; IT Academy STEP-მა მიიღო Cisco Networking Academy-ის უმაღლესი ჯილდო. - IT Academy STEP Tbilisi IT Academy STEP-მა მიიღო Cisco Networking Academy-ის უმაღლესი ჯილდო. - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

IT Academy STEP-მა მიიღო Cisco Networking Academy-ის უმაღლესი ჯილდო.

Cisco

15 ნოემბერს ათენში ჩატარდა Cisco-ს ქსელური აკადემიის პარტნიორთა საერთაშორისო საიუბილეო სამიტი. პრიზები გადაეცათ Cisco ASC Partner Rewards პროგრამის გამარჯვებულებს.

წლევანდელ წელს IT Academy STEP-მა მიიღო ერთდროულად 2 ჯილდო.  დაჯილდოვდა დიპლომით, “Premier+ Partner”, რომელიც სტუდენტებისა და ლექტორების წარმატებაში წვლილისათვის გადაეცა, ასევე აკადემიამ მიიღო უმაღლესი ჯილდო Certificate of recognition Computer Academy Step as a Premier + Partner in the ASC Rewards Program.

Cisco

IT Academy  STEP- მა მიიღო სპეციალური სტატუსი “Premier+ Partner” – Cisco Networking Academy- ის სამაგალითო მომსახურების მიწოდების საფუძველზე, ასევე მომავალი თაობის შემოქმედების მხარდასაჭერად, რომლებიც მსოფლიო გლობალურ პრობლემებს გადაწყვეტენ.

 

საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მონაცემთა გაცვლის მსოფლიო ლიდერმა Cisco Systems- მა ორი ათწლეულის მანძილზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. Cisco Networking აკადემიის ჩარჩოს ფარგლებში, კომპანია თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სპეციალისტების მომზადებას კომპიუტერული ქსელების გამართვასა და აღჭურვილობაში ნებისმიერი სირთულისა და მაქსიმალური დაცულობის ხარისხზე.

Certificate.Cisco

Cisco Networking Academy უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს IT Academy STEP-ს რომელიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ტრენერების საუკეთესო სასწავლო ცენტრადაა აღიარებული. წელს აკადემიის ნამუშევარს მიენიჭა უმაღლესი ჯილდო, რომელიც Cisco- ს ვიცე-პრეზიდენტის ბატონი Harbrinder Kang-ის მიერ ქსელების და კიბერუსაფრთხოების კათედრის ხელმძღვანელს Вадим Ткаченко-ს გადაეცა.

Cisco award

IT Academy STEP-ის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩააბარონ Cisco Networking Academy-ის გამოცდები და მიიღონ CCNA, CCNA Security, IT Essentials და CCNP სერთიფიკატები,რომლებიც მსოფლიო მასშტაბით დამსაქმებელთა მიერ ყველაზე მოთხოვნათ სერთიფიკატებადაა ცნობილი.


ახალი ამბები