; მიმართვა აბიტურიებტებს, რომლებმაც ვერ გადალახეს შეფასების ბარიერი უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის. - IT Academy STEP Tbilisi მიმართვა აბიტურიებტებს, რომლებმაც ვერ გადალახეს შეფასების ბარიერი უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის. - IT Academy STEP Tbilisi

თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6

მიმართვა აბიტურიებტებს, რომლებმაც ვერ გადალახეს შეფასების ბარიერი უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის.

IT აკადემია  STEP იზიარებს იმ ადამიანების დარდს და თანაუგრძნობს მათ, ვინც ვერ გადალახა შეფასების ბარიერი უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის. უფრო მეტიც, IT აკადემია STEP გთავაზობთ მოიკრიბოთ მთელი თქვენი ძალა და გადალახოთ ეს ფსიქოლოგიური ბარიერი. ასევე გთავაზობთ აღნიშნული პრობლემიდან გამოსვლის ალტერნატიულ ვარიანტს. 

გული არ დაგწყდეთ, კარგად დაფიქრდით და აუცილებლად აწონ-დაწონეთ ჩვენი შემოთავაზების ყველა წვრილმანი!

ჩაწერა

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
ელ-ფოსტა*
კითხვის დასმა

იმისთვის, რომ დრო უქმად არ დახარჯოთ და ის საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენოთ, გთავაზობთ სწავლის დაწყებას ჩვენთან, სადაც მიიღებთ ყველა საჭირო ცოდნას IT სფეროში, რის გარეშე თქვენ ვერ იქნებით უზრუნველყოფილი პერსპექტიული სამუშაოთი. ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ და ინფორმაციას გაეცნოთ ჩვენს წინა პუბლიკაციებში, ჩვენთან თქვენ მიიღებთ მთელ მსოფლიოში ლიდერი, უმსხვილესი კორპორაციების საერთაშორისო სერთიფიკატებს, პროფესიონალურ თანამედროვე უნარებს და ცოდნას, რომლის დახმარებითაც შეძლებთ საკმაოდ დიდი ანაზღაურების გამომუშავებას.

ჩვენი, სტეპერების მხრიდან მორალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიღების შემდეგ, რომელიც თქვენთვის მეორე მეგობრული ოჯახი გახდება, სადაც თქვენი ყოფნისას სრულ კომფორტს მიიღებთ, პარალელურად შეგიძლიათ ჩააბაროთ ნებისმიერ უნივერსიტეტში თქვენს მიერ არჩეული პროფესიის ასათვისებლად.

IT აკადემია STEP, ყოველთვის მზად არის დახმარებისთვის, ყოველთვის გთავაზობთ თქვენთვის სასარგებლო პოზიციას, ყოველთვის პოულობს გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან, ყოველთვის მხარში დაგიდგებათ და სწორ გზაზე დაგაყენებთ თქვენი სამომავლო კეთილდღეობისთვის.

ჩვენ ყოველთვის სიხარულით მიგიღებთ, გაგაცნობთ რეალურ და ვირტუალურ სამყაროს, შეგიქმნით მაქსიმალურ პირობებს სწავლისთვის და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებისთვის, რომელთა წყალობით თქვენ უფრო კომუნიკაბელური, იდეებით აღსავსე, ინოვატორული, ინტელექტუალური და პერსპექტიულები გახდებით. თქვენი ამოცანა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ჩამოყალიბდეთ, კარგად დაფიქრდეთ და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ჩვენი მხრიდან იმის გარანტიას მოგცემთ, რომ თქვენ გახდებით უძლიერესი სპეციალისტები და თქვენი საქმის პროფესიონალები.

ძვირფასო მშობლებო, ჩვენ გვესმის თქვენი და თქვენი შვილების, რომლებმაც გარკვეული სტრესი მიიღეს საკუთარი მოლოდინებისგან, მაგრამ როგორც იტყვიან ცხვორება ამით არ სრულდება, ყოველთვის არსებობს ალტერნატიული გზები აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად. ერთერთი მათგანი არის ის, რასაც ჩვენ გთავაზობთ. საერთო ძალებით იმ შედეგებს მივაღწევთ, საიდანაც მხოლოდ სარგებელს ვნახავთ ჩვენი შვილების მომავლისთვის. ეს რეკლამა არ არის, ეს რეალობაა, რომელშიც ჩვენი სტუდენტები, სტეპერები იმყოფებიან, ჩვენ ბევრნი ვართ და მთელ მსოფლიოში ვმოღვაწეობთ, ჩვენ ვართ მსოფლიო ბრენდი 72 ფილიალით, IT აკადემია STEP – თქვენი ოქროს გასაღები ტექნოლოგიურ-ინოვაციურ სამყაროში!

 

ნუ დაკარგავთ დროს, აღნიშნული შემოთავაზების მიღების მსურველებს გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია, ჩვენი მენეჯერები დაგიკავშირდებიან და მოგაწვდიან უფრო დაწვრილებით ინფორმაციას.

მუდამ თქვენს გვერდით, საერთაშორისო ბრენდი IT აკადემია STEP.

ჩაწერა

სახელი, გვარი*
ტელეფონი*
ელ-ფოსტა*
კითხვის დასმა


ახალი ამბები