; Adobe-ს შემუშავებულ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია აღმოაჩინოს დამუშავებული გამოსახულებები - IT Academy STEP Tbilisi Adobe-ს შემუშავებულ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია აღმოაჩინოს დამუშავებული გამოსახულებები - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

Adobe-ს შემუშავებულ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია აღმოაჩინოს დამუშავებული გამოსახულებები

ამერიკული პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი Adobe-ი თანამშრომლობდა კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებთან ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის განვითარებისთვის, რომელიც შეძლებდა Photoshop-ში გაკეთებული ფოტო მანიპულაციების აღმოჩენას.

იმის გამო, რომ ყალბი ახალი ამბების მიმოქცევა დროთა განმავლობაში იზრდება, ბევრი კომპანია ეძებს გზებს ამ სოციალურ მტერთან საბრძოლველად. მკვლევარებმა გამოაქვეყნეს თავიანთი ნაშრომი სახელწოდებით „Detecting Photoshopped Faces by Scripting Photoshop“. მათ ახსნეს თუ როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ფოტოშოფის ინსტრუმენტის, სახელად ‘Face Aware Liquify’-ის გამოყენება.

Adobe ხელოვნური ინტელექტი აღმოაჩენს მანიპულაციას ფოტოშოფში დამუშავებულ/ყალბ გამოსახულებებში.

„სახის ნაკვთების ეფექტები შეიძლება იყოს დელიკატური, რამაც ის გადააქცია დამაინტრიგებელ საცდელ შემთხვევად, სახეზე ორივე ტიპის, მკვეთრი და დახვეწილი ცვლილებების გამოსავლენად,“- დასძინა მან. თუ არ იცით, აგიხსნით, ეს ინსტრუმენტი გამოიყენება სახის ნაკვთებზე და ასევე სახის გამომეტყველებებზე ცვლილებების გასაკეთებლად.

Adobe-ის მიერ წარმოდგენილი blog post-ის მიხედვით, „სანამ ჩვენ ვამაყობთ იმ გავლენით, რომელიც ფოტოშოფმა და Adobe-მა და სხვა შემოქმედებითმა იარაღებმა მოახდინეს მსოფლიოში, ჩვენ ასევე ვაღიარებთ ჩვენი ტექნოლოგიის ეთიკურ შედეგებს“. კომპანიას ესმის, რომ ყალბი შინაარსი სერიოზული და უაღრესად მწვავე საკითხია და მისი განცალკევება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.

Adobe-მა დაამუშავა Convolutional Neural Network (CNN)-ი, სიღრმისეული ცოდნის მიღების ფორმა, დაწყვილებული სახეების მონაცემთა ბაზაზე, რომელიც შეიცვალა ფოტოშოფის ფუნქციის, Face Liquify-ს გამოყენებით, იმისთვის რომ აღმოეჩინათ მანიპულირებული გამოსახულებები, ვიდეო, აუდიო, დოკუმენტები. მათ შეარჩიეს ფოტოების შემთხვევითი ქვეგანყოფილება ტრენინგისთვის. უფრო მეტიც, Adobe-მა დაიქირავა მხატვარი გამოსახულებების შესაცვლელად, რომლებიც აურიეს მონაცემთა ქვეგანყოფილებაში.

„ჩვენ დავიწყეთ ხალხისთვის გამოსახულებების წყვილების ჩვენება (ორიგინალის და შეცვლილის), რომლებმაც იცოდნენ, რომ ერთერთი სახე შეცვლილი იყო,“ ამბობს Adobe-ის მკვლევარი Oliver Wang-ი. „ამ მიდგომამ სარგებელი რომ მოიტანოს, მას უნდა შეეძლოს შეცვლილი სახეების გამოვლინება ადამიანის თვალზე უკეთესად,“ განაცხადა Adobe-მა.

ხელოვნურმა ინტელექტმა წარმატებით ამოიცნო თითქმის ყველა გამოსახულება

შედეგებმა გვიჩვენა, რომ ადამიანებმა შეძლეს ყალბი სახეების 53%-ის აღმოჩენა ასეთ შემთხვვევაში, ხოლო ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლო მათი 99%-ის სწორად აღმოჩენა. ამ ინსტრუმენტს შეუძლია ცვლილებების გაუქმება და გამოსახულებისთვის საწყისი შეხედულების მიცემა.

Adobe-ს სჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი სასიცოცხლო როლს შეასრულებს ციფრული მედიის ნამდვილობის აღმოჩენაში და ასევე ყალბი ამბების გავრცელების მიზნით სურათების ბოროტად გამოყენების იდენტიფიცირებასა და შეწყვეტაში. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია გამოსახულების რედაქტირების გარკვეული ტიპების აღმოჩენის და ასევე გასაუქმებელი სამუშაოების წარმოუდგენლად კარგად შესრულების შესაძლებლობებში,“ ამბობს Adobe-ის კვლევის ხელმძღვანელი Gavin Miller

საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია STEP

დაგვიკავშირდით ეხლავე !

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შეისწავლეთ კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები