; Chromium-ზე დაფუძნებული Edge Browser-ის კომპილირებული ვერსია მაიკროსოფტისგან - IT Academy STEP Tbilisi Chromium-ზე დაფუძნებული Edge Browser-ის კომპილირებული ვერსია მაიკროსოფტისგან - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

Chromium-ზე დაფუძნებული Edge Browser-ის კომპილირებული ვერსია მაიკროსოფტისგან

რამდენიმე თვიანი დაგეგმვის შემდეგ, მაიკროსოფტმა საბოლოოდ გამოუშვა Chromium-ზე დაფუძნებული Edge Browser-ის პირველი სატესტო ვერსია 64-bit Windows 10-თვის. Edge-ის უახლესი ვერსია საფუძვლებზე ძლიერი აქცენტის გაკეთებით შეიქმნა. რადგან ადრე არის შექმნილი, მას არ აქვს ძირითადი თვისებები, მომხმარებლის ინტერფეისი და ენების მხარდაჭერა.

Chromium-ზე დაფუძნებული Edge Browser-ის დათვალიერების კომპილირებული პირველი ვერსია უკვე გამოვიდა

კომპანიამ ახლახან გამოუშვა პირველი canary (რომლის განახლება ყოველდღე ხდება) და Developer (რომლის განახლება ყოველ კვირა ხდება) ვერსიები. მაიკროსოფტი ასევე შეგვპირდა Beta-quality კომპილირებული ვერსიის გამოშვებას Windows 7, 8.1 თვის და მოგვიანებით Mac-თვის.

Chromium-ზე დაფუძნებული edge browser-ი Chrome-ს ჰგავს, განსხვავდება მხოლოდ მისი ინტეგრირებული MSN საინფორმაციო არხი. აღნიშნული ბრაუზერის სატესტო ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Microsoft Edge Insider საიტიდან. კომპანია გეგმავს ბევრი სასარგებლო მახასიათებლების დამატებას, როგორიცაა built-in MSN საინფორმაციო არხი, PDF მხარდაჭერა, მარკირება ვებზე, tab sweep და ა.შ.

თუ დეველოპერი ან ტესტერი ხართ ან საკუთარ თავს ასეთი პროგრამების პირველ მესაკუთრედ მიიჩნევთ, დროს ფიქრში ნუ დაკარგავთ, სცადეთ პროგრამის კომპილაციური სატესტო ვერსია, რადგან ახალი edge browser-ის მიმდინარე ვერსია ყოველდღიური მომხმარებლებისთვის გათვლილი არ არის. კომპანია აპირებს beta ვერსიის გამოშვებას ამ ზაფხულს უფრო მეტი მახასიათებლებით და ფუნქციებით.

Microsoft Edge Browser-ი Windows 10-ში მისი გაშვების დღიდან არსებობს, მაგრამ მომხმარებლებს არ აქვთ საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ ისინი Chrome-დან ან Firefox-დან Edge-ზე გადაერთონ. 2018 წლის დეკემბრის თვეში, კომპანიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისინი ხელახლა ქმნიდნენ Edge-ს Chromium-ზე ინტერნეტში მისი თავსებადობის გასაუმჯობესებლად.

შეიძლება აქამდე ინფორმაცია არ გქონდათ, 2008 წელს Chrome-ის გამოშვების შემდეგ, Google-მა გამოუშვა the bulk of Chrome’s code, როგორც ღია წყარო. Chromium-ი არის open- source ბრაუზერის რეალიზაცია, როემლზეც რამდენიმე პოპულარული ბრაუზერი, როგორიცაა Google Chrome, Vivaldi, Opera, Yandex, Brave და სხვები მუშაობს.

თუ Chromium-ზე დაფუძნებული Edge browser-ის რომელიმე კომპილირებული ვერსია გაქვთ დაინსტალირებული, რომელმაც ბოლო დროს გაჟონა, გირჩევთ ჯერ წაშალოთ დაინსტალირებული პროგრამა, სანამ ახალ სატესტო ვერსიას გამოცდით. მეორეს მხრივ, თუ Microsoft Edge based on EdgeHTML-ს იყენებთ, განაგრძეთ მისი გამოყენება უახლოეს მომავალში.

მაიკროსოფტს არ დაუდასტურებია როდის აპირებს Chromium-ზე დაფუძნებული Edge-ის გამოშვებას Windows 7-თვის, არც რამე გეგმის შესახებ უსაუბრია, სადაც მომხმარებლები გამოეთიშებიან მიმდინარე Edge browser-ს. თუმცა, Edge-ის მომხმარებლებს ანდროიდზე და iOS-ზე პრობლემები არ შეექმნებათ, რადგან ისინი უკვე იყენებენ Webkit და Blink-ზე შექმნილ ბრაუზერს, რომლებიც იმ OS პლათფორმებთან დაკავშირებულ ძრავებს ამუშავებენ.

IT Academy STEP – საერთაშორისო ბრენდი!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

შემოგვიერთდით აკადემიაში!

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები