გწვევთ ღონისძიებაზე "3D ანიმაცია" - IT Academy STEP Tbilisi გწვევთ ღონისძიებაზე "3D ანიმაცია" - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

გწვევთ ღონისძიებაზე “3D ანიმაცია”

რა არის 3D ანიმაცია? სამ განზომილებიანი გრაფიკა, ასევე სამგანზომილებიანი გამოსახულების სინთეზი (შემოკლებით 3D სინთეზი) არის CAO-სგან წარმომდგარი ტექნიკა, რომლის საშუალებითაც ახდენენ ობიექტების, საგნების პერსპექტივაში წარმოდგენას კომპიუტერის ეკრანზე. ამჟამად იგი ფართოდ გამოყენებაშია გამოსახულებების შესაქმნელად არქიტექტურულ ვიზუალიზაციაში, კინოინდუსტრიაში, ტელევიზიაში, კომპიუტერულ თამაშებში, ბეჭდვით პროდუქციაში და მეცნიერების სხვადასხვა დარგებში.
ამ ტექნიკის კინოინდუსტრიაში გამოყენებას პირველად პიქსარის სტუდიებმა მიჰყო ხელი, ხოლო 1994 წლიდან იგივე ტექნიკა ვიდეო თამაშების წარმოებაშიც ფართოდ გამოიყენება
3D გამოსახულების სინთეზი ორ ძირითად ეტაპად იყოფა: .მოდელიზაციის ეტაპი რომელშიც საჩვენებელი ობიექტის მოდელირებას აქვს ადგილი. .ჩვენების ეტაპი, სადაც უკვე მოდელირებული ობიექტის ჩვენება, თვალსაჩინო წარმოდგენა ხდება.
ორივე ეს ეტაპი მრავალნაირ ტექნიკას გულისხმობს. თეორიულად მოდელიზაციისა და ჩვენების ეტაპები ურთიერთდამოუკიდებელ ტექნიკებს გულისხმობს, მაგრამ თავისთავად ცხადია რომ ჩვენებისას მოდელიზაციის მონაცემების გამოყენება უნდა მოხდეს. ამიტომაც ითვლება რომ ამ ორ ტექნიკას ერთმანეთთან მეტად მჭიდრო კავშირი აქვს.
მოდელიზაციაში იგულისხმება კომპიუტერში გეომეტრიული მონაცემებისა და გრაფიკული მახასიათებლების მოთავსება. ამის შედეგად კი მოდელის ჩვენება ხდება.
მოდელიზაციის ტიპები
CSG (Constructive Solid Geometry) – აქ ობიექტების განსაზღვრა სივრცული სხეულების(პრიზმა,სფერო,კონუსი,სპლინები,..) გეომეტრიის კანონებით ხდება. ეს მეთოდი მეტად ეფექტურია თუ გამოსახულება ex nihilo*-ს პრინციპით იქმნება,რამდენადაც იგი მეტად ახლოა იმ პრინციპებთან, რა პრინციპებითაც ადამიანის გონება საგანთა ფორმებს აღიქვამს.
BRep(Boundary Represantation): ყოველი ობიექტის ზედაპირი შემოსაზღვრულია ორგანზომილებიანი(2D) გეომეტრიული ფორმებით(ძირითადად სამკუთხედებით). ამ ფორმატს, ყველაზე მეტად, აჩქარებული კადრების ჩვენების ფუნქციის მქონე მოწყობილობებში იყენებენ.
Splines – აქ ზედაპირები მრუდე ხაზებით შექმნილი ბადეებით იხატება.
Voxels – აქ ციფრული სურათების ანალოგიასთან გვაქვს საქმე: სივრცე თანაბარ ინტერვალებად არის დაყოფილი.
სამოდელიზაციო პროგრამები
მოდელიზაციის პროცესი შეიძლება იყოს:
ავტომატური (მაგალითად 3D სკანერი) სადაც პროგრამა რეალურ სამყაროდან აღებული ობიექტის მოდელს ქმნის.
მოდელიზაცია ხელით, 3D გამოსახულებათა შესაქმნელი პროგრამების დახმარებიT სრულდება. ამ შემთხვევაში მოდელის შექმნაზე ინფოგრაფისტია პასუხისმგებელი.
ამ პროგრამათა შორის ყველაზე გავრცელებულია: 3D Studio Max, Maya, XSI, Blender. ასევე Anim8or.

3D -ს ერთი ყველაზე პოპულარული ტექნიკაა “სხივის ტყორცნის” ტექნიკა(raytracing). შუქი სხივდება ეკრანის ყველა წერტილიდან და ირეკლება 3D სცენაზე გაფანტულ ობიექტებზე.
80 -იანი წლებიდან ანიმაციურ ფილმთა სტუდია პიქსარი(pixar) მხოლოდ გამოსახულებათა სინთეზით ქმნის ფილმებს და წვლილი მიუძღვის ამ დარგის განვითარებაში. ეს სტუდია, ძირითადად, RenderMan -ს იყენებს. RenderMan-ი დღესდღეობით ერთ-ერთ უმძლავრეს ინსტრუმენტად ითვლება.
არქიტექტურული ინდუსტრიები უფრო და უფრო მეტად იყენებენ ამ მეთოდებს რომ ადვილად გაყიდონ თავიანთი პროექტები. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არქიტექტორი ფრანკ გერი სწორედ ამ პროგრამებს იყენებს შენობათა ცალკეული ელემენტების დასაპროექტებლად.

გიწვევთ გწვევთ ღონისძიებაზე “3D ანიმაცია”, ამ და სხვა საინტერესო საკითხს გავივლით ერთად

ღონისძიებაზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დასწრება.

 

ღონისძიება გაიმართება 18 ნოემბერს, 13:00 საათზე

მისამართი: ჯანო ბაგრატიონის #6, მეშვიდე სართული, აუდიტორია 8.

დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია. 

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები