8 საფუძვლიანი მიზეზი C# პროგრამირების ენის შესასწავლად - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

8 საფუძვლიანი მიზეზი C# პროგრამირების ენის შესასწავლად

HTML, JavaScript და CSS-ის პრაქტიკული გამოცდილება გამოგადგებათ, რომ გაუმკლავდეთ მომხმარებლის ვებსაიტის შექმნას. თუ გსურთ იყოთ სერიოზული პროგრამისტი, ისეთი ენა უნდა ისწავლოთ, რომლის დახმარებითაც შეძლებთ ბევრი ტექნიკური დავალების შესრულებას.

იმ შემთხვევაში თუ პროგრამირების სფეროში არ გაქვთ პრაქტიკა, აუცილებელია შეისწავლოთ C# ის დაგეხმარებათ წინსვლაში. 

C# არის ობიექტზე ორიენტირებული და ზოგადი დანიშნულების პროგრამირების ენა. მას იყენებენ აპლიკაციების და ვებ პლათფორმების განვითარებისთვის. C# პროგრამირების 5 ყველაზე პოპულარულ ენებს შორის არის დასახელებული.

მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ სოლიდურ მიზეზს, თუ რატომ უნდა ისწავლოთ C#.

1. C# მრავალმხრივი ენაა

ეს ზოგადი დანიშნულების ენაა, მისი გამოყენება ნებისმიერიმიმართულებით არის შესაძლებელი: შექმნათ საწარმოს დესქთოფის პროგრამა, ვებ აპლიკაცია, მობილური აპლიკაცია ან ქლაუდ სერვისიც კი.  აღნიშნული ენა საკმაოდ ხშირად გამოიყენება ვიდეო თამაშების განვითარების დროსაც.

C# არის ერთ-ერთი ენა, რომელიც საშუალებას მოგცემთ აღმოაჩინოთ თქვენი პროგრამირების შესაძლებლობები. ამ ენის შეუზღუდავი ბუნება იმას გულისხმობს, რომ არ მოგიწევთ ერთი ენიდან მეორე ენაზე გადასვლა აპლიკაციის შექმნის დროს. შეეცადეთ ყველაფერი კარგად აითვისოთ ამ ენაში და ნებისმიერი რამის გაკეთებას შეძლებთ, რასაც მოისურვებთ.

2. დამწყებებისთვის მორგებული

შეიძლება გარკვეული შიშიც გქონდეთ პროგრამირების ზოგიერთი ენის მიმართ. C# დამწყებებისთვის ერთერთი ყველაზე მორგებული პროგრამირების ენაა. მისი გაგება ძალიან ადვილია, რამე თუ C# მაღალი დონის პროგრამირების ენაა, იყენებს ინგლისურის მსგავს ენას.

კიდევ ერთი რამ, რის გამოც C# დამწყებებისთვის მორგებულია ის არის, რომ ის მოგაშორებთ რთული დავალებების უმეტესობას. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ენა თქვენს ნაცვლად შეასრულებს გარკვეულ დავალებებს, როგორიცაა გამონაკლისების მოგვარება და მეხსიერების მართვა. ამით უფრო მეტი დრო დაგრჩებათ პროგრამირებაზე ყურადღების გასამახვილებლად.

3. ქმნის ძლიერ საფუძველს

როცა პროგრამირების ერთ ენაში ექსპერტი ხდებით, აშკარაა, რომ სურვილი გექნებათ პროგრამირების სხვა ენებიც აითვისოთ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ პროგრამირებაში საფუძველს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. C# ძალიან ჰგავს პროგრამირების ენების უმრავლესობას. თუ ერთხელ მაინც აითვისებთ C#-ს, პროგრამირების სხვა ენების შესწავლა კიდევ უფრო გაგიადვილდებათ.

4. C# ადვილი შესანარჩუნებელია

იმის გამო, რომ C# სტატიკურად დაბეჭდილია, პროგრამირების ამ ენის მართვა და შენარჩუნება ადვილია. ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ C# კოდი მოწმდება სანამ აპლიკაციაში მოხვდება. ეს აადვილებს შეცდომების და ბაგების გამორკვევას და მათ გასწორებას.

ის ფაქტი, რომ C# სტატიკურად დაბეჭდილი ენაა იმას გულისხმობს, რომ ცოტა მკაცრია იმის მიხედვით თუ როგორ დაწერთ კოდს. C#-ის კოდის წერის პროცესი უფრო თანმიმდევრულია, თუმცა ადვილი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გართულდეს და ზომაში გაიზარდოს.

5. C# სწრაფია

სტატიკურად დაბეჭდილი ენები ყოველთვის უფრო სწრაფია, ვიდრე დინამიურად დაბეჭდილი ენები. ეს იმას გულისხმობს, რომ C# ენაზე შექმნილი აპლიკაციები გაცილებით უფრო სწრაფია, ვიდრე დინამიურად დაბეჭდილ ენებზე შექმნილი. ის ბევრ რესურსს არ მოგთხოვთ თქვენს მოწყობილობაზე მუშაობისას.

6. C# იდეალურია თამაშების განვითარებისთვის

თამაშების დეველოფმენთი ერთერთი ყველაზე მომგებიანი სფეროა ტექნიკის სამყაროში. თუ თამაშების განვითარებაზე ოცნებობთ, C# ენა ყველაზე მეტად გამოგადგებათ. ვიდეო თამაშების უმეტესობა სწორედ C# ენაზეა შექმნილი.

7. მოგცემთ მომგებიან კარიერულ შესაძლებლობებს

იმის გამო, რომ C# არის ზოგადი დანიშნულების ენა, ის უამრავ კარიერულ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. კომპანიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით C# ენის პროგრამისტებს ეძებენ, რომ სხვადასხვა ტიპის დავალებები შეასრულებინონ. იქნება ეს მობილური აპლიკაციების შექმნა, ვებ სერვისი თუ საწარმოს აპლიკაცია, თქვენი უნარ-ჩვევები ყოველთვის მოთხოვნადი იქნება. თუ ეს არ გაკმაყოფილებთ, გაითვალისწინეთ ისიც, რომ C# ენის პროგრამისტების საშუალო ანაზღაურება საკმაოდ მაღალია.

8. C# ენას საკმაოდ დიდი საზოგადოება ჰყავს

C# ენის პროგრამისტების ძალიან დიდი საზოგადოება არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის შეგიძლიათ მათგან დახმარება ან შთაგონება მიიღოთ, როცა დაგჭირდებათ, განსაკუტრებით ჩვენს რეალობაში, როდესაც მარტივია სოციალური ქსელით მოიძიო სასურველი ჯგუფი და რამოდენიმე წუთში მიაწვდინო ხმა სფეროს პროფესიონალებს, რომლებიც უსასყიდლოდ დაგეხმარებიან.

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, სხვა მიზეზი აღარ არის იმისთვის, რომ C# ენა არ ისწავლოთ. ამის გარდა, პროგრამირების ეს ენა მუდმივად ვითარდება და ადვილად სკალირებადია.

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები