; როგორ გავიუმჯობესოთ ლოგიკური უნარები პროგრამირების პროცესში - IT Academy STEP Tbilisi როგორ გავიუმჯობესოთ ლოგიკური უნარები პროგრამირების პროცესში - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

როგორ გავიუმჯობესოთ ლოგიკური უნარები პროგრამირების პროცესში

ლოგიკა პროგრამირების ძირითადი ნაწილია. თუ თქვენ პროგრამირების სხვადასხვა ენა იცით, მაგრამ არ გაქვთ ლოგიკური უნარ-ჩვევები, სიმაღლეებს ვერ მიაღწევთ. ალგორითმების სწავლა და კოდირების პრაქტიკა ყოველთვის დაგეხმარებათ ერთი პრობლემისთვის მრავალფეროვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. დღეს, ჩემი გამოცდილების საფუძველზე გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რაც დაგეხმარებათ ადვილად გააუმჯობესოთ თქვენი ლოგიკა ან ლოგიკური აზროვნების უნარი.

რჩევები პროგრამირების პროცესში ლოგიკური სტრუქტურის გასაუმჯობესებლად

 1 ნახეთ სხვა პროგრამისტების კოდი

სხვადასხვა ვებ გვერდებზე უკეთესი პროგრამისტების მხოლოდ გაცნობა სარგებელს ვერ მოგიტანთ. თქვენ უნდა დაათვალიეროთ მათ მიერ დაწერილი კოდი, რომ გაიგოთ მათი აზროვნების შესაძლებლობები. თითოეული პრობლემისთვის ინტერნეტში სხვადასხვა გადაწყვეტილებების მოძიება შეგიძლიათ. შეეცადეთ გააანალიზოთ კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად გამოყენებული სხვადასხვა ლოგიკა. როცა მიხვდებით, მოძებნეთ ამ ლოგიკის გაუმჯობესების გზები ან გამოიყენეთ ახალი გზები სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის დროს.

2 რთული პრობლემები ძირითად საკითხებად დაყავით

რთული პრობლემა არ ნიშნავს, რომ მისი გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ ათასობით სტრიქონის მქონე კოდით. სხვადასხვა რთული პრობლემების ჭკვიანურად მოგვარების უნარი არის ის, რაც გამოცდილ პროგრამისტს ახალბედასგან განასხვავებს.

როცა რთულ პრობლემას წააწყდებით, ჯერ შეეცადეთ გაიაზროთ ამ პრობლემის სირთულე. შემდეგ დაყავით ის ძირითად პრობლემებად ან მოდულებად. შემდეგ კი დაიწყეთ ლოგიკის ამოქმედება და თითოეული ნაწილის გადაჭრა. ეს გააუმჯობესებს თქვენს ლოგიკურ შესაძლებლობებს პროგრამირების პროცესში.

3 პრობლემები კოდის წერით მოაგვარეთ

ალგორითმული ნაბიჯების დაწერა და თქვენი კოდის მშრალად გაშვება ძალიან კარგია საწყის ეტაპზე, მაგრამ თქვენი ლოგიკური უნარ-ჩვევები მხოლოდ მაშინ გაუმჯობესდება, როცა კოდის წერას უშუალოდ სისტემაში დაიწყებთ.

შეარჩიეთ თქვენი საყვარელი პროგრამირების ენა, დაიწყეთ მცირე და საშუალო სირთულის პრობლემებით და შემდეგ გადადით რთულებზე.

კიდევ ერთხელ გირჩევთ, ნუ დაიწყებთ კოდის წერას იმ მომენტში, როცა პრობლემას ხედავთ. ჯერ შეეცადეთ გაიაზროთ ის, მოიფიქროთ ყველა შესაძლო გადაწყვეტილება, დაალაგოთ პრობლემის ძირითადი ელემენტები და შემდეგ დაიწყოთ გადაჭრა. დროთა განმავლობაში ეს აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენი ლოგიკის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში.

4 იფიქრეთ პირობითად

პროგრამირებაში ყველაფერი პირობებსა და ციკლებს ეხება. თქვენ ასევე მოგიწევთ პირობითად ფიქრი, მაგალითად, თუ პირობა A ჭეშმარიტია, შეასრულე B ან სხვა შემთხვევაში – C. ამ პრობლემების საუკეთესო ნაწილი არის პირობები, რომლებიც განმეორებითია და შეიძლება კიდევ და კიდევ გამოვლინდეს.

შეეცადეთ უფრო მეტად ივარჯიშოთ „თუ-ან“, „ჩართვა“ და სხვა მარტივ პირობებში, ვიდრე გაიაროთ ჰიპოთეზა და თეორიები მსჯელობისა და ლოკალური აზროვნების შესახებ.

5 ისწავლეთ პროგრამირების პარადიგმები

პროგრამირების პარადიგმების სწავლა ბევრად დაგეხმარებათ ლოგიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში. ეს არის დაახლოებით გეგმა ჩვენი პროექტების შესაქმნელად. ძირითადად არსებობს პროგრამირების სამი ჩვეულებრივი პარადიგმა: იმპერატიული, ფუნქციონალური და ობიექტზე ორიენტირებული.

იმპერატიული პროგრამირება მოიცავს ბრძანებების თანმიმდევრობას, რომლებიც ცვლის პროგრამის მდგომარეობას. ფუნქციონალური პროგრამირების პარადიგმა ძირითადად მათემატიკური ფუნქციების შესასრულებლად გამოიყენება მდგომარეობის ცვლილების გარეშე. და ბოლოს, ყველა პოპულარული, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება მუშაობს იმ კონცეფციით, რომლის მიხედვითაც ყველაფერი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ობიექტის სახით. მაგალითისთვის ავიღოთ სკამი და განვიხილოთ ის როგორც ობიექტი. ყველა სკამს თითქმის ერთი და იგივე თვისებები აქვს, მაგრამ მათი ღირებულებები ყოველთვის ერთი და იგივე არ არის.

დასკვნა

ეს არის რამდენიმე რჩევა, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ლოგიკური უნარ-ჩვევების გასაზრდელად. თუ ყველაზე მნიშვნელოვანის გამორჩევას მთხოვთ, რაც შეიძლება მეტი კოდის წერას ავირჩევდი. ცოდნის გაუმჯობესება და სხვადასხვა ენების შესწავლა კარგია, მაგრამ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგეხმარებათ, თუ ძლიერ ლოგიკურ უნარ-ჩვევებს ფლობთ.

შეისწავლეთ პროგრამირება, მიიღეთ ხარისხიანი ცოდნა  და უზარმაზარი გამოცდილება!

დეტალური ინფორმაციისათვის და კურსზე ჩასაწერად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი

გახსოვდეთ, წარმატებული IT სპეციალისტი უპრობლემოდ პოულობს მაღალანაზღაურებად სამსახურს და ერთვება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან

მიიღეთ საჭირო ცოდნა

შემოგვიერთდით მსოფლიო ბრენდ  IT აკადემია STEP-ში!

თბილისი,
ჯანო ბაგრატიონი #6
+995 (32) 215-55-51
+995 (32) 215-50-05

დარეკეთ ან დარეგისტრირდით ეხლავე, ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები დაგიკავშირდებიან უმოკლეს დროში

რეგისტრაცია

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
E-mail*
სად გაეცანით ინფორმაციას ღია კარის დღის შესახებ?*


ახალი ამბები