; 5 საუკეთესო რჩევა განათლების ონლაინ მიღების მსურველთათვის - IT Academy STEP Tbilisi 5 საუკეთესო რჩევა განათლების ონლაინ მიღების მსურველთათვის - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

5 საუკეთესო რჩევა განათლების ონლაინ მიღების მსურველთათვის

დღესდღეობით საჭირო არარის წახვიდეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების შესასწავლად. დღეს საჭიროა მხოლოდ მოტივაცია და ხელსაყრელი ოთახი, კომპიუტერი და ინტერნეტის კარგი კავშირი. ქსელში უამრავი ონლაინ შემსწავლელი კურსია. ერთადერთი დავალება თქვენთვის, საუკეთესო კურსის არჩევა იქნება. ინტერნეტში კომპიუტერული მეცნიერების უამრავი კურსია ხელმისაწვდომი, იქიდან ერთის ამორჩევა ადვილი დავალება არ იქნება. არჩევაში რომ დაგეხმაროთ, გთავაზობთ კომპიუტერული მეცნიერების რამდენიმე საუკეთესო რჩევას დამწყებებისთვის.

  1. პირველ რიგში შეისწავლეთ C პროგრამირება

გარდა იმისა, რომ პროგრამირების მრავალმხრივი ენაა, C პროგრამირების ენა შეგიქმნით ძლიერ კარიერას, როგორც პროგრამისტს. ამ ენის ცოდნას პროგრამირების ბევრ სხვა ენაშიც გამოიყენებთ. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ დამწყები ხართ, ეს კურსი გასწავლით პროგრამირებას C ენაზე.

აუცილებელია იცოდეთ C ენაზე პროგრამირების საფუძვლები, როგორ გადაჭრათ ნამდვილი მსოფლიო პრობლემები C ენის გამოყენებით. გაიგებთ როგორ გამოიყენოთ ცვლადები და მონაცემთა სხვადასხვა ტიპები C ენაში.

2. შეისწავლეთ ლინუქსი

თუ სერიოზულად ფიქრობთ მყარი კარიერის შექმნაზე კომპიუტერული მეცნიერების სფეროში, ლინუქსი ერთერთი მთავარი ოპერატიული სისტემა უნდა იყოს თქვენთვის. ის ძალიან სტაბილური ოპერატიული სისტემაა და შესრულების მაღალ დონეს გვთავაზობს განსაკუთრებით ტექნიკური დავალებების აღსრულებისას. ლინუქსის კურსები ყოვლისმომცველია, გასწავლით ლინუქსის საფუძვლებს და ძირითად ასპექტებს.

აუცილებელია იცოდეთ როგორ დააინსტალიროთ ლინუქსი ნულიდან და როგორ მოაგვაროთ VirtualBox-ის პრობლემები

3. შეისწავლეთ კომპიუტერული ქსელები

კომპიუტერული ქსელები კომპიუტერული მეცნიერების ერთერთი სფეროა. აპლიკაციების განვითარების გარდა, შეგიძლიათ ამ სფეროს გაყვეთ.

აუცილებელია იცოდეთ კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა კომპონენტი და მათი მუშაობის პრინციპები. თქვენ ისწავლით ქსელის დიზაინს და თქვენი დიზაინის რეალურ სამყაროში დანერგვას, აუცილებელია იცოდეთ საფუძვლები, რომელსაც გამოიყენებთ კომპიუტერული ქსელების შესახებ პროგრესული საკითხებით დასაქმების დროს. 

4. შეისწავლეთ უახლესი MySQLBootcamp-ი: დაიწყეთ ნულიდან და გახდით SQL ექსპერტი

მონაცემთა ბაზის მენეჯმენტი არის ერთერთი საკითხი, რომელიც კომპიუტერული მეცნიერების ნებისმიერმა სტუდენტმა უნდა ისწავლოს, შეძლოს მისი შექმნა და მანიპულაცია. პროგრამირების ენების მიუხედავად, რომლებიც კარგად იცით ან რომლების შესწავლასაც აპირებთ, შესაძლოა მოგიწიოთ MySQL მონაცემთა ბაზასთან ურთიერთმოქმედება. ამის გამო პანიკას ნუ შექმნით, აუცილებელია იცოდეთ MySQL-ის ძირითადი ასპექტები.

აუცილებელია იცოდეთ ინტერაქტიული მონაცემთა ბაზის შექმნა და მის მანიპულაცია. ასევე ისწავლოთ ფუნქციონალური ვებ აპლიკაციის შექმნას NodeJS-ის გამოყენებით და მათ ურთიერთმოქმედებას MySQL-თან. შეძლებთ SQL საკითხების შექმნას, რაც თქვენს მონაცემთა ბაზებს ინტერაქტიულს გახდის. კურსი ასევე გასწავლით როგორ გამოიყენოთ MySQL-ი მონაცემთა მენეჯმენტისთვის რეალურ სამყაროში.

5. შეისწავლეთ კომპიუტერული პროგრამების განვითარება A-დან Z-მდე

კომპიუტერული მეცნიერების კურსების უმრავლესობა, რომელთა შესწავლასაც გეგმავთ, გასწავლით როგორ შექმნათ კომპიუტერული პროგრამები. მაგრამ იცით თუ არა, რომ არსებობს სტანდარტული პროცედურები, რომლებიც უნდა გაიაროთ კომპიუტერული პროგრამების განვითარების დროს?

ონლაინ მოცემული კურსებით მიიღებთ მრავალმხრივ ცოდნას, მაგრამ,იმისთვის რომ გახდეთ პროფესიონალი კომპიუტერული პროგრამისტი, აუცილებელია ამ ყველაფერს თან ერთვოდეს სწორი განათლება და საინტერესო პრაქტიკა, ასევე, თქვენს განათლებას აუცილებელია ერთვოდეს ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი და სერთიფიკატები ! 

ჩვენი სასწავლო პროგრამის ფარგლებში თქვენ ისწავლით:
• პროგრამირების ენებს (C ++, C #, Java, JavaScript, PHP, და სხვ.)
• მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებას
• მობილური პლატფორმებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას
• WEB-პროგრამების შექმნას
• თამაშების შექმნას
• Windows Azure ქლაუდ გადაწყვეტილებების გამოყენებას
• ქსელური პროგრამების შექმნას
• IT პროექტების მართვას

სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, თავისუფლად შეძლებთ იმუშაოთ პროგრამისტის, პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის, ხარისხის კონტროლის ინჟინრის, ტექნიკური დავალების შემქმნელის, ვებ-პროგრამისტის, მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის, მობილური აპლიკაციის დეველოპერის პოზიციებზე…

ამ ყველაფერს თან დაერთვება ცოდნის დამადასტურებელი დიპლომი და სერთიფიკატები ! 

აუცილებლად უნდა გააკეთოთ ის საქმე რაც გიყვართ!

IT Academy STEP – თქვენი წარმატება იწყება აქ !

იზრუნეთ მომავალზე, შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები