; 7 ყველაზე სტაბილური და მაღალ ანაზღაურებადი სფერო ფრილანსერებისთვის - IT Academy STEP Tbilisi 7 ყველაზე სტაბილური და მაღალ ანაზღაურებადი სფერო ფრილანსერებისთვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

7 ყველაზე სტაბილური და მაღალ ანაზღაურებადი სფერო ფრილანსერებისთვის

ოდესმე თუ გიფიქრით, მაგალითად, რატომ უხდიან ზოგიერთ მწერალს 5$-ს Fiverr-ზე მარტივი 900-1000 სიტყვიანი სტატიის დაწერაში, ხოლო სხვებს 150$-ს იგივე სამუშაოში სხვაგან.

კარგი ანაზღაურება თქვენი უნარ-ჩვევების დონეზე, გამოცდილებაზე და სამუშაოს რაოდენობაზეა დამოკიდებული.

მნიშვნელოვანია ბაზრის ცოდნაც. უნდა იცოდეთ რა ტიპის სამუშაოები და უნარ-ჩვევები არის მაღალ ანაზღაურებადი, რომ დაიწყოთ ახალი უნარ-ჩვევის შესწავლა ან დაგეგმოთ ფრილანსერობისთვის მომავალი კარიერა.

ვინც სტაბილური შემოსავლით ხართ დაინტერესებული ან პენსიაში გასვლას ადრე აპირებთ, გთავაზობთ ფრილანსერების ინდუსტრიაში ყველაზე მაღალ ანაზღაურებად საქმიანობებს.

1. პროგრამირება და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება

გსმენიათ ჯეიმს ნაითის შესახებ? მან მიატოვა მომგებიანი სამსახური Google-ში, იმისთვის რომ კარიერა თავისუფალი სამუშაოთი გაეგრძელებინა. ახლა იგი, როგორც თავისუფალი დეველოპერი ყოველდღიურად 1000$-ზე მეტს გამოიმუშავებს.

პროგრამირების სამუშაოები, კონკრეტულად კომპიუტერული პროგრამები და მობილური აპლიკაციების დეველოფმენტი ყველაზე მაღალ ანაზღაურებადია ფრილანსერებისთვის. ეს ის უნარ-ჩვევაა, რომლის დაუფლებაც საკმაოდ რთულია, კოდის კარგად წერის ოსტატებიც ბევრი არ არის. ამის გამო კარგი კოდის დამწერებზე მოთხოვნა მაღალია.

თუ გსურთ ჯეიმსის მსგავსად კარგიშემოსავალი გქონდეთ, დაიწყეთ კოდის წერის შესწავლა. აქ არ იგულისხმება სწავლა უფასო კურსებით CodeAcademy ან Udemy-ზე. ისინი მხოლოდ საბაზისო ცოდნას მოგცემენ. თქვენ უნდა დააბანდოთ ფული და დრო შესაბამისი კოდის წერის უნარ-ჩვევის შესწავლასა და პრაქტიკაში.

მაშინვე 1000$-ის გამომუშავებას საათში რა თქმა უნდა ვერ შეძლებთ. რეპუტაცია თანდათან უნდა მოიხვეჭოთ. თუ გაქვთ მყარი უნარ-ჩვევა პროგრამირების ენებში, როგორიცაა iOS და WebGL, შეძლებთ საათში 150$-ზე მეტის გამომუშავებას.

2. ვებ დიზაინი და დეველოფმენტი

UpWork statistics report-ის თანახმად, PHP დეველოფმენტი 2015 წლის ყველაზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევაა. ვებ დიზაინს ამ სიაში 7-ე ადგილი უკავია.

ვებ დიზაინერებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ თავისუფალი ვებ დიზაინის ინდუსტრია ახლა საკმაოდ დატვირთულია, რადგან ვებ დიზაინის შესწავლა და ვებსაიტების კოდის დაწერა ადვილია. მეც კი ვასრულებდი ვებ დიზაინის სამუშაოს ცოტა ხანს და საკუთარი ვებ დიზაინის სააგენტოც კი გავხსენი, მაგრამ ეს საქმე კარგად არ აეწყო.

საუკეთესო სტრატეგია არის ამ სფეროში საკუთარი ნიშა იპოვო. მაგალითად, ჯონათან ვოლდი თვეში 5000$-ს გამოიმუშავებდა ვებსაიტების შექმნით WordPress-ის გამოყენებით და პატარ-პატარა თემატური კონფიგურაციის გაკეთებით. თქვენ უფრო მეტის გამომუშავებას შეძლებთ, თუ სწორ სერვისს სწორ კლიენტებს შესთავაზებთ.

3. კონტენტის მარკეტინგი/წერა

ონლაინ მარკეტინგული ტრენდების ბუმის და ახალი მეთოდოლოგიების განვითარების ბუმის წყალობით, როგორიცაა შემავალი მარკეტინგი, კონტენტ მარკეტინგი ახლა ერთერთი ყველაზე აქტუალური სფეროა თავისუფალი მომუშავეებისთვის.

არ გჭირდებათ სადმე წასვლა და გადამოწმება თუ რამდენად კარგად მუშაობენ თავისუფალი მომუშავეები. ჩემს მაგალითს მოვიყვან, ამჟამად თვეში 5000$-ს გამოვიმუშავებ ბიზნესისთვის ბლოგინგით, წერით და კონტენტის მარკეტინგის სამუშაოებით. და მე ვიცი, რომ არსებობენ სხვა თავისუფალი მწერლები, რომლებიც ამას ჩემზე უკეთ აკეთებენ.

თუმცა ყველა დახელოვნებული მწერალი ვერ იქნება. საჭიროა ბევრი წეროთ, ბევრი იკითხოთ და უფრო მნიშვნელოვანი, კრეატიული გონება უნდა გქონდეთ, რომ დაწეროთ მაღალ ანაზღაურებადი შესანიშნავი სტატიები. ვერც მაგისტრის ხარისხი ლიტერატურაში და ვერც A+ ესეების უნარ-ჩვევები კოლეჯიდან ვერ დაგეხმარებათ ონლაინ მუშაობის დროს.

4. გრაფიკული დიზაინი

გრაფიკულ დიზაინს 2-ე ადგილი უკავიაUpWork-ის ყველაზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევების სიაში. თუ დაათვალიერებთ ყველაზე წარმატებულ თავისუფალ მომუშავეებს გრაფიკული დიზაინის კატეგორიაში, ნახავთ, რომ ზოგიერთი მათგანი ამ საქმით საათში 85$-ს გამოიმუშავებს.

გაიცანით მსოფლიოში ყველაზე წარმატებული გრაფიკული დიზაინის თავისუფალი მომუშავეები.

ინფოგრაფიულ დიზაინზე მოთხოვნა ამ ბოლო დროს გაიზარდა. ლოგოს დიზაინი, პიქტოგრამის დიზაინი და ილუსტრაციები ძვირად ღირებული სერვისებია. მაგრამ კონტენტის წერის მსგავსად, იმისთვის რომ გახდეთ კვალიფიციური გრაფიკული დიზაინერი, დიზაინერის თვალი უნდა განავითაროთ.

5. ქოფირაიტერები

კოპირაიტერები განსხვავდებიან კონტენტის მარკეტერებისგან და მწერლებისგან. თავისუფალი მომუშავეები სპეციალიზირებული არიან ვებსაიტის გვერდებისთვის კონტენტის წერაში, პროდუქტების აღწერაში, სერვისებში და ა.შ.

კოპირაიტერების ანაზღაურება დამოკიდებულია თითოეული თავისუფალი მომუშავის გამოცდილების დონეზე და უნარ-ჩვევებზე. ლინდა ფორმიჩელი, გამოცდილი თავისუფალი კოპირაიტერი საათში 250$-ს გამოიმუშავებს.

გაიცანით მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კოპირაიტინგის თავისუფალი მომუშავეები.

თუ ნახავთ UpWork-ის ყველაზე წარმატებული კოპირაიტერების სიას, შეამჩნევთ, რომ მათი ანაზღაურება ამ სამუშაოს შესრულებისთვის საათში 15$-დან 100$-მდე მერყეობს.

6. ვიდეოს რედაქტორები

ვიდეოს რედაქტორები შტატებში წელიწადში დაახლოებით 72000$-ს გამოიმუშავებენ. შედარებით გამოცდილი ვიდეოს რედაქტორები კი დაახლოებით – 122000$-ს.

მოთხოვნა ვიდეოს რედაქტორებზე ფრილანსერების ინდუსტრიაში ბოლო წლებში გაიზარდა იმ შესაძლებლობების წყალობით, რომლებიც YouTube-მა, Facebook-მა და Instagram-მა წარმოადგინა.

თუ კარგად გამოგდით ციდეო კლიპების და უნაკლო ვიდეო კონტენტის შექმნა, ეს საქმე თქვენს კარიერას წარმატებულს გახდის.

7. სოციალური მედიის მენეჯერები

სოციალური მედია მარკეტინგი ბრენდის და ბიზნეს მარკეტინგის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. თითქმის ყველა ბიზნესი, ყავის პატარა მაღაზიებიდან დაწყებული დიდი კორპორაციული ბრენდებით დამთავრებული, ახლა სოციალურ ქსელებს იყენებენ თავიანთი პროდუქტის და ბრენდის წარმატების მხარდასაჭერად.

ამან უზარმაზარი შესაძლებლობები მისცა თავისუფალ მომუშავეებს. ასეთი ბრენდების და ბიზნესების უმრავლესობამ დაიწყო ადამიანების ძებნა, რომლებიც შეძლებენ მათი სოციალური მედია არხების მართვას. ახლა ეს მთელი ინდუსტრიაა.

სოციალური მედიის მენეჯერების შემოსავალი შტატებში წელიწადში 46000$-დან 72000$-მდე მერყეობს PayScale-ის თანახმად. LinkedIn-ზე 9000 სამუშაო განცხადება იყო განთავსებული მხოლოდ სოციალური მედიის მენეჯერებისთვის, ხოლო ინდოეთში – 2000.

პატარა რჩევა

ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით თინეიჯერები ცდილობენ იპოვონ სწრაფად გამდიდრების გზები. ისტორიები მილიარდ დოლარიანი სტარტაპების შეძენის შესახებ და იმის შესახებ თუ როგორ გამოიმუშავებს ხალხი მილიონებს სწრაფი ტემპით სმარტფონების აპლიკაციებით თანდათან მათი ინტერესის სფერო ხდება.

მედიის რეკლამის შედეგად, ისინ ვერ ხედავენ ღირებულ შეტყობინებას, რომელიც წარმატების ამ ყველა ისტორიაში არის დამალული: ფულის გამომუშავება დიდ შრომას მოითხოვს.

როგორ ფიქრობთ, WhatsApp 20მილიარდიანი აპლიკაცია ერთ ღამეში გახდა? ამის მისაღწევად მათ 4 წელი დასჭირდათ. მარკ ცუკენბერგს კი 5 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ ფეისბუქი წარმატებულად ექცია. პირველი რამდენიმე წლის დასაწყისში მას საერთოდ შემოსავალიც კი არ ჰქონია ამ პლატფორმიდან.

ისტორიის მორალი ასეთია: ნუ ეცდებით მიყვეთ კარიერულ გზას იმის გამო, რომ კარგად გიხდიან. თუ გსურთ სტაბილური შემოსავალი და თავი გაიტანოთ, როგორც თავისუფალმა მომუშავემ, აირჩიეთ ისეთი სამუშაო, რომლის გაკეთებაც ძალიან გიყვართ, სამუშაო, რომელიც ყოველ დღე დაგაინტერესებთ და სამუშაო, რომელიც გაგიჩენთ რაღაც ახლის შესწავლის სურვილს ყოველ დღე.

ეს ინტერესი და ძლიერი შინაგანი სურვილი გიბიძგებთ იმისკენ, რომ გახდეთ უფრო წარმატებული იმ საქმეში, რასაც აკეთებთ, გააუმჯობესოთ თქვენი უნარ-ჩვევები და თანდათანობით წინანდელზე უფრო მეტი გამოიმუშაოთ.

ისწავლეთ მოთმინებაც. რადგან გარკვეული დრო დაგჭირდებათ სტაბილური შემოსავლის მიღებამდე. და დაიმახსოვრეთ, დიდი შრომის ჩადება მხოლოდ ცოტა ხნით მოგიწევთ. შემდეგ ყველაფერი თავისით გაგრძელდება.

 აიტი აკადემია სტეპი გაძლევთ შესაძლებლობას ღირსეულად გაიაროთ ეს გზა და შეისწავლოთ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი, ქსელები და კიბერუსაფრთხოება, რეკომენდაციები მიიღოთ კვალიფიციური ლექტორებისგან . სასწავლო პროცესი  მთლიანად პრაქტიკულ სამუშაოზეა ორიენტირებული, რაც პირდაპირ უზრუნველყოფს თქვენს სამომავლო პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და ცოდნას!
 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები