გარდა, ეს თემა ასევე მოიცავს მონაცემთა ბაზის სისტემების საფუძვლებს.

5. კომპილერის დიზაინი

კომპილერის დიზაინი ასევე ყველაზე რთულ თემად ითვლება კომპიუტერულ მეცნიერებაში. პირველი საკითხი, კომპილერი არის პროგრამა, რომელსაც მაღალ დონის ენაზე დაწერილი პროგრამა გადაჰყავს მანქანის ენაზე. ეს თემა გვაწვდის სიღრმისეულ ინფორმაციას თარგმნის და ოპტიმიზაციის მთლიანი პროცესის შესახებ.

კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტები სწავლობენ კომპილაციის პროცესის დროს თარგმნის და შეცდომების აღმოჩენის მექანიზმებს. ისინი ასევე სწავლობენ ლექსიკურ და სინტაქსურ ანალიზს კოდის შექმნის პროცესში. ეს თემა რთულად ითვლება, რადგან ის მოითხოვს ადამიანებისგან კოდის წერის კარგ ცოდნას. კარგად უნდა იცოდეთ პროგრამირების სხვადასხვა ენები.

6. გამოსახულების დამუშავება და კომპიუტერული ხედვა

გამოსახულების დამუშავება და კომპიუტერული ხედვა ორი ერთმანეთთან დაკავშირებული თემაა. გამოსახულების დამუშავება გულისხმობს იმას, რომ კომპიუტერს მივცეთ ძალა განახორციელოს დამატებითი ტრანსფორმაციები გამოსახულებაზე. კომპიუტერი გამოსახულებას უფრო ეფექტურად და მომხიბვლელად გადააქცევს. მეორეს მხრივ, კომპიუტერული ხედვა აანალიზებს გამოსახულებებს და სხვადასხვა რეალურ მონაცემებს, იმისთვის რომ უფრო მიმზიდველი სიმბოლური ინფორმაცია წარმოადგინოს.

ეს ორი თემა საკმაოდ რთულია. ისინი სტუდენტისგან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვენ. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მათ აპლიკაციების ფართო სპექტრი აქვთ, განსაკუთრებით თანამედროვე მსოფლიოში. ეს თემაც განვითარებადია და სტუდენტებმაც მუდმივად უნდა ისწავლონ განვითარებადი ტექნოლოგიები.

დასასრულს, ზემოთ ჩამოთვლილი იყო ყველაზე აღქმადი რთული თემები კომპიუტერულ მეცნიერებაში. თუმცა, დადებითი მიდგომით და მყარი გადაწყვეტილებით თავისუფლად შეძლებთ მათ ათვისებას.

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები